ჩაშლის პირას მივიდა საჩემპიონო ბრძოლა სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის.

ჩაშლის პირას მივიდა საჩემპიონო ბრძოლა სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის. უკვე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მოკრივეები 11 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს.

გაიმართა ამ საინტერესო ბრძოლისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, სადაც მოკრივეები პირველად უნდა წამდგარიყვნენ ერთმანეთის პირისპირ. თუმცა პოვეტკინმა ამ ღონისძიებაზე დასწრება არ მოისურვა, მიზეზად კი ვირუსული ინფექცია დაასახელა.

რუსის ასეთმა საქციელმა უკრაინული მხარე ძალიან გაანაწყენა. კლიჩკოს გუნდმა გადაწყვიტა, რომ პოვეტკინს აღარ სურს ვლადიმერთან ჩხუბი.

"როგორც ჩანს, პოვეტკინი არ აპირებს რინგზე გასვლას. გამოდის, რომ მან თავისი შანსი ხელიდან გაუშვა. რას ვიზამთ, უნდა დავიწყოთ ახალი მოწინააღმდეგის ძებნა", - გამოაცხადა უკრაინელმა ჩემპიონმა.

უკვე გამოცხადდა, რომ 11 სექტემბერს პოვეტკინი შეიძლება ნიგერიელმა სამუელ პიტერმა შეცვალოს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილს იკავებს IBF-ის რეიტინგში. ეს იქნება ნიგერიელისა და უკრაინელის მეორე შეხვედრა რინგზე - 2005 წელს უმცროსმა კლიჩკომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა აფრიკელი მოკრივე - იმ ბრძოლაში სამუელი სამჯერ მოხვდა ნოკდაუნში. სხვათა შორის, 2008 წელს პიტერი ვიტალი კლიჩკოსაც შეხვდა - ეს იყო WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლა და მაშინ უკრაინელმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა