ირანში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს 18 წარმომადგენელი მონაწილეობს

ირანში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს 18 წარმომადგენელი მონაწილეობს. ვაჟებში ჩვენებურთაგან განსაკუთრებით ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი (მას ეს წოდება ორი კვირის წინათ მიენიჭა) გიგა ყუფარაძე ყოჩაღობს, რომელმაც წლევანდელ საქართველოს პირველობაზე მე-4 ადგილი დაიკავა. მე-7 ტურში მან შავი ფიგურებით აზერბაიჯანელი რასულ იბრაჰიმოვი დაამარცხა და 5,5 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ყუფარაძეს ნახევარი ქულით უსწრებს აზერბაიჯანელი ვუგარ რასულოვის მძლეველი რუსი სერგეი ვოლკოვი. წარმატებით ითამაშა საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ - მასპინძელ ელშან მორადიაბადის მოუგო.

შვიდი ტურის შემდეგ ქართველთა მონაგარი ასეთია: გიგა ყუფარაძე-5,5 ლევან ფანცულაია, დავით მაღალაშვილი, დავით ჯოჯუა-5-5, დავით ზარქუა, კონსტანტინე შანავა-4,5-4,5, შოთა აზალაძე, მალხაზ სულაშვილი, დავით ლომსაძე, დავით ბენიძე-4-4, გაიოზ ნიგალიძე, ივერი ჭიღლაძე-3,5-3,5, ბაჩანა მორჩიაშვილი-3, გიორგი გამზარდია-2,5 ქულა.

ქალებში ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ქართველი დიდოსტატები - ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი ლიდერობდნენ. მე-6 ტურში ისინი დაზავდნენ, მეშვიდეში ბაციაშვილმა შავი ფიგურებით მესამე ადგილზე მყოფ ფრანგ კარელ ბოლონს მოუგო, ხოტენაშვილმა კი თეთრებით აზერბაიჯანელ ხაიალა ისკანდაროვას აჯობა. ამდენად, 6,5-6,5 ქულით ლიდერობას განაგრძობენ. უახლოესი კონკურენტები მათ თითო ქულით ჩამორჩებიან.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა