პრესას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესაუბრა
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის თქმით, როცა გონსალო იგუაინი "იუვენტუსის" მაისურით დაინახა, გაუჩნდა განცდა, რომ ომის წინ მისი რაზმი საუკეთესო მეომარმა დატოვა.

ეს მართლაც ასეა - ბოლო წლებში, "ნაპოლი" "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო, ამ გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა კი სწორედ არგენტინელი ფორვარდი გახლდათ.

"ნაპოლიმ" ორმაგი დარტყმა მიიღო - დაკარგა ლიდერი, რომელიც მტრის ბანაკში გადავიდა...

დიდი ხანია ნეაპოლელები სკუდეტოზე ოცნებობენ, მაგრამ "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობა ჯოჯოხეთურად რთულია, მით უმეტეს, იმ რეალობით, როცა თვით იგუაინიც ტურინელი გახდა.

რას აპირებს "ნაპოლი"? როგორ შეეცდება იმ ვაკუუმის შევსებას, რაც იგუაინმა დატოვა და, შესაბამისად, "ვეკია სენიორასთვის" კონკურენციის გაწევას?

ამ თემაზე პრესას კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესაუბრა...

იგუაინზე...

- ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ გონსალო იგუაინმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მაინცდამაინც "იუვენტუსში" გადავიდა. ჩვენ მზად ვიყავით, რომ გაცილებით დაბალ ფასში უცხოეთში გაგვეშვა, მაგრამ მან ფარულად დაიწყო მოლაპარაკება ტურინელებთან, შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და საქმეც მოგვარდა.

გონსალომ იცოდა, რომ თუ "იუვე" 90 მილიონ ევროს გადაიხდიდა, ჩვენ ამ ტრანსფერს წინ ვერ აღვუდგებოდით. ზოგს მიაჩნია, რომ ფეხბურთის გამო ადამიანი მოღალატედ არ უნდა შევრაცხოთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სამწუხაროა, რომ იგუაინმა უდიდესი სიყვარული არად ჩააგდო...

იგუაინის შემცვლელზე...

- ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე მიმართულებით, რათა ახალი ფორვარდი, ან სულაც ფორვარდები დავიმატოთ. მაურო იკარდი ძალიან ნიჭიერია და ცხადია, რომ ჩვენ მისი ტრანსფერით დაინტერესებულები ვართ. თავად ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში და ეს ჩვენი შანსია...

ასევე, გვსურს ნიკოლა კალინიჩის გადმობირება, რომელმაც "ფიორენტინაში" კარგად წარმოაჩინა თავი. იგუაინის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. "ნაპოლი" პირველ რიგში გუნდია და ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით...

მაურიციო სარიზე...

- გასულ სეზონში მაურიციო სარიმ კარგად იმუშავა და ჩვენ დავრწმუნდით, რომ მისი დანიშვნით სწორი არჩევანი გავაკეთეთ. სხვათა შორის, იგუაინმა რომ სეზონში 36 გოლი გაიტანა, ამაში სარის დამსახურება დიდია და ეს თავად ფეხბურთელსაც ბევრჯერ აღუნიშნავს.

სამწუხაროა, რომ იგუაინმა მაურიციოს არც კი დაურეკა და არც დაემშვიდობა...

სარიმ იცის თავისი საქმე და როგორ შექმნას ისეთი გუნდი, რომელიც წარმატებას მიაღწევს როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. გასულ სეზონში იყო ერთი მონაკვეთი, როცა გუნდს ჩავარდნა ჰქონდა და სწორედ იმ დროს დავკარგეთ როგორც სკუდეტოს, ისე ევროპალიგის მოგების შანსი.

მწვრთნელმა მთელი ეს პროცესი დეტალურად გააანალიზა და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა...

სკუდეტოზე...

- იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსის" სახით უძლიერესი გუნდი თამაშობს, მაგრამ ოდესღაც ეს ისტორიაც უნდა დასრულდეს. ბოლო წლებში "ნაპოლიმ" დიდი პროგრესი განიცადა და ვფიქრობ, ამის ლოგიკური დასასრული სწორედ სკუდეტოს მოგება იქნება.

იგუაინის წასვლამ თითქოს ეს მოლოდინი შეასუსტა, მაგრამ პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ მიზანთან ახლოს ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება