"მილანის" ახალმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიურ მედიას მცირე ინტერვიუ მისცა
"მილანი" ახალი ცხოვრებისთვის ემზადება. უკვე იცით, რომ "როსონერის" ჩინური კონსორციუმის სახით ახალი მფლობელი ჰყავს და გულშემატკივრები ხმაურიან შენაძენებს ელოდებიან.

ჯერჯერობით კი "მილანი" მეტწილად იმ ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ბოლო წლებში არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიურ მედიას მცირე ინტერვიუ მისცა...

- მხოლოდ ერთი თვეა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ხართ. რა მოასწარით ამ მცირე დროში?

- პირველ რიგში, კარგად გავიცანი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც დიდი გზა უნდა გავიარო. ამ ერთ თვეში იმაზე მეტი ვისწავლეთ, ვიდრე მოველოდი. გუნდი პროგრესირებს, ფეხბურთელები მშვიდად არიან და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი გზით მივდივართ.

კარგი იქნებოდა, ევროთასებზე გვეთამაშა, მაგრამ მხოლოდ ჩემპიონატზე კონცენტრირებასაც აქვს თავისი პლუსი. "მილანი" გაცილებით უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო სარბიელზე და ეს სეზონი ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.

- რას ითხოვენ თქვენგან კლუბის მესვეურები?

- ჩემი მიზანია, შევქმნა გუნდი, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს, იქნება კონკურენტუნარიანი და მიაღწევს წარმატებებს. ჩვენ ამბიციური პროექტი გვაქვს და მჯერა, მას წარმატებით განვახორციელებთ. კლუბის მესვეურებს ჩემთვის არ მოუთხოვიათ კონკრეტული ჯილდო, მაგრამ გასაგებია, რომ "მილანს" ყოველთვის უმაღლესი მიზანი უნდა ჰქონდეს.

- "მილანმა" სამი საშინელი სეზონი მოიტოვა უკან და ამ ფონზე, რისი იმედი უნდა გქონდეთ მომდევნო სეზონში?

- რთულია იმაზე ფიქრი, რომ ახალ სეზონში აუცილებლად დავამხობთ "იუვენტუსის" ჰეგემონიას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია. გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომელთაც გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ბევრს ჰგონია.

- ანუ ფიქრობთ, რომ "მილანს" ამ შემადგენლობითაც შეუძლია დიდი მიზნების მიღწევა...

- დარწმუნებული ვარ, ამ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ამას ბოლო წლებში აჩვენებდნენ. მთავარია საქმისადმი სწორი მიდგომა და ბევრი შრომა.

"მილანში" ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები და ამანაც დაასვა დაღი გუნდს. მჯერა, "მილანს" ამ შემადგენლობითაც შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელები არ უნდა დავიმატოთ.

- თუმცა "მილანი" ძალიან პასიურობს სატრანსფერო ბაზარზე...

- სატრანსფერო გეგმები ადრიანო გალიანისთან შევათანხმე და მართალია, შედეგები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვითარების გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ არის. გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება, მათ შორის - "იუვენტუსსაც", რომელმაც სკუდეტო ზედიზედ ხუთჯერ მოიგო.

- "მილანი" ჩინელი ინვესტორების ხელში გადადის და რა გავლენას მოახდენს ეს გუნდზე?

- ეს ხანგრძლივი პროცესია და მეეჭვება, ახლო მომავალში ამან გუნდზე გავლენა მოახდინოს.

ჯერჯერობით, კლუბის მენეჯმენტი უცვლელია და დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ დიდხანს დარჩებიან თავიანთ პოსტებზე. ჩვენი ვალია, რომ ეს ეტაპი კარგად წარვმართოთ და სეზონს მომზადებულები შევხვდეთ. სხვა დანარჩენი კლუბის მესვეურთა საქმეა.

- რა აკლდა გუნდს ყველაზე მეტად, როცა "მილანელოზე" გამოჩნდით?

- საკუთარი თავის რწმენა და განცდა იმისი, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა. ვფიქრობ, ამ მხრივ, დღეს გაცილებით უკეთესი ვითარებაა და ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ამ ბიჭებს მეტი შეუძლიათ და პირველ რიგში, ეს თვითონ უნდა ირწმუნონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა