ვენის "რაპიდში" გადასული გიორგი ქვილითაიას აზრით, "დინამოში" ყველა პირობაა ევროპული დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის
გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოდან" ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ვენის "რაპიდში" რომ გადავიდა, ეს უკვე იცით. რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელ ქართულ სინამდვილეში ეს ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერია.

"ლელო" ვენის "რაპიდის" 22 წლის ახალწვეულს ავსტრიაში დაუკავშირდა.

- როგორ მიგიღეს "რაპიდში"? მოგვიყევით ახალ გუნდში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ...

- პირველი შთაბეჭდილება რაც არის, გამოვარჩევდი ჩემდამი დიდ ყურადღებას ახალი თანაგუნდელების მხრიდან. ვიგრძენი, რომ დიდი ისტორიის მქონე კლუბში მოვხვდი. დავესწარი კიდეც საშინაო მატჩს ახალ სტადიონზე, საოცარი ატმოსფერო იყო, სავსე ტრიბუნები და 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მომღერალი ფანები. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ტრავმის გამო "დინამოს" ევროთასებზე ბოლომდე ვერ დაეხმარეთ. ალბათ, ძალიან განიცადეთ ეს ამბავი...

- მთელი წელი ვემზადებოდი ამ მატჩებისთვის... სამწუხაროდ, ტრავმამ შემიშალა ხელი, ბოლომდე გვერდში რომ დავდგომოდი "დინამოს". ეს ურთულესი გადასატანი იყო ჩემთვის. ძალიან მინდოდა, ჩემს გუნდთან ერთად მიმეღწია წარმატებისთვის ევროარენაზე...

სამწუხაროდ, ფეხბურთში არავინ არის დაზღვეული ამისგან, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმან მატკინა, როცა ზოგიერთებმა ეჭვი გამოთქვეს, თითქოს, არაფერი მაწუხებდა და ავსტრიაში მიმეჩქარებოდა. მიმძიმს, რომ თავის მართლება მიწევს. მერწმუნეთ, ჩემზე უფრო არავის სურდა, ევროთასებზე ბოლომდე რომ მეთამაშა "დინამოში". ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, წარმატებისთვის მიმეღწია და თავაწეულს დამეტოვებინა კლუბი...

ბევრმა არ იცის - "ალაშკერტთან" გამაყუჩებლით ვითამაშე, ტკივილი რომ არ მეგრძნო და ამით ტრავმა კიდევ უფრო გამირთულდა...

- "რაპიდის" ვარიანტი როდის გაჩნდა?

- დიდი ხანია მქონდა ეს ვარიანტი, მაგრამ სანამ "დინამოში" თამაში შემეძლო, წასვლა არც მიფიქრია, ხოლო, როცა გაირკვა, რომ ევროთასებზე ჩემი თამაში გამოირიცხა, მოცდას აზრი აღარ ჰქონდა.

- ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდიდან შეუდგებით ვარჯიშს?

- გავაგრძელებ მკურნალობას და, ალბათ, 2-3 კვირა დამჭირდება ტრავმის მოსარჩენად. სამშაბათს კიდევ ერთხელ გადამიღებენ სურათს და უფრო კონკრეტულად მეცოდინება, როდის განვაახლებ ვარჯიშს.

- რა მოგცათ "დინამოში" გატარებულმა პერიოდმა?

- პირველ რიგში, ეს ბავშვობის ოცნების ასრულება იყო. გარდა ამისა, 3 ტიტული, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა... სწორედ "დინამოდან" მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში. ავსტრიელებმაც რომ შემამჩნიეს, ესეც მთლიანად "დინამოს" დამსახურებაა. რაც მთავარია, "დინამოში" გატარებულმა პერიოდმა შემძინა ხალხის სიყვარული, რომელსაც ყოველი მატჩისას ვგრძნობდი.

"დინამოში" ჩვენ ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით - ფეხბურთელებით დაწყებული და ხელმძღვანელებით დამთავრებული. ბევრი რამ ვისწავლე ამ გუნდში, თან - არამარტო მწვრთნელებისგან. მე მათი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. "დინამო" ჩემი ოჯახია.

მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომლისგანაც, დღიდან გუნდში მისვლისა, წასვლამდე ვგრძნობდი ყურადღებასა და მხარდაჭერას. ასევე, მადლობა იმისთვის, რომ "დინამოში" დღეს ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფეხბურთელი გაიზარდოს და ევროპული დონის კლუბში კარიერის გაგრძელებაზე იფიქროს. ჩემი ტრანსფერი სწორედ ამის მაგალითია. მჯერა, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ამ შანსს გამოიყენებენ.

და ერთსაც ვიტყვი - მინდა, წარმატება ვუსურვო "დინამოს" მომავალ მატჩებში ბერძნულ პაოკ-თან და, ასევე, გულთბილად მოვიკითხო ჩვენი ერთგული ფანები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი და თბილისელი ქართლოსი
ადმინ, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ სახელმწიფო ენა არის ქართული და აფხაზური. პატივი ეცით სამშობლოს და სხვებიც მაშინ გვცემენ ღირსებით პატივს, ჩვენც გვიცხოვრია და სხვებსაც რამოდენიმე ხანი უცხოეთში მაგრამ საყვარელი სა მშობლოს ენა არ დაგვიწყებია და , თუ ვინმე გაბედავს რამე არაკაცურს ჩვენი სამშობლოს მიმართ ,შევაკვდებით და ბოლომდე კაცურად მოვიხდით ვალს ქვეყნის წინაშე, ეხლა კი ფიცი მივცეთ ჩვენს ერს და ვუპატრონოთ ახალგაზრდობას რომ იცოდნენ ღირსეულად როგორ უნდა მოიქცნენ სპორტში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში, კულტურაში და ყველა სფეროში, რომ კარგი ზრდილობით და კარგი კაცობითა და მანდილის დაცვით საქართველოს სულ პატივით მოექცევიან.
გუჯა კახაძე
უფრო ადრეც უნდა წასულიყო. წარმატებები!
111
ევროპული დონის გუნდის შექმნის კი არა ევროპულ დონეზე ფულის კეთების დრო და პირობებია შექმნილი
სანდრო
დინამოში პირობები იცოცხლე კი რის მაგრამ ამპირობების გამოყენების შანსი ყველას რ ეძლევა! გიორგის კი გასაკიცხი არაფერი რ გაუკეტებია, წარმატებებს ვუსურვებმსაც და ყველა ხალგაზრდა დინამოელს ვისაც სანსი მიეცა!
murtalo
ადმინ, როდემდე უნდა დაგვათხრევინო თვალები ლათინური შრიფტის გაშიფრვით?. კეთილი ინებონ რესპოდენტებმა და ატვირთონ ქართული შიფტი, ან თქვენ მოგვითარგმეთ ქართულად, თუ არა და ასეთი კომენტარები უნდა დაიბლოკოს. ნუთუ აუცილებლად ლანძღვა გინება უნდა იყოს, რომ არ ატვირთოთ?...როდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ უმსგავსობას...მათთან ერთად იმათ კომენტარებსაც თუ დაბლოკავთ , წერა-კითხვა რო არ იციან, მთლად მადლობელი დაგრჩებით:) გიოს კი წარმატებას ვუსურვებ. ვინც მას გაკიცხავს ჯერ საკუთარ თავსკითხოს მსგავს სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა.
imereti
ერტხელ და სამუდამოდ გავიგოტ ყველამ ფეხბურტი ჯერ სამსახური და კარიერაა და მერე დინამოს სიყვარული, ტუ ასე მაგრები ხარტ წადიტ და ამ მტავრობას და ოპოზიციას მოტხოვეტ ქვენის სიყვარული ტყუილა რომ გებულობენ ხალხის ფულ, ახლაც ხოცავენ ვინ გაკვეტებს ტავის კაცს პარლამნტში, გაიგვიდზეტ ხალხო და ჯერ მაგტ მოტხოვეტგანვიტარების პოგრამა
me
ert rames getyvi venashi vcxovrob da vici aq ra xdeba, rapidi mtavari gundia aq da uamravi gulshematkivari yavs. da shen imito migiwvies ro imedi aqvt ro uketesad atamashdebi da progresi geqneba, exla rasac tamashob mag tamashit aravin gagacherebs aq unda moumato dzasn bevri moindomo. tore shenc imatsavit mogiwevs ukan dabruneba zogi verdershi ro wavida da zogi sad egonat varskvlavebi iyvnen ukve
ხვიჩა
წარმატებები გიორგი, ყველას არ უსმინო, ზოგიერთი ბოროტია, ზოგიერთი უტვინო, ზოგიერთი არაკაცი და არიან ეგეთები, ჯანმრთელობა და ბევრი ვარჯიში.
ეჭვი?
და როდიდან ყიდულობენ ევროპელები ტრავმირებულ და სამკურნალო ფეხბურთელებს? ( თავად წერს კიდევ 2-3 კვირა მჭირდებაო)...მე კი მახსოვს ადრე სამედიცინო შემოჭმებებისას დაჭიანებული კბილის გამო დაუწუნებიათ ბევრი ფეხბურთელი...ამან ალბათ უნარ-ჩვევებში მიიღო მაღალი ქულები,თორემ ტრავმირებული ფიზიკას როგორ ჩააბარებდა?: )))
Rustavi
Qvilitaia warmatebebs gisurveb kai bichi xar. Yvelas ar mousmino atasi boroti ena dadis romlebic pexburts arc gulshematkivroben da roca rame cudi moxdeba mashin gamoxtebian xolme langva ginebit.
levani
carmatebebi, magram gadacyvetileba mashin mivige roca gamoricxuli iyo evro turnirebze gamosvlao da ori tu sam kviriani tramva aqvs da iqneb agrdzelebs dinamo gamosvlas evropaligaze, tumca chempoonta ligis sakitxic ar iyo garkveuli im droistvis. e.i am kacs arc gundis da arc sakutari tavis rcmena ar qonia da ra unda asets dinamoshi?
Alika
Kai exla tudzma xarraa nudaiwyeb tavis gamodebasraa! Tramva ara chemifexebi, shuagul evropashi tamashis shansi gamogichndada ratqmaunda daikide dinamo.dinamo tqventvis ubralod samsaxuriada metiaraferi. Dgevandeli dinamos satransfero politika ki sruli kolafsia, absoliturad uunaro motamasheebi arian 95%.radgeshi iyvnen gibraltaruli linkolnis fanebida mtlianad mosaxleoba roca seltiks mouges icit?da tavi arcmeore shexvedrashi sheurcxveniat,tqven kide 35wlis winandeli dinamoti cxovrobt,cota gaaxilet tvalebi.da amismere kidegikvirt xalxi ardadis stadionzeo, tqvenyurebas 24saatiro vuyuro svarkas ismirchevnia.
ბაჩო
ხალხის სიყვარული მანამდეც უნდა გქონოდა ჩემო ძმაო :D წარმატებები კაი კაცს :**
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს