დღეს, 19 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ
დღეს, 19 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა წილისყრა იმ ორ წონით კატეგორიაში, რომლებიც რიოში დღეს იჭიდავებენ - 57-სა და 74-ში.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 19 აგვისტოს

57-ში ჩვენი გუნდის მთავარ იმედზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონზე, წინა თამაშების ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდად გაუმართლა, მაგრამ ვერც ბედს დავემდურებით - ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ რუსთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი და ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან რაჰიმი.

ჩვენებურისკენ არიან აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული, ოღონდ ზედა წონაში ჰაჯი ალიევი, ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი ვლადიმირ დუბოვი, ახალგაზრდებში თურქი მსოფლიოს ჩემპიონი სულეიმან ატლი, რუმინელი ევროპის მესამეპრიზიორი ივან გუიდეა და კიდევ რამდენიმე მოჭიდავე.

ეს სიაც შთამბეჭდავია, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი ფალავნისთვის მთავარი მეტოქეები მაინც ირანელი და რუსთა ციმბირელი ფალავნები არიან. თუმცა ეს უკანასკნელი ძირითად კონკურენტად უფრო "ძლიერი ზურგის" გამო მიგვაჩნია - მისი სიმამრი ალმასის მაგნატი და სახა-იაკუტიის ავტონომიის პრეზიდენტი, დიდძალი ფულის პატრონი ეგორ ბორისოვია. შეიძლება ითქვას, დიდწილად მისი დამსახურებით და კრემლის ჩარევით ლებედევი "წიხლით შეტენეს" ოლიმპიურ ნაკრებში - ჩვენც ვწერდით, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ დისკუსიად იქცა.

ირანელმა მსოფლიოს ბოლო ოთხ პირველობაზე მოიპოვა სხვადასხვა სინჯის მედალი, ანუ ზესტაბილურია, თუმცა, გახსოვთ, შარშან მსოფლიოს პირველობის ფინალში ხინჩეგაშვილმა რამდენად დამაჯერებლად მოუგო და როგორ ატირა ცხარე ცრემლებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ირანელი მასთან საჭიდაოდ ათმაგად მოტივირებული იქნება და კარგია, მეორე მხარეს რომ მოხვდა. თან ლებედევს მეორე წრეშივე ხვდება.

ბადის ამ მხარეს აღსანიშნავია მონღოლთა მსოფლიოს მესამეპრიზიორი ბეკბაიარ ერგენებატი და ამავე ჯილდოს მფლობელი კუბელი იოვლის ბონე როდრიგესი, თუმცა, საეჭვოა, მათ ირანელის გაჩერება შეძლონ (ლებედევთან გაცილებით მეტი შანსი აქვთ). თუმცა აქვეა კიდევ ერთი ძლიერი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი, ჩრდილოკორეელი იან კიონ II, ვისაც შეუძლია, საერთოდ თავდაყირა დააყენოს ბადის ეს მხარე.

ხინჩეგაშვილი პირველ შეხვედრას ყაზახ ნურისლამ სანაევთან გამართავს, მასთან მოგების შემთხვევაში კი ჰაჯი ალიევსა და სამხრეთკორეელ იუნსიკ იუნს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. სანაევმა შარშან ლას ვეგასში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ ზემოხსენებულ მონღოლთან წააგო და მეხუთეზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ იქ ხინჩეგაშვილმა მასაც მოუგო და მონღოლსაც.

აქვე შევნიშნავთ, რომ ყაზახებს ამ წონაში კიდევ ერთი ციმბირელი არტააშ სანაც ჰყავთ, საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე, მაგრამ მას სანაევი ამჯობინეს და სანაც, ვგონებთ, რუსეთში დაბრუნდა.

ჩვენებურმა ალიევს წლეულს ევროპის პირველობაზე მოუგო, როცა წონა არ დაიკლო, თავის წონაში "მიუხტა" და კუდით ქვაც ასროლინა. თუმცა ის ადრეც დაუმარცხებია.

25 წლის კორეელი არაა ტიტულოვანი სპორტსმენი, აზიური თამაშების მესამეპრიზიორია, თუმცა მათი მომზადებისას რას გაიგებ, იმ დონის პროფესიონალები არიან...

ხინჩეგაშვილი მეორე შეხვედრის მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა, სადაც ბულგარელის, ამერიკელის, თურქის და რუმინელის კვარტეტიდან უძლიერესი შეხვდება. მერვედფინალში ბულგარელი უტიტულო და უცნობ ამერიკელს ხვდება, თურქი - რუმინელს.

74 კილოგრამში ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი პირველ შეხვედრას გამოუცდელ ბულგარელ გიორგი ივანოვთან ჩაატარებს, ამათში მოგებულს კი მომდევნო წრეში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვსა და კოლუმბიელ კარლოს არტურო იზქუიერდო მენდესს შორის უმჯობესი შეხვდება. დიდი ალბათობით, ეს უმჯობესი ევროპის ორგზის ჩემპიონი და წლევანდელი ფინალისტი, ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსანი ჰასანოვი იქნება.

მესამე წრეში ბადის ამ მხარეს ორი მრისხანე ლიდერი მოდის - რუსთა ყაბარდოელი ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ანიუარ გედუევი და ამერიკელთა მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის მომგები ჯორდან ბაროუზი.

ყაბარდოელისა და ამერიკელის გზები უკვე მეორე წრეში, მეოთხედფინალში იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ისინი შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში და იანკმა ძლევამოსილად იმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koki
ამან თუ ასე გააგრძელა ჭიდაობა ასპროცენტიანი სამივე სინჯის მედალს აიღებს ერთდროულად
lados
ბოლო იმედი გენო პეტრიაშვილია და პირადად მე მისი იმედი უფრო მაქვს.
Gio
ირაკლი...არტაშ სანაა და ნურისლამ სანაიევი ერთიდაიგივე ადამიანია...ტუველმა სანაამ მოქალაქეობასთან ერთად რელიგიაც და სახელი და გვარიც შეიცვალა...
Teimuraz
არა მგონია, დამაჯერებლად მოგება დროის ამოწურვამდე 5 წამით ადრე გაკეთებული ილეთით ხდებოდეს. თუმცა ასეთ მოგებაზეც ყაბულს ვარ დღეს!
Lado
ვლადიმერ, ჩვენი ბოლო იმედი ხარ, ძმაო!!!!!!!
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...