დღეს ქუთაისელი მოხმალავე ოლიმპიადაზე სადებიუტო შეხვედრას 31 წლის მასპინძელ რენზო აგრესტასთან გამართავს
დამოუკიდებელი საქართველოს ფარიკაობის ისტორიაში ოცწლიანი შესვენების შემდეგ დღეს პირველად ოლიმპიურ საფარიკაო ბილიკზე გავა ქუთაისელი მოხმალავე სანდრო ბაზაძე (მწვრთნელი მერაბ ბაზაძე).

ქართველმა მუშკეტერმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახალგაზრდებს შორის პირადი პირველობა სამჯერ მოიგო, გუნდურში კი თითო ვერცხლი და ბრინჯაო დაიმსახურა. სანდროსთვის განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი სეზონი გამოდგა: გაზაფხულზე პრაღაში ევროპელ მოფარიკავეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირზე რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური დაიბევა... ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. ამ შეჯიბრების მერე ესპანეთის დედაქალაქში მსოფლიოს თასზე იყოჩაღა - უძლიერეს მეტოქეებთან პაექრობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამაგიეროდ, ბულგარულ პლოვდივში პირველ მაისს - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

დღეს სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე სადებიუტო შეხვედრას 31 წლის მასპინძელ რენზო აგრესტასთან გამართავს. ბრაზილიელი მოხმალავე გამოცდილი სპორტსმენია - 2004, 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, პანამერიკულ თამაშებში ოთხჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, პანამერიკულ ჩემპიონატებში 2013 წელს გაიმარჯვა, სამჯერ მესამე ადგილი დაიკავა, შარშან შეიარაღებული ძალების მსოფლიო თამაშები მოიგო.

- აგრესტა რეიტინგში მეთექვსმეტეა, - გვითხრა მერაბ ბაზაძემ, რომელსაც გუშინ რიოში შევეხმიანეთ. - სანდრო მას წლეულს ორჯერ შეხვდა და ორჯერვე გაიმარჯვა: ჯერ მოსკოვის ხმალზე ქვეჯგუფში 5:4 სძლია, ხოლო ბრაზილიაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 5:0 მოუგო. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ანგარიშში სხვაობა სამამდე გავზარდოთ.

სანდრომ წარმატებით გაიარა აკლიმატიზაცია, შეეგუა ბრაზილიურ დროსა და ჰავას, ყოველდღიურად მონდომებით ვარჯიშობს. ერთი ეს არის, რომ აგრესტასთან შეხვედრაზე ბევრს ფიქრობს. არც არის გასაკვირი - ეს ხომ მისი დებიუტია, თანაც სტარტზე მასპინძელი ჰყავს მეტოქედ. ვცდილობ, გავამხნევო.

გუშინ ძიუდოზე ვიყავით, მეოთხედფინალის ჩათვლით, ავთანდილ ჭრიკიშვილს ვუქომაგეთ, მერე ოლიმპიურ სოფელში დავბრუნდით, რომ დღევანდელი პაექრობისთვის დასვენება მოესწრო. იმედია, ქომაგებს გავახარებთ...

ბაზაძე-აგრესტას შორის გამარჯვებული მეორე წრეში კიმ იუნგ-ჰვანგსა (სამხრეთი კორეა) და იოანდის ირიარტეს (კუბა) შორის უძლიერესს შეხვდება. ამ პაექრობაში კორეელი აშკარა ფავორიტია: 32 წლის კიმი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია გუნდურში, მსოფლიოს ჩემპიონატებში თითო ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოგებული, აზიის ხუთგზის ჩემპიონია და აზიური თამაშების ოქრო-ვერცხლის მფლობელი. ცხადია, უტიტულო კუბელს ასეთ სახელოვან მოფარიკავესთან გამკლავება გაუჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მერაბ ბაზაძე ისრაელში არალეგალურად დარჩენილ ქართველებზე: პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
მერაბ ბაზაძე: მსაჯის შეცდომის გამო ვერ მოვხვდით ოთხეულში
მომივიდა წინადადება საქართველოს ნაკრებიდან და... - ექსკლუზიური ინტერვიუ მაია გუჩმაზოვასთან [PHOTO]
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე აირჩიეს
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ქართველი მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიზნებით მიემგზავრებიან
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
მინიმუმ 2 ოქროს უნდა ველოდოთ - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..