ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ინვესტორი მოლაპარაკების მაგიდასთანაა და "დილას" მიმართ თავის ინტერესს კვლავ ადასტურებს...
ინფორმაცია გორის "დილაში" ინვესტორის მოსვლის თაობაზე "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის. მიმდინარე მოლაპარაკებებზე სიახლეებს პერიოდულად გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილისგანაც ვიგებდით...

- "დილას" ამბები: ინვესტორების დაპირება - თანამედროვე ბაზა და ყველანაირი პირობა!

...მოგეხსენებათ, კლუბი ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის და ბიზნესჯგუფიც, რომელიც "დილას" პატრონობის ინტერესს გამოხატავს, მერიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან მართავს მოლაპარაკებებს. თუმცა პროცესი, ცოტა არ იყოს, გაიწელა.

ამასობაში, მოახლოვდა ახალი საფეხბურთო სეზონის სტარტი, გორულ კლუბს კი ვერც მოსამზადებელი შეკრება გამოუვიდა სრულყოფილი და ვერც შემადგენლობა დააკომპლექტა ისე, როგორც ბოლო წლების ქართულ საკლუბო ფეხბურთის წარმატებულ და ამბიციურ გუნდს შეეფერებოდა.

მოლაპარაკების პროცესსა და ინვესტორზე კომენტარი გორის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს ვთხოვეთ:

"მუნიციპალური საკუთრების კერძო ინვესტორისთვის გადაცემის თემა ჩვენთვის ახალია. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. აქ არის უამრავი სამართლებრივი ასპექტი, გარკვეული კონფლიქტიც კანონმდებლობასთან, რადგან მუნიციპალიტეტს უფლება არა აქვს, უფასოდ გასცეს ასეთი ობიექტი, ხოლო თუ გასცემს, უნდა გაყიდოს.

ამიტომ, აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ასევე, გორის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთ-ერთი მხარე. პროცესში, ცხადია, მონაწილეობს თავად საფეხბურთო კლუბიც...

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს გულშემატკივართა უზარმაზარი არმია, რომელთა ინტერესი დაცული უნდა იყოს.

მოლაპარაკება უკვე თვენახევარია, რაც მიმდინარეობს და გარწმუნებთ, ეტაპობრივად წინ მივდივართ. თქვენთან შეხვედრამდეც ვესაუბრე ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე და მთხოვეს, თქვენი საშუალებით გადამეცა გორელი გულშემატკივრისთვის - პროცესი არათუ არ შეწყვეტილა, არამედ მხოლოდ წინ მიდის, ინვესტორი მოლაპარაკების მაგიდასთანაა და "დილას" მიმართ თავის ინტერესს კვლავ ადასტურებს...

გვესმის, რომ საქმე საჩქაროა, მაგრამ ისიც აუცილებელია, ყველაფერი სრული ლეგიტიმაციის ფარგლებში მოხდეს. მოლაპარაკების დადებითად დასრულება, რასაკვირველია, ჩვენს ინტერესებშიცაა. მეტიც - მისი ჩაშლა პირადად ჩემთვის იქნება დიდი დარტყმა როგორც პოლიტიკური, ისე ადამიანური თვალსაზრისით.

ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, "დილას" ბოლო წლების წარმატებებში, ქვეყნის ჩემპიონობა იქნებოდა ეს თუ ბრინჯაოს მედლები, მერიის წვლილი მცირე არ ყოფილა. სწორედ ფეხბურთისა და ჩვენი გუნდის სიყვარულის გამო ვუდგავართ მუდამ მხარში "დილას" და ახლაც გვინდა, ყველაფერი გუნდისთვის სასიკეთოდ გადაწყდეს", - თქვა გორის მერმა გადაცემა "ღია კარის დღის" ეთერში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
რაღას აჭიანურბთ,ალბათ ფულის გაკეთება მოუნდა ვიღცას,გადაეცით დროზე ინვესტორს კლუბი სანამ იმათ გადაუფიქერებიათ კლუბის დაფინანსება.
ალეკო
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მერიას არ უნდა შეელიოს გუნდს, რომლის მოვლა-პატრონობას მილიონები სჭირდება და ეს თანხა მოქალაქეთა გადასახადებისგან შედგება. რათ უნდა ამდენი მოლაპარაკება?! თუ ინტერესი არსებობს კერძო ინვესტორისგან, გადასცენ კლუბი!
dila
ტორპედოს ინვესტორზე გადაცემას რატო არ დასჭირდა ამდენი დრო?
tngh
აბსოლიტურად ვეთანხმები ქალაქის მერს. ესეთ სერიოზულ საქმეში აჩქარება არ შეიძლება!!!
გიო
კარგია თუ ხვდები რომ დიდი დარტყმა იქნება შენი საქმიანობისთვის :)
ara
მთელი ქონება რატო უნდა გადასცე? მერე რომ ადგეს და ბაზის და სტადიონის ადგილზე სხვა რამ ააშენოს, მაგალითად 10 წლის შემდეგ. გადაეცით არენდით სიმბოლურ ფასად, სადაც ვალდებული იქნება რომ მოუაროს, ხოლო თუ არა ყოველთვის გაუწყვეტთ კონტრაქტს.
ara
მთელი ქონება რატო უნდა გადასცე? მერე რომ ადგეს და ბაზის და სტადიონის ადგილზე სხვა რამ ააშენოს, მაგალითად 10 წლის შემდეგ. გადაეცით არენდით სიმბოლურ ფასად, სადაც ვალდებული იქნება რომ მოუაროს, ხოლო თუ არა ყოველთვის გაუწყვეტთ კონტრაქტს.
Vaso
თვენახევარი თუ ჭირდებოდა ამ საბუთების მოგვარებას, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი..../ არ გამიგია არსად თვე ნახევარი ანდომებდეს ბიზნესმენი რომელიმე გუნდის ყიდვას, ე მანდერ თქვენ რაღაცას ხო არ მამაძაღლობთ?! და იმიტო ხო არ დაჭირდა თვე ნახევარი? ერთი ბათუმში ვერ წამოჩიმეს 30 000 კაციანი მოედანი და გორის დილას კიდე ხო არ ეღირსა პატრონი...! ფინაჩების და ხალტურისტების გაკეთებული საქმე არ გაიშვა არსად...

Gadaecit simbolur fasad.aba milionebis aravin gadagixdit
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილა" აუქციონზეა! დიდი ალბათობით, კლუბს ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს
"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"
ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს