ქართველმა ნახევარმცველმა "სევილიას" ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ "სევილიას" ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ Sportall.ge-ს მისცა.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიას ტრანსფერი ანდალუსიურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

- მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ... როდის გაჩნდა "სევილიას" ვარიანტი?

- "სევილიას" ვარიანტი, კონკრეტული წინადადებით, ივლისში გამომიჩნდა.

- "ხიმნასტიკი" შენს შენარჩუნებას ეცადა თუ ფინანსურმა მხარემ დააკმაყოფილა და თავიდანვე დათანხმდა გაშვებას?

- უდიდესი მადლობა მსურს გადავუხადო "ხიმნასტიკს", მის ხელმძღვანელობას, რადგან უპირველესად, აზრი მე მკითხეს და ჩემი ინტერესები გაითვალისწინეს. გაითვალისწინეს, რომ ყველა ფეხბურთელს არ ეძლევა საშუალება "სევილიას" დონის გუნდში თამაშის, თანაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში.

ცხადია, ფინანსური მხარეც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პირველ პლანზე ჩემი ინტერესები დააყენეს.

- დიდი გაურკვევლობა იყო იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რომელ გუნდში ითამაშებდი, პირველში თუ მეორეში. როგორია კონტრაქტის დეტალები?

- კონტრაქტის დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს - კონფიდენციალურობა უნდა დავიცვა, თუმცა კონტრაქტი "სევილიასთან", ანუ მთავარ გუნდთან მაქვს გაფორმებული.

კონტრაქტი 4-წლიანია და გათვლილია ყველა დეტალი. ის ფეხბურთელის ინტერესიდან გამომდინარე შედგა.

თუმცა ვაცნობიერებ "სევილიას" ფეხბურთელების დონეს და გუნდის ამჟამინდელ სიტუაციას - ისინი ხომ ევროპის 5 საუკეთესო გუნდში შედიან დღევანდელი რეიტინგით... აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თამაშების უმეტესობის ჩატარება პირველ სეზონში მეორე გუნდში მომიწევს, თუმცა არც ეგაა დიდი პრობლემა, რადგან საკმაოდ კარგი გუნდია და ძალიან კარგი დონის ჩემპიონატია სეგუნდა დივიზიონი.

- როგორც ვიცით, დაახლოებით 2 მილიონი ევრო გადაიხადეს ანდალუსიელებმა შენში... ეს მცირე თანხა არაა და ალბათ, დიდ იმედებსაც ამყარებენ შენზე...

- ჩემი ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 1,5 მილიონ ევროს შეადგენს. იმედებს რომ არ ამყარებდნენ, არც შემომთავაზებდნენ კონტრაქტს.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და თანაც, ყოველგვარი ეიფორიის გარეშე. დღევანდელი დღე ხვალ უკვე წარსული იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია პროგრესი და ყოველდღიური განვითარება.

- ტრანსფერის გაოფიციალურების პროცესი საკმაოდ გაგრძელდა და პრობლემა სამუშაო ვიზა იყო. როგორ მოხდა ისე, რომ "ხიმნასტიკში" 6 თვის ნათამაშებ ფეხბურთელს ეგ ვიზა არ გქონდა? "ხიმნასტიკი" არ მოითხოვდა?

- პრობლემა ის იყო, რომ ეს უკვე ჩემი მეორე კონტრაქტი იყო ესპანეთში - პირველი რომ ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა, მარტო პასპორტის ნომრით დავრეგისტრირდებოდი, მაგრამ როცა მოქმედი კონტრაქტი გაქვს ესპანურ გუნდთან და გადადიხარ ამ ქვეყნის სხვა გუნდში, მხოლოდ პასპორტით ვეღარ დარეგისტრირდები. ამ შემთხვევაში ცხოვრების უფლება და სამუშაო ვიზა გჭირდება, რომელიც აღებული არ მქონდა. ველოდებოდი მას...

ამ ლოდინში გამომიჩნდა "სევილიის" ვარიანტიც და უკვე დროში ვეღარ ვეტეოდი.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს ესპანეთში, ბ-ნ ზურა პოლოლიკაშვილს, რომელიც მაქსიმალურად დამიდგა გვერდში და ეცადა, რაც შეიძლება მალე ამეღო ვიზა. მადლობა ასევე ფედერაციაში მყოფ ადამიანებს, ვინც ვიზის კუთხით დამეხმარა... პოლოლიკაშვილმა კი ყველა შეაწუხა ესპანეთში, ვისი შეწუხებაც კი შეიძლებოდა და მომიგვარა ეს პრობლემა.

- რა მოგცა "ხიმნასტიკში" გატარებულმა პერიოდმა და რა უნდა მოგცეს "სევილიამ"? რა მოლოდინები გაქვს?

- "ხიმნასტიკში" გატარებული პერიოდის დროს უფრო გავიზარდე, ტაქტიკურად უფრო გავნათლდი, ფიზიკურადაც... როგორც ფეხბურთელმა მოვუმატე და მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას. მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი.

"სევილიასგან" იგივეს ველოდები, რასაც ველოდი "ხიმნასტიკისაგან". ჩემი მიზანი ყოველთვის განვითარება იქნება, რა გუნდშიც არ უნდა წავიდე!

- როგორ მიგიღეს გუნდში? ივარჯიშე უკვე?

- კონტრაქტი დღეს გავაფორმე, ინდივიდუალურადაც ვივარჯიშე, გუნდს კი ხვალ შევუერთდები.

- და ბოლოს, ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ. ვაისმა კვლავ გიხმო ნაკრებში. ახალი შესარჩევი ეტაპი იწყება. როგორ შეაფასებდი საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს?

- ვნახე სია და მადლობას ვუხდი მწვრთნელს ნდობისთვის. ნაკრებში თამაში უდიდესი სიამოვნება და ამავე დროს, პასუხისმგებლობაა ქვეყნის, ოჯახის წინაშე. ჯგუფიდან გასვლა იქნება მიზანი და მაქსიმალურად ვეცდებით ამას.

Too
აბურჯანიას წარმატება მაგრამ ჟურნალისტო სათაური სხვაა თემა სხვა
999999999999999999
ყოჩახ.ლოგიკური და სწორი აზროვნება,გისურვებ წინსვლას.
gizog
ყოჩაღ გიორგი და ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც მუხლჩაუხრელად აკეტებს ქართულ საქმეებს, რეკლამების გარეშე. ალბათ შერცხვებათ ზოგიერთ აქ კომენტარების გამკეთებელ პროფესორებს ყველაფერზე და ყველაზე ეჭვებს რომ გამოტქვამენ დაუზარებლად და არMანეთის შეჯიბრით ვინ უფრო მწარე და ადამიანისთვის საწყენ სიტყვას დაწერს. . ვსარგებლობ შემთხვევით და ლადოს ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას.
გიორგი
გაედო ყველა ბეზდელნიკ უსაქმურ არაკეთილმოსურნეს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ