ნასკარის რიგით 63-ე სეზონის ლეგენდარულ რბოლაში - "დაიტონას 500 მილში" სენსაციური გამარჯვება 20 წლის ტრევორ ბეინმა მოიპოვა
ამერიკაში ნასკარის რიგით 63-ე სეზონი ლეგენდარული რბოლით დაიწყო, რომელსაც "დაიტონას 500 მილი" ჰქვია. "ამერიკის უდიადეს რბოლაში" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 20 წლის ტრევორ ბეინმა, რომელსაც აქამდე ნასკარის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი ეტაპი ჰქონდა ჩატარებული! ბოლო წრეზე ბეინმა საფინიშო სპურტით მოუგო კარლ ედვარდსა და დევიდ გილანდს.

ბეინი, რომელმაც სტარტის წინ აღნიშნა თავისი მეოცე დაბადების დღე, "დაიტონა 500"-ის ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორი გახდა. გარდა ამისა, ის მხოლოდ მეორე პილოტია ამ რბოლის 52-წლიან ისტორიაში, ვინც პირველი ცდიდან შეძლო მთავარი პრიზის მოპოვება. პირველი იყო ლი პეტი, რომელმაც 1959 წელს სადებიუტო რბოლაში მოიპოვა გამარჯვება.

საინტერესო ის არის, რომ ამ მოგებისთვის ტრევორს ქულები არ მიუღია, რადგან არ იყო მთელს სეზონზე განაცხადში შეყვანილი. ის გუნდმა - ჭოოდ Bროტჰერს ღაცინგ-მა მხოლოდ ამ რბოლისთვის მიიწვია. სხვათა შორის, ამ საჯინიბომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ნასკარის თასზე. და კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი - ტრევორ ბეინმა "ფორდს" ნასკარის უმაღლეს ლიგაში საიუბილეო მე-600 გამარჯვება მოუტანა.

კარგად დაიწყო ახალი სეზონი ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ხუან-პაბლო მონტოიამ, რომელმაც ექვსეულში შეაღწია და გამარჯვებულს მხოლოდ წამით ჩამორჩა. კოლუმბიელს "შევროლეს" გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

ბოლო ხუთი წლის ჩემპიონისთვის - ჯიმი ჯონსონისთვის წლევანდელ "დაიტონა 500"-ზე საქმეები მას შემდეგ წავიდა უკან, რაც ის გრანდიოზულ ავარიაში მოყვა. საერთო ჯამში რბოლა 22-ჯერ (რბოლის რეკორდი) შეწყდა, რის გამოც შეჯიბრის საერთო ხანგრძლივობამ ოთხ საათზე მეტი შეადგინა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის