ამიერიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასაკობრივ ჩემპიონატს სამ ასაკში ჩაატარებს - 15, 17 და 19-წლამდელთა შორის
ამიერიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასაკობრივ ჩემპიონატს სამ ასაკში ჩაატარებს - 15, 17 და 19-წლამდელთა შორის. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 19-წლამდელთა ჩემპიონატი 22 აგვისტოდან დაიწყება. გუნდები ორ ზონად (დასავლეთი და აღმოსავლეთი) გაიყოფიან, ტურნირი ორ წრედ ჩატარდება და ნახევარფინალში ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები გავლენ.

დასავლეთ ზონაში მოხვდნენ ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო" და თერჯოლის "საპოვნელა". აღმოსავლეთში ითამაშებენ თბილისის "დინამო", "საბურთალო", საჩხერის "ჩიხურა", "რუსთავი", ბოლნისის "სიონი", "ცხინვალი", გორის "დილა" და თბილისის "ლოკომოტივი".

15 და 17-წლამდელთა ჩემპიონატებში კი მონაწილეები სამ ზონად (დასავლეთი, ცენტრალური, აღმოსავლეთი) განაწილდებიან და თამაშებს 2 სექტემბერს დაიწყებენ. მეოთხედფინალში ზონების პირველ-მეორეადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებენ და პლეი-ოფებით ტურნირის გამარჯვებულისა და საპრიზო ადგილების მფლობელთა ვინაობას გაარკვევენ.

U15-სა და U17-ში ლიგები ასე დაკომპლექტდა:

U15 ლიგა

დასავლეთი

ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი", სფფ-ის აკადემია (ზუგდიდი).

ცენტრალური

ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", "ჩიხურა", "დილა", "ავაზა", "ლოკომოტივი", სფფ-აკადემია (თბილისი).

აღმოსავლეთი

თბილისის "დინამო", "საბურთალო", "სიონი", "ვიტ ჯორჯია", 35-ე სკოლა, "ცხინვალი", ლაგოდეხის "ჰერეთი".

U17 ლიგა

დასავლეთი

"დინამო (ბთ)", ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი 1913", ლანჩხუთის "გურია", "ზუგდიდი", მარტვილის "მერანი", სფფ-ის აკადემია (ზუგდიდი).

ცენტრალური

ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", "ჩიხურა", "დილა", "ავაზა", "ლოკომოტივი", "ზესტაფონი", სფფ-ის აკადემია (თბ).

აღმოსავლეთი

თბილისის "დინამო", "საბურთალო", "სიონი", "ვიტ ჯორჯია", 35-ე სკოლა, "ცხინვალი", ლაგოდეხის "ჰერეთი".

აქ ერთი საინტერესო დეტალია: 17-წლამდელთა ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ითამაშებს. დიახ, არ ცდებით - წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ილია კოკაიას დაფინანსებული კლუბი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა. მართალია, ჯერ საქმეში იმერელთა 17-წლამდელების გუნდი ჩაერთო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა.

კულუარულად გვითხრეს, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, რათა "ზესტაფონი" დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება კი მათ შორის შეთანხმებისა და კეთილი ნების საფუძველზე მოხდა.

როგორც ცნობილია, შარშან, აპრილში, "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან სფფ-ის წინა ფორმაციის სადისციპლინო კომიტეტისა და შემდეგ აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებების საფუძველზე მოკვეთეს.

მას შემდეგ კლუბი და მისი გულშემატკივრები სამართლიანობის აღდგენას ელიან. სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობაც კლუბის ჩემპიონატში დაბრუნებას იმედოვნებდა, მაგრამ ბარიერს იურიდიული საკითხები ქმნიდა. მაგრამ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდის საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა გვაიმედებს, რომ სფფ და კლუბი შეთანხმდებიან, შესაბამისად, "ზესტაფონი" ჩვენს ფეხბურთში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zorbegi
გენაცვალეთ გეოგრაფიაში, საჩხერე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოუტანიათ :-D
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე