ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ რიოში ქართველი ძალოსნების წარმატება შეაფასა

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ რიო დე ჟანეიროში ქართველი ძალოსნების, ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის წარმატებული გამოსვლის დეტალებზე ისაუბრა.

- რიო 2016: ლაშა ტალახაძის შოკი და ირაკლი თურმანიძის მალამო [VIDEO+PHOTO]

"შეჯიბრებამდე ექვს სპორტსმენს დაფიქსირებული ჰქონდა ორჭიდში 450 კილოგრამი. ლაშასთვის შეგვეძლო, 460-465 კილო დაგვეწერა, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნიეთ.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონობისთვის, უმთავრესად, ტალახაძე და ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი ბეჰდად სალიმი იბრძოლებდნენ. ფაქტობრივად, ასეც მოხდა, ოღონდ ატაცში. ამ მოძრაობაში ორივემ იდეალური შედეგი აჩვენა: ჯერ ლაშამ აიტაცა 215 კილო და სალიმის 2014 წლის მიღწევას კილოგრამით გადაამეტა, ორიოდე წუთში ირანელმა კილოგრამით გააუმჯობესა ჩვენებურის მიღწევა.

ლაშამ მეორე ცდისას ისე თავისუფლად აიტაცა წონა, რომ მესამე ცდაზე 217-ის შეკვეთაც შეიძლებოდა, მაგრამ მწვრთნელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მთავარი იყო ორჭიდის ჯამში გამარჯვება და არავინ იცოდა, აკვრაში როგორ წარიმართებოდა პაექრობა - ძალების დაზოგვა იყო აუცილებელი. რისკზე წასვლა არ იქნებოდა გამართლებული.

მწვრთნელებმა მეთოდურად გათვალეს ყველაფერი. აკვრაში, როცა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 242-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ირანელს 245 კილო ჰქონდა შეკვეთილი, რაც შეცდომა იყო - ოპტიმალური იქნებოდა 243 კილო. ეს წონა გაცილებით იოლი ასაწევი იქნებოდა.

სალიმმა ასწია 245 კილო და მსაჯებმაც ჩაუთვალეს, მაგრამ ჟიურიმ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო - სამივე მსაჯის შეფასება შეცვალა და წონა არ ჩაუთვალა. ორმა იმედგაცრუებამ ოლიმპიური ჩემპიონი მდგომარეობიდან გამოიყვანა და მესამე ცდისას მან შტანგა სანახევროდაც ვერ დაძლია.

თუმცა ირანელისთვის ეს წონაც და ცოტა მეტიც რომ ჩაეთვალათ, ტალახაძეს წინ ვერავინ დაუდგებოდა: როცა ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა გაინაღდა და შეჯიბრების გასაგრძელებლად მოტივაცია აღარ ჰქონდა, მესამე ცდაზე მაყურებლებისთვის 258 კილო დაძლია და ორჭიდში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რომ დასჭირვებოდა, დარწმუნებული ვარ, მეტსაც ასწევდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მძიმე წონაში 22 წლისას ჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა არავის მოუპოვებია. საერთოდ, მძიმე წონაში მაღალი შედეგები უფრო გვიან ასაკში მოდის, მაგრამ ლაშა გამონაკლისია.

ცხადია, აქვე ქების სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ ირაკლი თურმანიძე, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა, ექვსივე ცდა გამოიყენა, ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა თავისი მიღწევა და დამსახურებულად დაიკავა მესამე ადგილი. ალალია მასზე ოლიმპიური ბრინჯაო.

რიოში მიმავალთ თბილისის აეროპორტში რომ ვაცილებდი, ირაკლის ვუთხარი, კვარცხლბეკზე შენთვისაც მაქვს ადგილი დაჯავშნილი-მეთქი. გაეღიმა და ვნახოთო, მიპასუხა. ჩვენი ძალოსნების რიოში ტრიუმფი ოთხი წლის შემდეგ ტოკიოში წარმატების საწინდარია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vazha
მერე ეს ჟურნალისტები სპორცმენებს სთხოვენ პასუხს
ok
ჩვენს შტანგისტებს და სხვებსაც ვინც მედალი მოიპოვა, თუ ვერ მოიპოვა, ვინც საქართველოსთვის ყველაფერი ჩადო თავის გამოსვლაში ყველას გაუმარჯოს უფალმა გააძლიეროთ
შოთა
"ბექა"-ს - მართალი ხარ ჯიგარო. ახლა თუ 26-ის არის სალიმი, მაშინ ხო 22-ის იქნებოდა? :)) რეებს იტყვიან ხოლმე... პ.ს. მაგარი ბიჭები გვყავს. ვულოცავ ლაშას და ირაკლის. მომავალ ოლიმპიადაზეც უკონკურენტოა ლაშა))
ბექა
სალიმი ახლა არის 26 წლის და ოლიმპიადა მოიგო ლონდოში 4 წლის წინ, ე.ი. იყო 22 წლის. ანუ ლაშა პირველი არ არის.
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ: ალბანეთიდან მედლებს ველით
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
საჭადრაკო "მედია თასი 2013" "კვირის პალიტრამ" მოიპოვა
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..