ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რიო 2016: ლაშა ტალახაძის შოკი და ირაკლი თურმანიძის მალამო [VIDEO+PHOTO]

რიო 2016: ლაშა ტალახაძის შოკი და ირაკლი თურმანიძის მალამო [VIDEO+PHOTO]

რიოს ოლიმპიადაზე ძალოსანთა ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში ერთბაშად ორი ქართველი გოლიათი ავიდა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე
ქართული სპორტის ისტორიას მრავალი ლეგენდა ახსოვს, ბევრი დაუჯერებელი ამბავიც, მაგრამ ის, რაც რიოს თამაშებზე 2016 წლის 16 აგვისტოს მოხდა, სამამულო სპორტის მატიანეში ახალი, ოქროს ასოებით ჩაწერილი ფურცელია: ძალოსანთა ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში ერთბაშად ორი ქართველი გოლიათი ავიდა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე - ერთმა ოქროს, მეორემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ორივენი სახეგაბადრულნი და სიხარულის ცრემლით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ მოლივლივე ქართულ დროშებს...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ჰიმნი რიოში

რიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე მძიმე წონის ძალოსანთა შეჯიბრებისას სახელოვანმა ათლეტებმა მოიყარეს თავი. თავად განსაჯეთ: ირანელი ბეჰდად სალიმ კორდასიაბი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, 2010 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონი და ატაცში მსოფლიო რეკორდსმენი (2014 კგ) გახლდათ. მის მთავარ მეტოქედ ქართველი გოლიათი - 22 წლის საჩხერელი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (მწვრთნელები - კობა ტალახაძე და ავთანდილ გახოკიძე) მიაჩნდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ქართველმა სპორტსმენმა, რომელსაც ძალოსნობაში ვარჯიში მამამ, ახლო წარსულში ასევე სახელოვანმა სპორტსმენმა კობა ტალახაძემ დააწყებინა. სპეციალისტების ყურადღება ჯერ კიდევ ექვსი წლის წინათ მიიქცია, როცა 2010 წელს ესპანურ ვალენსიაში 17-წლამდელთა ევროპის პირველობა მოიგო - სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ 158 კილოგრამი აიტაცა და 188 კილოგრამი აკრა.

ერთი წელიც არ იყო გასული, რუმინეთში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა - აქაც სამი ოქრო ერგო, თანაც დროის მცირე მონაკვეთში საგრძნობლად გაზრდილი შედეგებით: 185 კილო აიტაცა და 217 კილო აკრა. ასეთი ნაბიჯებით წინსვლამ ლაშა ტალახაძე უფრო დიდ მწვერვალებთან მიიყვანა: შარშან ამერიკულ ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონატზე 207 კილოგრამი აიტაცა, 247 კილო აკრა და ორჭიდში 254 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ტურნირის გამარჯვებულ რუს ძალოსანს დოპინგი ჰქონია მიღებული - სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოუჩინეს და ნებისმიერი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს.

სრულიად სამართლიანად ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა. მაშინ 438 კილოგრამით მეორე ადგილზე ესტონელმა მარატ სეიმმა გადაინაცვლა, ხოლო სომეხ გორ მინასიანს 437 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი ერგო.

ლაშა ტალახაძემ მორიგ წარმატებას წლეულს ნორვეგიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია - ჰისტონური შედეგი ერთბაშად 9 კილოგრამით გაზარდა: ორჭიდში 463 კილოგრამით (212+251) მოიპოვა ჩემპიონობა, თან ატაცში ევროპის რეკორდი გააუმჯობესა. სომეხმა და ესტონელმა ძალოსნებმა კი კვარცხლბეკზე ადგილები გაცვალეს - მინასიანი 442 კილოთი მეორე იყო, ხოლო სეიმი 424 კილოთი მესამე ადგილს დასჯერდა.

მაშინ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს ვკითხე, ატაცში სალიმის მსოფლიო რეკორდის (214 კგ) გაუმჯობესება თუ შეგეძლო-მეთქი.

"ჩვენი მიზანი რეკორდების დამყარება არ ყოფილა, თორემ არც ეს იქნებოდა მიუწვდომელი. ახლა ჩემი და მწვრთნელების მთავარი საზრუნავი ოლიმპიადისთვის სათანადოდ მომზადებაა. თუ საჭირო გახდება, ოლიმპიადაზე გავრისკავთ, მით უმეტეს, რომ ბოლო შეკრებისას იოლად ავიტაცე 215 და ავკარი 260 კილო", - მითხრა ლაშამ.

ქართველმა ძალოსანმა რიოს ფიცარნაგზე სიტყვა პირნათლად შეასრულა - ექვსი ცდა გამოიყენა და ორი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა: ატაცი ლაშამ 205 კილოგრამით დაიწყო. ირანელმა კილოთი მეტი დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 210-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, სალიმმა - 211 კილო. მესამე მისვლისას საჩხერელმა სპორტსმენმა 215 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მაგრამ ორიოდე წუთში 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისევ კილოგრამით აჯობა ჩვენებურს. დარბაზში მყოფმა ირანელმა ქომაგებმა ლამის ჭერი ახადეს დარბაზს, თუმცა მათი გადამეტებული სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.

აკვრაში ასპარეზობა ტალახაძემ 242 კილოგრამით დაიწყო - იოლად გაუმკლავდა წონას. ბეჰდად სალიმს 245 კილო ჰქონდა შეკვეთილი. პირველი ცდისას მან აკრა შტანგა, მაგრამ დაფიქსირება ვერ შეძლო, რის გამოც მეორედ მიუბრუნდა ამ წონას. თითქოს ისევ დაიმორჩილა შტანგა, მსაჯებმაც ჩაუთვალეს, მაგრამ ჟიურიმ მსაჯების გადაწყვეტილება შეცვალა. ყოველივე ამან მწყობრიდან გამოიყვანა ირანელი სპორტსმენი, მესამე ცდისას წონას ვერ მოერია და შეუფასებელი დარჩა - ტიტულოვანმა სპორტსმენმა რიოს ოლიმპიური ფიცარნაგი უსახელოდ დატოვა.

კერპის ფიასკოთი გაბრაზებულმა ირანელმა გულშემატკივრებმა ხმაურით სცადეს ტალახაძისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ქართველმა სპორტსმენმა ნერვების აუტოკებლად აკრა 252 კილოგრამი და ორჭიდში ვადამდე მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა.

ახლა კი დარბაზში ქართველი გულშემატკივრების ჯერი დადგა. მათ ომახიან შეძახილებსა და ტაშის გრიალში ლაშამ მეტოქეებისთვის შოკისმომგვრელი (ცხადია, ორჭიდის ჯამში) წონა შეუკვეთა - 258 კილო და ეს წონაც იოლად დაძლია, ორჭიდში 473 კილოგრამი მოაგროვა და ჯერ კიდევ 16 წლის წინათ, 2000 წელს, ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ დამყარებული მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდები კილოგრამით გააუმჯობესა, რითაც მთელი საქართველო გაახარა და რიოში საქართველოს სპორტულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველმა ძალოსნებმა 16 აგვისტოს ერთ სიხარულს არ დაგვაჯერეს. მას შემდეგ, რაც მედლებისთვის ბრძოლის მარათონს ირანელი ბეჰდად სალიმი გამოაკლდა, მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა 2015 წლის ევროპის ჩემპიონ ირაკლი თურმანიძეს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მეორედ მონაწილეობდა.

ჩაქველმა სპორტსმენმაც ექვსივე ცდა გამოიყენა, 197, 203 და 207 კილო აიტაცა, 228, 235 და 241 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 448 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. ირაკლისთვის გასწრების შანსი ჰქონდა სომეხ რუბენ ალექსანიანს, მაგრამ ბოლო ორი მისვლისას 254-კილოიან შტანგას ძვრა ვერ იყო. სამაგიეროდ, თურმანიძეს ორჭიდში 3 კილოთი აჯობა და ოლიმპიური ვერცხლის მედალი სომეხ გორ მინასიანს ხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• glaxuna

ბინებთან ერთად ოლიმპიურ ჩემპიონ-ს მინიმუმ 150 000 დოლარი უნდა გადაეცეს. მეორეს - 130, მე-3-ს 100, 4-5-ს 70 000 მაინც . 6-7-8 -ს 50 000 (!) შესაბამისად მსოფლიო და ევრიპოს პირველობებზე, ახალგაზრდბშიც ს ო ლ ი დ უ რ ი ფულადი ანაზღაურება- მ ყ ა რ ი -მ ო ტ ი ვ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს (!) ოლიმპიურ მონაწილეს და ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემლიონატებში შედეგის ვერც დამდეგსაც რაღაც -მინიმუმ 10-20 000 & თანხა !! სპორტსმენებს და საერთოდ ახალგაზრდა თაობებს მეტი სტიმული მეტი დ ა ი ნ ტ ე რ ე ს ე ბ ა ქონდეს (!) და ეს ს ტ ა ნ დ ა რ ტ ა დ უნდა იქცეს (!) სად არის ქართველი ბიზნესმენები , არ ყოფნით ამისთვის ფული?! აბა,რ ი ს თ ვ ი ს ყოფნით ?! ოფშორებში შესანახათ,და რ ი ს თ ვ ი ს ?!

• სოსო

კარგი სტატიაა ვაჟა,მხოლოდ ჰ აკლია,აჰკრა და არა აკრა.ალბათ ტექსტის აკრეფისას გაგეპარათ შეცდომა,გმადლობთ.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]

ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...