8 აგვისტოს რამდენიმე იმ გუნდმა ითამაშა, სადაც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან
8 აგვისტოს რამდენიმე იმ გუნდმა ითამაშა, სადაც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან.

ორი მათგანი ერთმანეთს რუსეთის პრემიერლიგაში დაუპირისპირდა. მეორე ტურში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკმა" გიორგი ლორიას გუნდს, სამარის "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ევროპალიგიდან კვიპროსული აეკ-ის მიერ დათხოვნილი "სპარტაკი" პირველად გაიყვანა მოედანზე იტალიის ნაკრებსა და "იუვენტუსში" ნამუშევარმა მასიმო კარერამ. მოსკოველთა განაცხადშიც არ იყო ჯანო ანანიძე - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კვიპროსელებთანაც ტრავმით ითამაშა და "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ახლა მკურნალობს. მას კუნთის სპაზმი აქვს, მაგრამ მოსკოველები იმედოვნებენ, რომ ქართველი 13 აგვისტოს ყაზანის "რუბინთან" სათამაშოდ მზად იქნება. ამ დროისთვის კი, შესაძლოა, ჯანოს გუნდის მთავარ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი ყურბან ბერდიევი დახვდეს.

"სპარტაკი" "კრილიასთან" დიდ უპირატესობას ფლობდა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა და სამარელთა დაცვის ჩავარდნით ერთხელ მაინც ისარგებლა. მოსკოველებმა მხოლოდ 70-ე წუთზე, ანდრეი იეშჩენკოს გოლით მოახერხეს მეტოქის კარის აღება და ეს უფრო მეტჯერ რომ არ მოხდა, ყველა რუსული გამოცემის მტკიცებით, სტუმართა მეკარე გიორგი ლორიას დამსახურებაა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ლორიას საუკეთესო მომენტები "სპარტაკთან" მატჩში

საქართველოს ნაკრების კიპერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და "სპორტ-ექსპრესმა" მატჩის გმირადაც დაასახელა. ლორიამ მართლაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში "სლავია" შინ "ზლინს" დაუზავდა - 2:2. პრაღელთა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. მეორე ტაიმში ქართველმა მოედნის ცენტრიდან ბურთი სამ მეტოქეს შორის გაჭრა და მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ერთ-ერთი თანაგუნდელი, რომელმაც ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა.

ბელორუსის ჩემპიონატში ბორისოვოს ბატე-მ სტუმრად 2:0 დაამარცხა სოლიგორსკის "შახტიორი". საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ვაკო გვილია მოედანზე 87-ე წუთზე, დუბლის ავტორ ვიტალი როდიონოვის ნაცვლად გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემო
ყოჩაღ ლორია, ასე გააგრძელე.
დათო
რა ვერ მოიკიდა ფეხი ნორმალურ კლუბში.
Gio123
A ყოჩაღ ლორია გყავდეტ ეხლა სკრიბე დინამოში და ლორია კრილიას ყავდეს
Joni
შესანიშნავი თამაში!!! ბრავო ლორია !!!რუსი კომენტატორები აღფთოვანებული იყვნენ გიორგით!!! რუსული ინტერნეტი გაგიჟებული იყო მისი თამაშით!
თორნიკე
ყოჩაღ ლორია! მაგრად უთამაშია
თევდორე
მალადეც ლორია...
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ