ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რიო 2016: თავი მაღლა! გვიხარია, შენ რომ გვყავხარ! [VIDEO]

რიო 2016: თავი მაღლა! გვიხარია, შენ რომ გვყავხარ! [VIDEO]

"ძიუდოს პროფესორმა" ვალერი ლიპარტელიანმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეორე დღეა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ადამიანურ დრამას ვხედავთ - ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ, 10 აგვისტოს ვალერი ლიპარტელიანმაც (90) აცრემლებულმა დატოვა არენა. მან მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა მედალი გადასცეს, დაჯილდოების მთელი ცერემონიალი კი ასე თავდახრილმა გაატარა...

ამ ყველაფრის მიზეზი, იაპონელი მაშუ ბაკერი თანაგრძნობით შეჰყურებდა ამ სურათს.

იხილეთ ვიდეო

თუმცა ლიპარტელიანის მდგომარეობა ბევრად უკეთესია - ვერცხლი მაინც მოიპოვა და კვარცხლბეკზეც ავიდა. ვერცხლი არაა ცუდი შედეგი და ბევრისთვის სანატრელიც კია; ის ლიპარტელიანის კოლექციაშიც საპატიო ადგილს დაიკავებს, მაგრამ ძალზე დასანანია, ოქროს მოპოვების ასეთი შანსი რომ დაკარგა. ჩემპიონობა ხომ ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, ერთი ნაბიჯი, ერთი გამარჯვება აშორებდა იქამდე, მაგრამ ფინალში იაპონელ მაშუ ბაკერს ვერ გადაახტა და იუკოთი დამარცხდა.

არადა, ჩვენებურმა ოლიმპიადაზე ძალიან დამაჯერებლად, დაკვირვებით და ძლიერად იჭიდავა. ფინალამდე ერთი ქულაც არ დაუკარგავს, ფიზიკურადაც კარგად იყო და ფსიქოლოგიურადაც მყარად გამოიყურებოდა. მან კიდევ ერთხელ გაამართლა ინტელექტუალური მოჭიდავის და "ძიუდოს პროფესორის" სტატუსი, იმდენად გონივრულად მოქმედებდა. სწორედ ამიტომაა დასანანი ეს მარცხი, თორემ ფორმაში რომ ვერ ყოფილიყო, ამდენად გულდასაწყვეტიც არ იქნებოდა.

შესაძლოა, ლიპარტელიანი ფინალის ფაქტორმაც ცოტა დათრგუნა, თუმცა ბაკერთან შეხვედრაში შედარებით ფრთხილად რომ ირჯებოდა, ესეც სავსებით გასაგებია - სასწორზე მეტად ძვირფასი ლოტი იდო და გარისკვად არ ღირდა. მით უფრო, მეტოქედაც იაპონელი ჰყავდა, მსოფლიოს პრიზიორი და მისთვის უხერხული მეტოქე, ვისთანაც აქამდე ორი პაექრობა ჰქონდა წაგებული და არც ერთი მოგება. თან იაპონელსაც კარგად ჰყავდა შესწავლილი და არ მისცა საშუალება, თავისი ჭიდაობა ეჭიდავა. რამდენჯერაც ლიპარტელიანი შეტევაზე წავიდა, იმდენჯერ ჩაუშალა, საამისოდ კი არაიაპონურ საქციელს - გაქცევას და ჩავარდნებსაც არ ერიდებოდა.

ლიპარტელიანმა ვერ მოარგო გასაღები, ბაერმა კი იაპონური კოზირი გამოიყენა - შიგნიდან გამოჰკრა ფეხი, რითაც იუკოზე გადააგდო. ამის შემდეგ მან სულაც დროის გაყვანაზე დაიწყო ჭიდაობა, თუმცა მსაჯმა გაფრთხილება მხოლოდ ბოლო წუთზე გაიმეტა.

იხილეთ ვიდეო

შებოჭვებით დაწყებული ოლიმპიადა

ლიპარტელიანმა თავიდან ორი ორთაბრძოლა შებოჭვით მოიგო. აქ ცხადად გამოჩნდა, რომ ეს მეთოდი მისთვის კოზირი იქნებოდა და მშვენივრადაც იყენებდა. ფინალშიც დაუპირა ბაკერს, მაგრამ ის დროზე გაექცა.

პირველ შეხვედრაში ჩვენებურმა არცთუ სუსტი ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიანი შებოჭა. ჩვენს ლიდერს უკვე მაშინვე შეეტყო, რომ კარგად იყო მომზადებული და ტრადიციულად კარგი აზროვნება გამოავლინა. მეტოქე ძალიან კი გაუძალიანდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მაინც მოახერხა დაბლა მისი ჩაყვანა და დიდი ძალისხმევის ფასად შებოჭა. ამ დროს ლიპარტელიანი გაფრთხილებებით ისედაც უგებდა ტაჯიკს, ვისაც მეორე გაფრთხილება ძალიან ჭკვიანურად მიაღებინა - ამ ეპიზოდში კარგად გამოჩნდა მისი გონიერება.

იხილეთ ვიდეო

ლიპარტელიანი ამ შეხვედრაზე მშვენიერი განწყობით გავიდა, რადგან უკვე წაგებული ჰქონდათ მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს, რუს კირილ დენისოვს და ბერძენთა ქართველ ილიას ილიადისს. ორივე პირველივე წრეში დამარცხდა, შესაბამისად, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან და ჩინელ ხუნჭაო ჩენთან.

ჩვენებური განწყობის ნაკლებობას არც მეორე შეხვედრაში უჩიოდა, სადაც უსუსტესი მეტოქე, ნაურუელი ოვინი უერა ერგო და ბავშვივითაც ათამაშა. თუმცა თავიდან იაპონური წარმოშობის ბრაზილიელმა მსაჯმა ედისონ მინაკავამ ქართველი რატომღაც გააფრთხილა, რასაც ლიპარტელიანმა სიცილით უპასუხა, მერე კი მისი ჯავრი საცოდავ ნაურუელზე იყარა - იოლად ჩაიყვანა ტატამზე, სადაც მართლაც ანაკონდასავით შემოეჭდო და მორიგი შებოჭვა.

იხილეთ ვიდეო

მონღოლური გამოცდა

ჩვენებურისთვის ნამდვილი ბრძოლები მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც მეტოქედ მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი ერგო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მოუხელთებელი ფალავანი, ვინც მანამ ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი და კუბელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ეშლი გონსალესი დაამარცხა (კუბელი ჩვენმა არბიტრმა ვლადიმერ ნუცუბიძემ მოუხსნა გაფრთხილებებით).

თუმცა ლიპარტელიანმა ჭკვიანური მიდგომით და სწორი სტრატეგიით ისიც მოიხელთა და გააუვნებელყო: კარგად უთიშავდა ხელებს, ხოლო როცა მონღოლმა დაუმალა ის, სრულიად დამსახურებულად მიიღო გაფრთხილება; ასწრებდა ჩავლებას და აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას. თან დაცვაშიც ძალიან დაკვირვებით ჭიდაობდა, შეცდომა არ დაუშვია.

მართალია, არც შეტევაში წასულა, მაგრამ მსგავსი რისკი არც სჭირდებოდა, ტაქტიკურად ისე მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, თვითონ კი ერთი მიიღო შეხვედრის ბოლოს და ნახევარფინალშიც გავიდა.

იხილეთ ვიდეო

ძიუდოს გაკვეთილი გვაკს

ნახევარფინალამდე ლიპარტელიანი ილეთებს კი აკეთებდა, მაგრამ მკვეთრად შემტევი ჭიდაობა არ უჩვენებია, არ ყოფილა ილეთებზე დაგეშილი, კორეელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ დონჰან გვაკთან კი სულ სხვა, სწორედ შეტევასა და ილეთებზე დამყარებული სტილი გვაჩვენა. ოღონდ ეს არ ყოფილა უკანმოუხედავი, თავზეხელაღებული შეტევა, სიფრთხილისა და დაკვირვების ნაზავი იყო.

როგორც წინა შეხვედრებში, ჩვენს ლიდერს არც აქ დაუშვია მისხალი შეცდომაც კი. გვაკთან მას თავისი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხისთვის, რაც პირნათლად შეასრულა. ამ შეხვედრაში ორი ილეთი შეასრულა, ლამის ერთნაირი - ორივე შემთხვევაში კარგად დაუჭირა ხელი და მისი საყვარელი ამოსმულით წამოიღო ილეთზე. ორჯერვე ვაზარზე დასცა, თუმცა პირველად საამისოდ მეტოქის გადაგორება დასჭირდა, მეორედ კი უფრო მაღალი ტრაექტორიით, ანუ უფრო ეფექტურად დასცა.

იხილეთ ვიდეო

ფაქტობრივად, კორეელს ძიუდოს მასტერ-კლასი ჩაუტარა და დაგვანახა, რაოდენ კარგად მომზადებული შეხვდა ამ ოლიმპიადას. აქ კიდევ უფრო გაგვიმყარა ოქროს იმედი, რაც, სამწუხაროდ, ფინალში გაგვიცრუვდა...

სტამის დასანანი მარცხი

გუშინვე ქალებში ესტერ სტამმაც (70) იჭიდავა და ერთი შეხვედრაც მოიგო - პირველ წრეში მონღოლი ნარანჯარგალ ცენდ-აიუში გვარიანადაც "აჯარგალა", ვაზარ-იუკოთი მოუგო.

სტამმა მეორე წრეშიც ყოჩაღად იჭიდავა კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან, კიდეც უტევდა და დასაწყისში უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა მანუელ კორტესმა ერთადერთი ჩავარდნა არ აპატია.

სწორედ ამ ერთი გაფრთხილებით წააგო ჩვენებურმა, თუმცა მსაჯს კანადელის გაფრთხილებაც შეეძლო.

სატურნირო ამბები

ლიპარტელიანი ერთადერთი იყო, ვინც აზიელთა ჰეგემონია დაარღვია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ეს - ნახევარფინალში სამი აზიელი და ერთი ევროპელი გავიდნენ.

ტურნირის აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ ზემოხსენებული ჩინელი ჩენი, ვინც ილიადისს უნგრელთა მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი და შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანიც ზედ მიაყოლა. ის ნახევარფინალში ბაკერთან დამარცხდა, თუმცა საბოლოოდ ბრინჯაო მაინც მოიპოვა.

გუშინ იაპონიამ პირველად ირგუნა ორი ოქრო, კორეა და საფრანგეთი კი, ჩვენი არ იყოს, ისევ უჩემპიონოდ რჩებიან. თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თორემ ფრანგებს რა უჭირთ, ჯოკერი ჰყავთ მძიმე წონაში.

დღეს იჭიდავებს

დღეს, 11 აგვისტოს, რიოს ტატამზე ოლიმპიური დებიუტი ექნება ქართველ ფენომენ ბექა ღვინიაშვილს (100) და ვინძლო, ისევ გაგვაოცოს.

არადა, ძნელი წილისყრა ერგო, რაც განუთესავისთვის არცაა გასაკვირი. პირველ წრეში კი ისვენებს, ხოლო მეორეში არცთუ ძლიერ ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს ხვდება, მაგრამ მერე ეწყება "თავდავიწყება" - მერვედფინალში ბელგიელთა ევროპის წლევანდელ ფინალისტსა და მსოფლიოს პრიზიორ ტომა ნიკიფოროვსა და საკმაოდ ძლიერ ირანელ ჯავად მაჰჯუბს შორის მოგებული ეყოლება მეტოქედ.

რიო 2016. ძიუდო

ვაჟები

90 კგ

1. მაშუ ბეიკერი (იაპონია): 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 3. ხუნჭაო ჩენი (ჩინეთი), დონჰან გვაკი (კორეა).

ქალები

70 კგ

1. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია); 2. იური ალვეარი (კოლუმბია); 3. სალი კონვეი (ბრიტანეთი), ლაურა ვარგას-კოხი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• roma

ვარლამი,რომ ნიჭიერი კაცია და საამაყო ქართველია ამას მტკიცება არ უნდა ეს აქსიომაა,მაგრამ თუ განვაანალიზებთ ორთაბრძოლებს მივხვდებით,რომ ბობოლა მოწინააღმდეგეებს ჩვენი სახელოვანი ფალავნები სათანადოდ ჰყავდათ შესწავლილი და რაც წინ მივიწევდით,მით მეტად გვიჭირდა გამარჯვება,ე.ი უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და მის მწვრთნელებს მეტად ვყავდით შესწავლილი,ჩვენები კი ერთ სტილში აგრძელებდნენ ბრძოლას,ყველას ჩვენთან შერჩეული ჰქონდა სტილი,თუ,როგორ გაეწია წინააღმდეგობა ჩვენებისთვის,ამიტომ გაურბოდნენ ისინი პირდაპირ კონტაქტებს და შედეგიც მათვის სახეზეა,აი ეს არის დიდი მწვრთნელობა და დიდი სპორცმენობა,სამწუხაროდ ჩვენ გვავიწყდება ერთ რამ, რომ მთავარია შედეგი,ტაბლო,კარგია მომზადება,ნიჭი,ძალა,მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი რამეა,რაც წყვეტს ორტაბრძოლების ბედს,განსაკუთრებით ოლიმპიადაზე და მსოფლიოზე,ძალიან ვთხოვ ჩვენს მწვრთნელებს გაითვალისწინონ მომავალში ეს ნიუანსები და შედეგებიც იქნება.

• Kakha

ბრძოლაში მოპოვებული ვერცხლი ჩვენთვის, შენი გულშემატკივრებისთვის, ოქროზე მეტია!!! შენ იბრძოდი! იაპონელი მუდმივად უკან იხევდა შიშით, ასე რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს მედლის სინჯს, შენ ყოველთვის ჩემპიონი იქნები ჩვენთვის როგორც ნამდვილი ვაჟკაცი და ნაღდი ქართველი!!! მადლობა იმისთვის რომ არსებობ, მისაბაძი და საამაყო ადამიანი ხარ ქართველებისთვის!!!

• ilia

აი რას ნიშნავს პასუსიხისმგებლობა და სიყვარული საკუთარი იჯახის, ხალხის წინაშე, არადა რა ჰქონდა დავდასახრელი ვარლამს! როგორ არ გავს ჩვენ პოლიტიკოსებს ურცხვად რომ გვისწორებენ თვალებს

• გიორგი

ვარლამ! საამაყო კაცი ხარ! ეგეთი ზრდილობიანი და თავმდაბალი ბიჭი მისაბაძია

• გიორგი

როგორც კი გამოაცხადეს მსაჯი ჩეხი იქნებაო-მე მაშინვე შემეპარა ეჭვი მის სამართლიანობაში.ბოლო ერთმა წუთმა ეს დაადასტურა კიდეც.დამარცხების მიუხედავად ვარლამი ბუმბერაზ ადამიანად დარჩა და როგორც დიდი სპორტსმენი-არაერთხელ გაგვახარებს.რა დაგვებედა-მსოფლიოს ჩემპიონებს პანტაპუნტით ვამარცხებთ და ფინალში მათთან პაექრობა ჯერ არ გვღირსებია.მაინც ავიღებთ ჩვენს კუთვნილ ოქროს.

• gio

მე შენ მიყვარხა ჩემო ძმაო.

• ხვიჩა

ყოჩაღ ვალერი ძალიან კარგად იჭიდავა, რაც შეეხება ფინალში წაგებას, მე ვუყურე რამოდენიმეჯერ მაგ ფინალს და ასეთი რამ ვნახე, იაპონელი დაახლოებით სამჯერ თუ ოთხჯერ ერთი და იგივე ილეთით ცდილობდა ლიპარტელიანის წაქცევას და ერთხელ ეს გამოუვიდა კიდეც, ვერაფრით თავი ვერ დაიცვა ამ ილეთისგან ვალერიმ, სხვათა შორის მარტივი ილეთია, აუცილებლად უნდა გაანალიზოს ვალერიმ თავისი შეცდომა და კიდევ ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგად ისე განწყობილი ვალერი როგორც მანამდე როდესაც უგებდა დანარჩენ მოწინააღმდეგებს, იპაონელის დამარცხება შეუძლია და აწი ტურნირებზე იპონით უნდა მოუგოს და ეს მას შეუძლია ძალიან კარგად.

• me dges lipo var

შენ გენაცვალე ძმაო, მაგ ცრემლებში რომლებშიც ერის უდიდესი სიყვარული გამოსჭვივის! უმრავლოს ღმერთმა შენნაირი კაცები სრულიად საქართველოს!

• gela

წესიერი კაცია, განათლებულია, იცის ავ-კარგის ფასი და იცის ბევრისგან განსხვავებით (ა ლ ა ვ ე რ დ ი გვარდაკეთებულებთან) ვისი გორისაა. გაიხარე და იმრავლე ჩვენო საამაყო შვილო და ძმაო!!! იცოდე ჩემო ვალო, რომ ამ ვერცხლით მეტი მოიგე, ვიდრე ოლიმპიური ოქროა.

• ქართველო

სენ დიდი ქართველი ხარ, შენ საქართველოს დაუხარე თავი მეორე ადგილისთვის! თუმცაღა ამდენ ქვეყანაში სენი ქვეყანა მეორე გახადე! არაუსავს შენი ვერცხლი ოქროზე ძვირად ფასობს ჩვეს გულებში ძმაოჯან! გაიხარე! ცრემლები ზლივს შევიკავე ამხელა კაცმა! ჯიგარი ხარ, ცემ სვილებს შენ ვიდეოს ვაყურებინებ ხოლმე თუ როგორ უნდა სცე პატივი სამსობლოს და როგორ უნდა სცე პატივი სენ ერს!

• bajo

ლიპო ქვეყნის სიამაყეხააარ.გენაცვალე სჰენს გამზდელს.

• svani

გენაცვალე მართლა მაგ თვალებში!!! კაცი ხარ კაცი!!!

• mamuka09ze

ლიპო, შე ჯიგარო, შენა. დიდ პატივს გცემ, ძმაო, მაგარი ბიჭი ხარ!!!

• murtalo

უცრემლოდ ამის ყურება შეუძლებელია. ჩემთვის და ბევრი ქართველისათვის ჩემპიონზე მეტი ხარ ვარლამ. შენ გაიხარე!

• levan

ოქროზე უფრო მეტად ფასობს ლიპოს ემოციები,ჩვენ ესეთი "ლიპოები" გვჭირდება და არა მარტო მედლები,ნაღდი კაცები არიან ჩვენი ძიუდოისტები,მადლობა ბიჭებს.

• fraternity

იაპონელებმა გუშინ რგორ აიღეს პირველი ოქრო? ონო არ ითვლება? თუ იმდენად ძლიერია რომ წინასწარვე ვიცოდით რომ ოქროს აიღებდა და ამიტომ აღარ ვუთვლით?

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

ძიუდოს ახალი წესების ჩამონათვალი, რომლებიც მალე ამოქმედდება

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია

ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

ძიუდოში შესაძლოა დრო შემცირდეს - ინტერვიუ ვლადიმერ ნუცუბიძესთან

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]