ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ექსტრემალური სპორტი: ნახტომი 7600 მეტრიდან უპარაშუტოდ! [VIDEO]

ექსტრემალური სპორტი: ნახტომი 7600 მეტრიდან უპარაშუტოდ! [VIDEO]

როგორ შეასრულა ამერიკელმა ლუკ ეიკინსმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფენომენალური ნახტომი
რთულია იმ ფანტასტიკური ნახტომის დაჯერება, რომელსაც "ციდან მოვლენილი" უწოდეს. ადამიანი 7600 მეტრის სიმაღლიდან გადახტა. ეს თითქმის სტრატოსფეროს ქვედა საზღვარია. გადახტა პარაშუტისა და დაზღვევის გარეშე, ქოლგაც კი არ ეჭირა ხელში. და დედამიწისკენ დაეშვა საათში 300 კილომეტრი სიჩქარით. და არ დაიმტვრა. პირდაპირ დახტა ქვემოთ გაშლილ ბადეზე.

ლუკ ეიკინსი გამოცდილი პარაშუტისტია. მას კარიერაში 18 ათასი ნახტომი ჰქონდა შესრულებული. ის, აგრეთვე, გამოცდილი ექსტრემალია და დიდი ხანია სკაიდავერობას მისდევს.

მაგრამ შვიდი კილომეტრი სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტომა ნამდვილი სიგიჟეა. და ეს შეუძლებელი ჩანდა, სანამ ეიკინსმა არ გადაწყვიტა ამ სიგიჟის ჩადენა.

როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? სარეკორდო ნახტომი კალიფორნიის უდაბნოს თავზე განხორციელდა. ეიკინსთან ერთად, თვითმფრინავიდან კიდევ სამი ადამიანი გადმოხტა. ერთი ვიდეოოპერატორი იყო. მეორემ პეტარდა აანთო, რათა დედამიწაზე დაენახათ ნახტომის სტარტის მომენტი. მესამეს კი ყველაზე საინტერესო და რთული როლი ერგო! მას ფრენის მომენტში, დედამიწასთან მიახლოებული ეიკინსი უნდა გაენთავისუფლებინა ჟანგბადის ბალონისგან.

ოთხივემ ერთად იფრინეს დაახლოებით ოთხი კილომეტრი, რის შემდეგაც სამმა პარაშუტი გახსნა. ამის შემდეგ, ლუკი მარტო აგრძელებდა ფრენას.

ქვემოთ რა ხდებოდა? 20 სართულიანი სახლის სიმაღლეზე გაჭიმული იყო ბადე. დაახლოებით საფეხბურთო მოედნის მესამედი ფართობის. თურმე არსებობს ბადეები, რომელსაც შეუძლია შეანელოს შვიდი კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილი საგნის (ამ შემთხვევაში ადამიანის) ვარდნა. თან, ეიკინსი, რაც უფრო უახლოვდებოდა დედამიწას, მით უფრო აგდებდა სიჩქარეს - 200 კმ/სთ-მდე. ამას ხელების, ფეხებისა და საჰაერო აკრობატიკის მეშვეობით აკეთებდა.

ცალკე საკითხი იყო გაჭიმულ ბადეში ზუსტად მოხვედრა. რთული ამოცანაა, როცა 7.6 კილომეტრის სიმაღლიდან ხტები. ამბობენ, რომ ლუკი GPS-ნავიგატორს იყენებდა. და მიმართულებას საკუთარი სხეულით არეგულირებდა. რა თქმა უნდა, ამისთვის მას ხანგრძლივი ვარჯიში დასჭირდა.

ეიკინსი ზუსტად ბადის ცენტრში ვერ დაეშვა, როგორც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ ბადემ მაინც შეამსუბუქა დარტყმის საშინელი ძალა. და ლუკმაც ხელები მაღლა ასწია, რითაც ანიშნა შეკრებილებს, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მისი ფრენა ორ წუთზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო

მოგვიანებით, ეიკინსმა განაცხადა, რომ ამ სიგიჟეზე თავიდანვე არ დათანხმებულა. ოჯახზე ფიქრი ამუხრუჭებდა... მაგრამ, საბოლოოდ, ოჯახი მას ქვემოთ, ბადის გვერდით ელოდა. ცოლი (ორი ათასზე მეტი ნახტომი პარაშუტით) და ოთხი წლის ვაჟი.

"ცხოვრებაში ბევრჯერ გადმომხვტარვარ პარაშუტით, - ამბობს საკუთარ რეკორდზე ლუკი. - მოვიდა ახალი ნაბიჯის დრო - პარაშუტის გარეშე ნახტომი. უნდა დამემტკიცებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. მე გიჟი არ ვარ. ქვემოთ ბადე მელოდა. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ სწორედ ის იყო ჩემი პარაშუტი. ოღონდ, არა ზემოდან, არამედ ქვემოდან..".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა