ისევ გაურკვევლობა "მილანში"
"მილანი" უკვე დიდი ხანია კრიზისშია, მაგრამ ის, რაც ამ ზაფხულს ხდება, გუნდის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრებისთვის სრულიად მიუღებელია და ამად არის, რომ კლუბის ოფისთან თუ სილვიო ბერლუსკონის ვილასთან პერმანენტულად ეწყობა საპროტესტო აქციები.

"მილანის" მესვეურები პასიურობენ სატრანსფერო ბაზარზე და არც კი ცდილობენ გუნდის გაძლიერებას. ამასთან, სხვა გუნდში გადაბარგების სურვილი გამოთქვა კარლოს ბაკამ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში. მოკლედ, "მილანს" მძიმე დროება უდგას და ჯერჯერობით, გამოსავალიც არსად ჩანს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონისა და ჩინელ ინვესტორ სონი ბუს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და დიდი ალბათობით, ეს გარიგება ჩაიშლება. ბერლუსკონის თქმით, მოლაპარაკება ბიუროკრატიული მიზეზებით გაიწელა და ვითარება გართულებულია.

ამასობაში, "მილანის" შეძენით ახალი ჩინური კომპანია, Fosun International-ია დაინტერესებული და ბერლუსკონისთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ახალი ჩინელები მზად არიან, რომ "მილანის" აქციათა 70%-ში 750 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბერლუსკონის აქამდეც ჰქონდა მსგავსი შეთავაზებები და მიუხედავად ამისა, კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს ჯერ კიდევ ის აკონტროლებს. დონ სილვიოს აშკარად არ ეთმობა "მილანი" და ამად არის, რომ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული საგა, აგერ, უკვე ორი წელია გრძელდება.

ამასობაში, ახალი სეზონი კარს მოგვადგა და "მილანი", კონკურენტებისგან განსხვავებით, არ ძლიერდება. 21 აგვისტოს სერია A-ს ახალი გათამაშება აიღებს სტარტს, ლომბარდიული გრანდის პერსპექტივები კი ძალიან ბუნდოვანია.

"მილანს" რომ პრობლემები აქვს, ეს ამერიკულ ტურნეშიც გამოჩნდა - ვინჩენცო მონტელას გუნდმა ჯერ "ლივერპულთან" წააგო პირწმინდად, შემდეგ კი "ჩელსისთანაც" დამარცხდა. მიუხედავად ყველაფრისა, მონტელა ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ "მილანს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია:

"მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ის, ვისაც ჰგონია, რომ გუნდი დღეს უნდა იყოს იდეალურ ფორმაში, ცდება და მას ფეხბურთის არაფერი გაეგება - ჩვენ გეგმის მიხედვით ვემზადებით და ყველაფერი გათვლილი გვაქვს. "მილანი" დიდი გუნდია, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა