გუშინ დუბაიში მიმდინარე პრემიერ კატეგორიის ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა
გუშინ დუბაიში მიმდინარე პრემიერ კატეგორიის ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. ერთი შეხვედრა განსაკუთრებით გამორჩეული იყო - დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი ისრაელის წარმომადგენელ შაარ პეერს ხვდებოდა.

გამორჩეული ეს მატჩი იმით იყო, რომ გამარჯვების შემთხვევაში კაროლინი იბრუნებდა მსოფლიოს კლასიფიკაციაში პირველ პოზიციას, რომელიც გასულ კვირას ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა დაისაკუთრა.

დანიელ ჩოგბურთელს არ გასჭირვებია ამ ამოცანის შესრულება. ვოზნიაცკი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა დუბაის ტურნირს. წინა წრეში მას საათიც არ დასჭირვებია იაპონელი აიუმი მორიტას გასანადგურებლად - 6:1, 6:0, გუშინ კი საათსა და 14 წუთში გაუსწორდა მსოფლიოს მე-11 ჩოგან შაარ პეერს - 6:2, 6:4.

სხვათა შორის, კაროლინი არც ისე დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და მეტოქეს სამჯერ დაუთმო საკუთარი გეიმი, სამაგიეროდ ექვსი ბრეიკი გააკეთა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ვოზნიაცკი მეექვსედ შეხვდა პეერს და მეხუთედ დაამარცხა ებრაელი.

ასე რომ, კაროლინმა გააუმჯობესა ამ ტურნირზე შარშან ნაჩვენები შედეგი (მესამე წრეში გავარდა), რისთვისაც დამატებითი ქულები მიიღო და ორშაბათიდან კლაისტერსს ისევ უკან ჩამოიტოვებს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა