კანოეში გერმანიის ოლიმპიური ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა
პლაჟის ფრენბურთში 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა იულიუს ბრინკმა გამოცემა Focus-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის სპორტული ჩინოვნიკები.

მისი სიტყვებით, მათი დამსახურებაა უმაღლეს დონეზე სპორტის ფინანსირების ძველი სისტემის დანგრევა, ახალი კი აღარ მოუფიქრებიათ.

"გერმანიამ უკვე ჩააგდო რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა - თამაშების ბოლომდე აღარაფერი შეიცვლება. სახელმწიფო თითქმის არ უდგას მხარში უმაღლესი მიღწევების სპორტს, სამაგიეროდ, მედლების მოპოვებას ითხოვს", - აღშფოთებულია ბრიქსი.

იგი ჟურნალისტს მოუყვა იმის შესახებ, რომ გარკვეული ხნის წინ გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ფიქრობდა სოციალური სპორტული ლატარიის შექმნაზე, საიდანაც მიღებული მოგება სპორტის ფინანსირებაზე წავიდოდა.

"შეკრებებისა და ტრანსპორტირების ნაწილობრივ დაფინანსება საკმარისი არ არის. ფული უნდა ჩაიდოს ინოვაციურ ტექნოლოგიებში, სპორტულ მედიცინაში და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ მედლებზე", - ამბობს ბრიქსი.

სიკვდილი ტაქსიში

კანოეში გერმანიის ოლიმპიური ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა. შტეფენ ჰენცე ავტოკატასტროფაში მოყვა და რიო-დე-ჟანეიროს კლინიკაში გარდაიცვალა.

"ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან ბრწყინვალე ადამიანი დავკარგეთ. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში", - წერია გერმანიის ნაკრების განცხადებაში.

ჰენცე ტაქსიში იჯდა, როცა ავარია მოხდა. მან თავის სერიოზული ტრავმები მიიღო და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელშიც არ აღმოჩნდა ნევროლოგიური განყოფილება. ამიტომაც საჭირო გახდა მწვრთნელის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა, რომელიც 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. იქ ჰენცეს გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდა გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი თანამშრომელი - კრისტიან კედინგი. მან მსუბუქი ტრავმები მიიღო და საავადმყოფოდან მალე გამოწერეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...