საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები გერმანიაში გაფრინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებას გაივლის
გუშინ საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები გერმანიაში გაფრინდა, სადაც მიუნხენის ახლოს, ქალაქ უნტერვოსენში 10-დღიან შეკრებას გაივლის, თვის ბოლოს კი იქიდან იტალიურ ბრეშიაში გადავა და 1-6 მარტს პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი 6 მსროლელით წარსდგება. ქალთა შორის კვლავაც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის, ვაჟებში - ლევან ქადაგიძე. ახალგაზრდების ჩემპიონატში ბიჭებში მსოფლიოს ჩემპიონ თამაზ იმნაიშვილის ვაჟი თენგიზ იმნაიშვილი იასპარეზებს, გოგოებში კი სრული გუნდი გვეყოლება - ნინო ფანჩულიძე, თეონა იაშვილი და ანა გაგილაძე. ცუდია, რომ ქალთა ნაკრები დაიშალა (არადა, მათ ამავე პირველობაზე გუნდურში ვერცხლის მედლებიც კი მოუპოვებიათ - 2005 წელს, ორჯერ კი ბრინჯაომდე თითო ქულა დააკლდათ), მაგრამ მისასალმებელია გოგონათა სრული ნაკრების გამოჩენა.

ევროპის პირველობა ბრეშიაში 1 მარტს იწყება, თუმცა ჩვენები ჩემპიონატში 3 მარტიდან ჩაებმებიან - ამ დღეს იმნაიშვილი ისვრის. 4-ში ცეცხლის ხაზზე გაგილაძე, იაშვილი და ფანჩულიძე დადგებიან, 5-ში ქადაგიძის ჯერია, ჩვენი უმთავრესი იმედი - ნინო სალუქვაძე კი 6 მაისს ისვრის.

ეს ტურნირი ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებს არ იძლევა. ამ მხრივ ჩვენთვის საყურადღებო ზაფხულში, 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ბელგრადში გასამართი ევროპის პირველობა იქნება - იქ საგზურებიც გაიცემა. სამწუხაროდ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სალუქვაძის გარდა, ჩვენში ამ დისციპლინაში თითქმის არც ვარჯიშობს არავინ.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა