თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ჩემპიონატს მხოლოდ ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი დააკლდებიან
დღეს ბათუმის საჭიდაო დარბაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. იასპარეზებს ნაკრების წევრობის ყველა კანდიდატი ორი გამონაკლისის გარდა - მწვრთნელთა საბჭომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე გაათავისუფლა. მათ წლეულს საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს უფროსებში და მარტის ბოლოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვიდნენ. წინა კვირაში ხინჩეგაშვილმა იაშარ დოგუს ძალიან ძლიერი ტურნირიც მოიგო სტამბოლში, სადაც ფინალში ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი რადოსლავ მარინოვ ველიკოვი ორ პერიოდში დამაჯერებლად დაამარცხა.

მარსაგიშვილს მაინც სურდა ჭიდაობა, მაგრამ ამის ნება მწვრთნელებმა არ დართეს, რაც ახალგაზრდულის თავკაცმა ნუგზარ სხირელმაც დაადასტურა. აქ შეგახსენებთ შარშანდელ ისტორიას - ივნისში მარსაგიშვილმა თავისი ინიციატივით ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" იასპარეზა, თუმცა სხირელი ამის ნებას არ აძლევდა. მაშინ სპორტსმენი მეორეზე კი გავიდა, მაგრამ გადაიღალა თუ რა იყო, შემდეგ ახლგაზრდულსა და ეროვნულ ნაკრებში უკლებლივ ყველა შეჯიბრება წააგო საქართველოს პირველობის გარდა. ალბათ, სხირელი შარშანდელ გამოცდილებასაც იშველიებს, როცა ამჯერად ჭიდაობის უფლებას არ აძლევს.

ხინჩეგაშვილისა და მარსაგიშვილის გარდა, ნაკრები მაინც სერიოზული დანაკარგების წინაშეა, რაც თაობათა ცვლითაა გამოწვეული - ასაკის გამო ნაკრები ერთბაშად ოთხმა ფალავანმა დატოვა. ესენია: დავით ხუციშვილი (74), თორნიკე ხიდეშელი (96), გიორგი საკანდელიძე და ლევან ბერიანიძე (ორივე - 120). ამათგან სამი იმდენად წარმატებული იყო, ყველა მწვრთნელი ინატრებს - ხუციშვილმა შარშან დუბლი შეასრულა - ევროპაც მოიგო და მსოფლიოც, საკანდელიძე ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე კი ბრინჯაო ხვდა წილად (აღსანიშნავია, რომ შარშანწინ ორივე ამ შეჯიბრებაში ვერცხლი მოიპოვა), ხოლო ბერიანიძეს, მართალია, ახალგაზრდულ გუნდში არ უასპარეზია, მაგრამ უფროსებში გახდა მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი.

წლეულს ევროპის პირველობა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში ჩატარდება, მსოფლიოსი - სულ რაღაც ერთ თვეში, 26-31 ივლისს ბუქარესტში. ბათუმში ხვალ პირველი ოთხი წონითი კატეგორიის - 50, 55, 60 და 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები - ხვალ.

ბოლოს, ეროვნულ ნაკრებებზე ვთქვათ. "ბერძენ-რომაელები" გუშინ დაბრუნდნენ წახკაძორიდან, სადაც ფიზმომზადების შეკრება გაიარეს, "თავისუფლები" კი დღეს დუშეთში დაიწყებენ შეკრებას. "ბერძენ-რომაელებისთვის" ეს პირველი შეკრება იყო, "თავისუფლებისთვის" კი - მეორეა. პირველი მათაც წახკაძორში გაიარეს. უახლოესი გეგმები ასეთია: "ბერძენ-რომაელები" 25-27 მარტს ბულგარულ ბურგასში ნიკოლა პეტროვის მემორიალში იჭიდავებენ, "თავისუფლთა" ნაწილი კი 4-5 მარტს მინსკში ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამოვა, ნაწილი კი 20 მარტს მახაჩყალაში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს.

"თავისუფლებს" ჯერ ბოლომდე არ გაურკვევიათ შემადგენლობა, "ბერძენ-რომაელებმა" კი ადრევე დაასახელეს: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), გენადი გოგიშვილი, ანტონ მამაგეიშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, ალექსანდრე დიხამინჯია (96), დიმიტრი ჯავახიშვილი (120), თუმცა ჯავახიშვილის ჭიდაობა ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი - ტრავმა აწუხებდა და მისი საკითხი წახკაძორში უნდა გარკვეულიყო. არაა გამორიცხული, მწვრთნელმა ცვლილებები სხვა წონებშიც შეიტანოს.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა