დაძაბული კვირა ჰქონდათ ჩოგბურთელებს - ისინი ერთბაშად ექვს ტურნირში არკვევდნენ ურთიერთობას.

დაძაბული კვირა ჰქონდათ ჩოგბურთელებს - ისინი ერთბაშად ექვს ტურნირში არკვევდნენ ურთიერთობას. მათგან ყველაზე წარმომადგენლობითი გახლდათ ქალების ტურნირი დუბაიში, სადაც საყოველთაო ყურადღება დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისკენ იყო მიპყრობილი.

საქმე ისაა, რომ ტურნირის მსვლელობისას სკანდინავიელმა დაიბრუნა პირველი ჩოგანის სტატუსი. ამისთვის მას ნახევარფინალში გასვლა სჭირდებოდა და "კარომ" ეს ამოცანა იოლად გადაჭრა. საერთოდ, იანკოვიჩთან ნახევარფინალს თუ არ ჩავთვლით, ვოზნიაცკიმ ყველა მეტოქე ძალიან იოლად დაამარცხა, მათ შორის ფინალში სვეტლანა კუზნეცოვა.

რუსს ფინალამდე უფრო რთული გზის გავლა მოუწია - ორი რთული სამსეტიანი მატჩი ჩაატარა ცვეტანა პირონკოვასა და ფრანჩესკა სკიავონეს წინააღმდეგ. კუზნეცოვამ იტალიის ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი - ფლავია პენეტაც დაამარცხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ფედერაციის თასის ნახევარფინალში რუსეთს იტალიასთან უწევს შეხვედრა.

ფინალში ვოზნიაცკის არანაირი პრობლემა არ შექმნია. პირველი სეტში ერთადერთი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე წააგო. ამ პარტიაში მას სამჯერ მეტი "ვინერსი" ჰქონდა და გაცილებით ნაკლები უნებლიე შეცდომა.

მეორე სეტში ასე თუ ისე შეინიშნებოდა ბრძოლა. ყოველ შემთხვევაში, კუზნეცოვამ სამი გეიმის აღება შეძლო, რაც ბრწყინვალედ მოთამაშე ვოზნიაცკის ფონზე დიდი მიღწევა იყო. რუსმა ორი ბრეიკი გააკეთა და ერთხელ საკუთარი მოწოდებაც აიღო, მაგრამ ამას დანიელმა ოთხი ბრეიკით უპასუხა და 6:3 გაიმარჯვა.

ვოზნიაცკიმ წელს პირველი და კარიერაში მე-13 ტიტული მოიგო. ამ გამარჯვებისთვის მიღებული 900 სარეიტინგო ქულით მან მნიშვნელოვნად გაუსწრო რეიტინგში კიმ კლაისტერსს, რომელიც ახალ ლიდერს 595 ქულით ჩამორჩება.

დუბაი (საემიროები). ჰარდი

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 16) 6:1, 6:3.

ჩელლუარ შოუტჰ ჩუპ

მემფისი (აშშ). ჰარდი

ფინალი

მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-რებეკა მარინო (კან, 6) 6:2, უარი.

ბოგოტა (კოლუმბია). გრუნტი

ფინალი

ლურდეს დომინგეს-ლინო (ესპ)-მატილდა იუჰანსონი (საფ) 2:6, 6:3, 6:2.

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო