აჭარის მთავრობა საფეხბურთო კომპლექსებისთვის ზღვისპირეთში ტერიტორიებს ეძებს
საქართველო დაუსრულებელი დაპირებების ქვეყნად არის ქცეული. 25 წლის განმავლობაში, რასაც ხალხს შეჰპირდნენ, იმის მეათედიც რომ შეესრულებინათ, ალბათ, საკმაოდ ძლიერი ქვეყანა გვექნებოდა. ამიტომ ხალხი ყველა დაპირებას ეჭვის თვალითა და სიფრთხილით უყურებს.

მაგრამ აჭარის მთავრობის ახალი პროექტი, რომელიც ზღვისპირა რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, ვფიქრობთ, რეალური უნდა იყოს. თანაც, ის თავისი მნიშვნელობით ფეხბურთის ფარგლებს სცდება და თუ განხორციელდა, ქვეყნის ეკონომიკაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ახლა კონკრეტულად: პროექტის არსებობა "ლელოს" ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაუმხილა.

"აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ წამოაყენა იდეა, თუ როგორ შეიძლება ჩვენს ზღვისპირა ზოლში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება. მან დამატებით რესურსად სპორტული ტურიზმის განვითარება გამოაცხადა.

მაგრამ ეს არაა საარჩევნო დაპირება და შემდგომი წლებისთვის გაწელილი პროგრამა, არამედ სავსებით კონკრეტული ვარიანტია. ლაპარაკია ბათუმსა და ქობულეთში დიდი სპორტული ცენტრის მშენებლობაზე, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნება, განსაკუთრებული ადგილი კი საფეხბურთო მოედნებისა და სტადიონების მშენებლობას დაეთმობა. მარტო ქობულეთში 10-15 ახალი, უმაღლესი ხარისხის მოედნის მოწყობაზეა ლაპარაკი.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს გრანდიოზული ჩანაფიქრია, რომელიც აჭარაში ზამთარ-ზაფხულს, სპორტული ტურიზმით შემოსავლის გაზრდას ითვალისწინებს", - ამბობს ჩელებაძე.

ცხადია, ეს მშვენიერი ჩანაფიქრია, მაგრამ რამდენად რეალურია? თბილისის "დინამოს" ყოფილ თავდამსხმელს ეს კითხვაც დავუსვით:

"იცით, მთავარი რა არის? ადრე ზღვისპირეთში მოედნების მოწყობის აუცილებლობაზე საფეხბურთო სამყარო ლაპარაკობდა, ახლა კი მთავრობა დაინტერესდა და ეს უზომოდ მახარებს. ჩემი ნატვრაა, საქართველოში საფეხბურთო ინდუსტრია ჩამოყალიბდეს, ამისკენ კი პირველი ნაბიჯი გადაიდგა!

კონკრეტული ფაქტები ადასტურებს, რომ ეს რეალური ჩანაფიქრია. პროექტის განხორციელება ხვალ და ზეგ კი არა, არამედ უკვე იგეგმება და პირველი ნაბიჯები გადაიდგა - აჭარის მთავრობამ ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და ქობულეთის გამგეობას ტერიტორიების შერჩევა დაავალა და ამ პროცესში მეც ჩავერთე.

ზღვისპირა ზოლში სასტუმროები უნდა იყოს და ასეც აჯობებს. სიღრმეში, სასტუმროებიდან 5 წუთის სავალში კი მოედნები და პატარა ტრიბუნებიანი სტადიონები უნდა მოეწყოს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი მალე განხორციელდება და მერწმუნეთ, ამით არა მხოლოდ აჭარა, არამედ ქართული ფეხბურთი და მთელი ქვეყანა ისარგებლებს".

ჩელებაძის აზრით, ამ პროექტის განხორციელება ქვეყანას ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს:

"ზურაბ პატარაძე თურქეთში ელჩად მუშაობდა, იქაურობას კარგად იცნობს და გაიაზრა, რომ ჩვენმა მეზობლებმა სპორტული ტურიზმით, ანუ უცხოური გუნდებისა თუ ნაკრებების ჩაყვანით რამხელა სარგებლობა ნახეს. მან ისიც დაინახა, რომ მსგავსი ბიზნესის საქართველოში განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ეკონომიკასაც წაადგება და ადგილობრივ ფეხბურთსაც - თუ დააკვირდებით, თურქული ფეხბურთი სწორედ ზღვისპირა ტურიზმის განვითარების კვალობაზე მოღონიერდა.

საქართველოში კი, გაძლევთ გარანტიას, რომ ბევრი გუნდი ჩამოვა და პირადადაც ბევრს მოვიწვევ - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიდან, ბალტიისპირეთიდან, აზიის პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან. როდესაც ბათუმსა და ქობულეთში ძლიერი გუნდები ჩამოვლენ, ტურნირების ჩატარება თავისთავად აუცილებელი გახდება, ბავშვები კი მათზე უშუალო დაკვირვებით ბევრს ისწავლიან და სტიმული გაუჩნდებათ, ჩვენი გუნდების ნახევარი მაინც უცხოეთში აღარ წავა და ფულს დაზოგავს.

ამას გარდა, საერთო კუთხით რომ შევხედოთ, აჭარაში ტურისტული სეზონი 3 თვიდან 6 თვემდე შეიძლება გახანგრძლივდეს, ხალხი დამატებით დასაქმდება, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გასაღდება და მათი რეკლამირება მოხდება.

თურქეთსა და კვიპროსზე წამსვლელთა 10 პროცენტიც რომ ჩამოვიდეს, ეს საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენას მოახდენს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alexandre
სააკის ბალღებთან კამათს აზრი არ აქვს. მე სხვა რამ მაწუხებს. მჯერა, აშენდება ბაზები, შემოსავალიც იქნება, მაგრამ ქართულ კლუბებს ეს ვერ უშველის. მაინც თურქეთში წავლან. რატომ? იმიტომ რომ იმხელა ფასებს დაადებენ, იქ წასვლა უფრო იაფი იქნება. ისევე როგორც დღესაა ტურიზმში. აქ სომხები ჩამოდიან დასასვენებლად, ქართველები კი თურქეთში მიდიან - 2ჯერ, 3ჯერ უფრო იაფი რომ ჯდება იმიტომ! ეეეჰ
Gio
100 ქარხნის შემდეგ სტადიონები და ბაზები უნდა ააშენოთ?!...ქვეყანა ხომ ააშენეთ.. ღრმა და უსაშველო ქოცების გარდა კიდევ ვის სჯერა ამ ზღაპრების?..))
kai raa
თქვენი აშენებული სტადიონი მითხარით. გეგონება ბათუმის სტადიონი ამათ დროს არ დანგრეულა. ხო, ხო, ასლანის მიერ გარემონტებულ აღდეგენილი სტადიონი. ჰო, კიდევ. ბავშვების სტადიონები რომ გაყიდეთ, მაგალითად ოლიმპის, საბურთალოს ბოლოში და ახლა ამ მთავრობას რომ აწვებით, ნურაფერს ააშენებინებ პატრონსო, ეგეც გაიხსენეთ.
asea es
აყეფდნენ ნაციონალები, როგორ შეიძლება რაიმე სასიკეთოს გაკეთება დაანონსო და ამათ არ გამოხატონ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება. მარტო ამათი გაკეთებული ფასობს და საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება.
მანო
20 ცელია ასჰენებტ და ერტი სტადიონი არ აგირსეტ ბატუმელებს და ასე უნამუსოდ 15 სტადიონის ასჰენებაე როგორ ლაპარაკობ .... ცრუპენტელებიხარტ ყველაააა
ბაჯო
მიკვირს ყველა უნამუსოდ რო იტყუება ამან უკვე აასჰენა 15 სტადიონი ისე გიცხონდა ბაბუა.მოგება უკვე კარგად გექნებატ დატვლილი,საქმე გააკეტეტ და მერე იახეტ მაგრამ ეს პიარი უფროა მგონი.
roma
რეზო არაგცხვენია,რეებს ლაპარაკობ,პატივი ეცი ქვეყანას და საზოგადოებას,პირველ რიგში შენ თავს ეცი პატივი,ვინ დაგავალე ეს პიარი,სპორტული ნაგებობები კი არა,თბილისში და სხვაგანაც ერთი ავტობუსი და ერთი სამარშრუტო ტაქსი ვერ ჩამოუყვანიათ,რაც მიშამ დატოვა იმას აფორხილებენ,ტაქსების პრობლემა ვერ მოუგვარებიათ,მეტროს მატარებლები ვერ შეუკეთებიათ და ერთი სადგურიც არ გაურემონტებიათ ამ ოთხი წლის განმავლობაში და ესენი ამხელა საქმეს წამოიწყებენ? სირცხვილია უკვე ეს ყველაფერი,სანამ ხალხი ჯერ კიდევ პატივს გცემს ნუ აპიარებ ისეთ რამეს,რისი შესრულებაც უტოპიაა,თორემ ისევ ხალხი მოგთხოვს პასუხს და შენ და შენისთანებს პასუხი არ გექნებათ,ძალიან გთხოვთ არ დაბლოკოთ,ისედსც ყველაფერს ბლოკავთ.
ლაშა
არჩევნები ხომარ მოდის ნეტა? ასე რომ აჭიკჭიკდნენ.
Kote
ბათუმში ააშენეთ უკვე სტადიონი? )) რამე მაინც გააკეთეთ და მერე მოყევით სამომავლო ზღაპრები ))
Gocha Juve
რახან მაგდენს მიხვდით! ეგეც კარგია, ეს ყველაფერი აქამდის უნდა გაკეთებულიყო და ყველაფერი მოწესრიგებული იქნებოდა ჩვენი გუნდებისათვის, არა მარტო ზღვის პირა ზოლში უნდა მოეწყოს არამედ მთის საკურორტო ზოლებშიც როგორც ავსტრია შვეიცარიაშია
giga
თქვენი რა მიდის, ბარემ ვასიუკის აშენებაც დაგეანონსებინათ :D
Guadua
სადაა ღრუბელ-ღრუბელ მფრინავი ჩვენი კაცი???,მიდი მიეშველე რევაზს თორემ ამანაც დაიწყო უკვე ღრუბლებში ფრენა. ხან ევროლიგაზე გაჰყავს კლუბი,ხან სუპერ ბრაზილიელები მოჰყავს. რეზო თუ ძმა ხარ, ადექ და ხვალვე გამოცვალე შენი სახელობის სტადიონზე ეს უმსგავსო და სამარცხვინო ხალიჩა.მაქედან დაიწყება მიწაზე დაშვების პროცესი .
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ბათუმში ფეხბურთი ბრუნდება - "დინამო" და "შუქურა" აჭარის მთავარ ქალაქში ითამაშებენ
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [VIDEO]
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა