ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩი საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა
ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში ჩატარებული ევროპის სუპერთასის მატჩი საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა.

მართალია, არა ისეთი ფეერიული, როგორიც თბილისში, მაგრამ მთლიანობაში, თამაშს არაფერი დაეწუნებოდა.

მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, ძირითადი დრო კი ფრედ დასრულდა, 2:2. ანგარიში "რეალის" ახალგაზრდა გარემარბმა ასენსიომ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან გაისროლა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში ჩასვა.

ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც "სევილიამ" მარჯვენა ფრთიდან განავითარა შეტევა, ჩაწოდებას კი ფრანკო ვასკესის დარტყმა და საპასუხო გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ვასკესი "სევილიის" ახალწვეულია, გასული სეზონი კი არგენტინელ-იტალიელმა "პალერმოში" გაატარა და სიცილიური გუნდის ლიდერი იყო.

მეორე ტაიმის შუაწელს "რეალის" საჯარიმოში ვიტოლო შეიჭრა, სერხიო რამოსი მოატყუა, მცველის დატოვებულ ფეხს წამოედო და მინდორზე გაწვა, მსაჯმა კი ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა - ბურთთან კონოპლიანკა მივიდა და რბილი, ტექნიკური დარტყმით მეკარისაგან დაბალ კუთხეში მოათავსა, 1:2.

მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა შეცვლებით სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა გამათანაბრებელი გოლი სერხიო რამოსმა შეაგდო, რომლის კისერზეც აკიდებული თერთმეტმეტრიანი იყო - "რეალის" კაპიტანმა მერამდენედ გამოამჟღავნა ლიდერის თვისებები და მერამდენედ გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში და ამჯერადაც, მან თავური დარტყმით იხეირა, 2:2.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, კულმინაცია კი 120-ე წუთზე, დანი კარვახალის გოლი იყო, რომელმაც შედეგიანი დარტყმა ბრწყინვალე სოლო-რეიდის შემდეგ განახორციელა, 3:2.

შედეგად, თასი "რეალმა" მოიგო, "სევილია" კი ისევ ხელმოცარული დარჩა. ისიც აღვნიშნოთ, რომ "სამეფო კლუბმა" მორიგი ტროფეი ლიდერების, კრიშტიანო რონალდოს და გარეთ ბეილის გარეშე მოიგო.

ზიდანის გუნდმა სეზონი ტრიუმფით დაიწყო - არადა, "სევილია" ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან...

რეალი-სევილია 2:2 დ.დ. 3:2

გოლები: 1:0 ასენსიო (21), 1:1 ვასკესი (41), 1:2 კონოპლიანკა (72-პენ.), 2:2 რამოსი (90+3)

რეალი (4-3-3): კასილია – კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო – ისკო (66. მოდრიჩი), კაზემირო, კოვაჩიჩი (72. ხამესი) – ასენსიო, ვასკესი, მორატა (62. ბენზემა)

სევილია (3-4-3): რიკო – პარეხა, კარისო (51. რამი), კოლოძიჩაკი – მარიანო, ნძონძი, იბორა (74. კრანევიტერი), ვასკესი – ვიტოლო, კიოტაკე, ვიეტო (67. კონოპლიანკა)

გაფრთხილება: კარვახალი, ასენსიო, ხამესი – ვიტოლო

გაძევება: კოლოძიჩაკი (93. სევილია)

კუთხური: 10-3; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 16-6 (13-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 21 000

იხილეთ ვიდეო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
ფეხბურთი, სპორტის ნომერ პირველი სახეობა, ყოველთვის იყო გრანდიოზული შოუ, მაგრამ არსებობს ამ შოუს გასაცოდავებული მსგავსებაც და ეს არის „ქართული დამდგარი ფეხბურთი”. გუშინ "რეალის" ფეხბურთელებმა 250 სპრინტი გააკეთეს, რაც "სევილიას" 180 სპრინტთან შედარებით სერიოზული უპირატესობაა. მატჩის შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. ცნობისათვის - "დინამო" თბილისის ფეხბურთელები ერთ თამაშში საშუალოდ 50 სპრინტს აკეთებს, რაც საერთაშორისო სარბიელზე წარმატების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
კრიშტიანო რონალდო: გერმანია ყოველთვის ფავორიტია
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ