გადრანი: "იურიდიული პრობლემების გამო ესპანეთში მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ოფიციალური თამაშიც ვერ ჩავატარე"
ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ სატრანსფერო სეზონი ჯერ არ დახურულა და გუნდები გაძლიერებას აგრძელებენ. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

მაგალითად, "სამტრედია" ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ეროვნულ ჩემპიონატზე ისე გადაერთო, გუნდში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ევროგათამაშებამდე გია ცეცაძემ მხოლოდ გია მანჯგალაძე და ბაჩანა არაბული დაიმატა.

ახლა კი შევიტყვეთ, რომ სამტრედიელებმა კონტრაქტი ორ ახალ მოთამაშეს გაუფორმეს. პირველი დათო იმედაშვილია - "ვიტ ჯორჯიაში" გაზრდილი ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელსაც ოთხ ქვეყანაში მოუპოვებია ტიტულები - უკრაინაში (კიევის "დინამოში" ირიცხებოდა), ლატვიაში ("ვენტსპილსი"), აზერბაიჯანში (ლენქორანის "ხაზარი") და საქართველოში (რუსთავის "მეტალურგი").

31 წლის უნივერსალს უთამაშია უნგრულ "ნირედიაზაში", 2013 წელს ბოლნისის "სიონიდან" "ცხინვალში" გადავიდა, ბოლოს კი პირველი ლიგის "რუსთავში" გამოდიოდა.

იმერული გუნდის მეორე ახალწვეული კი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანია. "ვიტ ჯორჯიაში" ზაზა დიდებაშვილთან გაზრდილი 19 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" დუბლებში აიყვანეს, შარშან ზაფხულში კი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ალავესთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ბასკური გუნდის 19-წლამდელებში ვარჯიშობდა.

მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გადრანი უშედეგოდ ელოდა ესპანეთში ცხოვრების უფლებას და სამუშაო ვიზას. ამიტომ ოფიციალური მატჩების ჩატარებას ვერ ახერხებდა.

ლუკა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატიც გახლდათ, ევროშესარჩევისა და ელიტრაუნდების მატჩებზე საქართველოს ნაკრებში ჯერ ვასილ მაისურაძე იწვევდა, შემდეგ მისი შემცვლელი - გიორგი ყიფიანიც, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო ესპანეთში გადაადგილებას ერიდებოდა და საბოლოოდ, ამან დაბრკოლება არა მხოლოდ ნაკრებში შეუქმნა, არამედ წლეულს პრიმერა დივიზიონში აღზევებული "ალავესის" დატოვებაც ამის გამო მოუხდა.

"მე უკვე "სამტრედიაში" ვარ. მითხრეს, რომ კონტრაქტს ხელს მოვაწერთ და ეს ძალიან მიხარია.

ესპანეთში მოხვედრა ყველას ოცნებაა, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ოფიციალური თამაშიც ვერ ჩავატარე, რამაც ხელი ძალიან შემიშალა.

ცხადია, ახლა საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მადლობა გია ცეცაძეს და კლუბის ხელმძღვანელობას. ისინი მენდნენ და გუნდში ამიყვანეს. მინდა, რომ ეს ნდობა გავამართლო", - ამბობს გადრანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
მიდით ივარგეთ ,იქნებ რაიმეს მიაღწიოთ. მთავარია ზეგ სიონთან ან არ წააგოთ ან ფრე არ ითამაშოთ, თორემ ჯგუფში 1-ლ ადგილზე გასვლის ოცნებას დაემშვიდობეთ სამუდამოდ.
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
რუსთავი-მიკა 1:1 - სასარგებლო სპარინგი ლეგენდებთან ერთად
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘ" ᓨᓕᓔᓚᓐᓡ ᓘᓗᓮᓝᓕᓡ
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"პირადი შეტევები იყო, ფეხბურთელის პატივისცემა არ იციან" - გადრანი ყოფილ კლუბზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ბოლნისის "სიონი" ვალერი აბრამიძესა და დავით იმედაშვილს იმატებს
ბოლნისის "სიონში" ვალერი აბრამიძე და დავით იმედაშვილი გამოჩნდნენ
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓛᓐ" ᓐᓛᓮᓐᓜᓐᓒᓣᓠ ᓛᓐᓢᓩᓨᓘ "ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓡ" ᓓᓐᓛᓐᓯᓔᓠᓔᓑᓚᓐᓓ ᓡᓫᓚᓘᓐ