ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლაშა ჯაკობია "ფახთაკორში"

ლაშა ჯაკობია "ფახთაკორში"

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტაშკენტელებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ემზადება

მარიუპოლის "ილიჩივეცი" არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სეზონისთვის ემზადება და მორიგი საკონტროლო შეხვედრა ტაშკენტის "ფახთაკორთან"გამართა. ცხადია, შეხვედრამ დაგვაინტერესა, რადგან უკრაინელთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა, უზბეკებში კი - ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა მახარაძე, რომელიც ტაშკენტურ კლუბში ამ სატრანსფერო შუალედში ჩაირიცხა.

"ილიჩივეცმა" 3:1 მოიგო, ორივე ქართველი კი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს - თორნიკე მეორე ტაიმში შეცვალეს, კახამ კი მატჩი სრულად ჩაატარა.

თუმცა შეხვედრა ჩვენთვის უფრო სხვა რამით აღმოჩნდა გამორჩეული - 58-ე წუთზე ტაშკენტელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობია გამოჩნდა. "ფახტაკორის" ვებგვერდზე არაბეთში გასამგზავრებთა სიაში 30 წლის ქართველი არ ეწერა, როგორც ჩანს, მისი დამატება მსვლელობის დროს გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ ჯაკობია ბოლოს 2009 წელს კიევის "არსენალში" თამაშობდა, 26 სექტემბერს კი "არსენალისა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მატჩის შემდეგ დოპინგტესტზე ჩავარდა. განმეორებით ცდაზე თავად თქვა უარი და უკრაინული მედიის ცნობით, აღიარა, რომ საქართველოში ყოფნისას, ღვინოში ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი გააზავა, რაც სტრესის მოხსნის სურვილით ახსნა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ლაშას აღიარება და მხოლოდ ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარა, როდესაც ერთწლიანი სასჯელი ეკუთვნოდა.

მას შემდეგ ჯაკობიას არსად უთამაშია, მხოლოდ ზაფხულში გამოჩნდა ცხინვალის "სპარტაკში", მაგრამ კლუბს მალევე დაშორდა. საწყენია, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა ისე ვერ აეწყო, მის ნიჭს რომ შეეფერებოდა.

შეგახსენებთ, რომ 1998 წელს 17 წლისა ლიეჟის "სტანდარდში" აიყვანეს, მაგრამ ტრავმების გამო, ამ კლუბში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. შემდეგ გაანათხოვრეს ბელგიურ "ვიზეში" (18 თამაში, 14 გოლი), "ლიეჟში" (14 თამაში, 14 გოლი), 2000 წელს "აალსტში" გადავიდა (3 თამაში, 1 გოლი), იყო "მონსისა" და ბუქარესტის "რაპიდის" ფეხბურთელი.

2003 წელს ჯაკობია საქართველოში დაბრუნდა და ჯერ "თბილისში", შემდეგ "დინამოში" ჩაირიცხა, მაგრამ აქ დიდხანს ვერ გაძლო და მალე საბერძნეთის "იანინას" მიაშურა. 2004-2009 წლებში თამაშობდა უკრაინაში, კიევის "არსენალსა" და ხარკოვის "მეტალისტში". ერთი პერიოდი "მეტალისტის" კაპიტანიც იყო, საქართველოს ნაკრებში კი 14 მატჩი ჩაატარა (1 გოლი).

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა