ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტოტი დაუჯერებს მონტელას?

ტოტი დაუჯერებს მონტელას?

ტურის მიმოხილვა და არა მარტო: "იუვენტუსის" კრიზისი თითქოს "ინტერის" ძლევით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა

"ბებერი ქალბატონის" კრიტიკული დღეები

"იუვენტუსის" კრიზისი თითქოს "ინტერის" ძლევით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - ტურინული გრანდი ლეჩეში ჩავიდა და ადგილობრივ გუნდთან შერცხვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლუიჯი დელ ნერიმ ტრადიციად ქცეული სიტყვები გააჟღერა: "ამ მარცხისგან კარგი გაკვეთილი მივიღეთ და უკვე ვიცით, რა უნდა გამოვასწოროთ და სად გვაქვს ხარვეზები". თუმცა, "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის უპირატესობაც აღიარა და დასძინა, რომ "ლეჩემ" სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. მეტიც, მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი განადგურებას გადაურჩა და ამას იღბალს უნდა უმადლოდეს.

ახალი "იუვენტუსის" შენება ლუიჯი დელ ნერისთან ერთად თავის თავზე ჯუზეპე მაროტამ აიღო, შესაბამისად, კრიტიკა არც კლუბის სპორტულ დირექტორს აკლია. თავად მაროტა სიმშვიდეს ინარჩუნებს და სჯერა, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს: "მესმის გულშემატკივრების, რომლებიც შეშფოთებულნი არიან გუნდის ასპარეზობით, მაგრამ პირადად მე, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გუნდი სწორი გზით მიდის და შედეგები აუცილებლად მოვა, იქამდე კი სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ და მწვრთნელს მუშაობის საშუალება მივცეთ. სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე კიდევ არაერთი ტურია დარჩენილი და მდგომარეობის გამოსწორების საშუალება ნამდვილად გვაქვს. დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. მთავარია ერთად დავდგეთ და გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომლებიც სახეზეა. გულშემატკივართა მხარდაჭერაა უმნიშვნელოვანესი, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ."

"რომას" მწვრთნელი დაუნიშნეს

ძნელად წარმოსადგენი კია როგორ აძლევს ვინჩენცო მონტელა მითითებებს ფრანჩესკო ტოტის, მაგრამ ფაქტია, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე ასეთი სურათის ხილვა არაერთხელ მოგვიწევს. დიახ, "ჯალოროსის" მესვეურებმა არჩევანი გუნდის ექსფეხბურთელზე შეაჩერეს, რომელიც მხოლოდ 35 წლის არის და სამწვრთნელო საქმიანობაში პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. ხელშეკრულებას 2011 წლის 30 ივნისამდე აქვს ვადა და თუ მხარეები კმაყოფილები დარჩებიან თანამშრომლობით, კონტრაქტიც გახანგრძლივდება. მონტელა რთულ პერიოდში ჩაუდგა გუნდს სათავეში, ფეხბურთელები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი და თითქოს მოტივაციაც არ ჰყოფნით, რომ ბრძოლა გააგრძელონ.

"ჯენოასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ტრიგორიისკენ მიმავალ ავტობუსს ტიფოზებმა კვერცხები დაუშინეს, რითიც უკიდურესი უკმაყოფილება გამოხატეს. ასეთ ვითარებაში მოჰკიდა საქმეს ხელი ვინჩენცომ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს. და მაინც, ტოტი დაუჯერებს მონტელას?

ტურის სიმბოლური ნაკრები

ჟილე (ბარი) - სანტაკროჩე (ნაპოლი), ვიდალი (სამპდორია), კანინი (კალიარი), ბრივიო (ლეჩე) - მესბაჰი (ლეჩე), ლაძარი (კალიარი), ერნანესი (ლაციო) - ტოტი (რომა), პალოსკი (ჯენოა), პალასიო (ჯენოა).

"ბარის" ერთადერთი ნათელი წერტილი მეკარე ჟილე გახლავთ, რომელმაც "ლაციოსთან" წაგებულ შეხვედრაში უამრავჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და სრულიად დამსახურებულად მოხვდა რჩეულ ფეხბურთელთა შორის. საინტერესოდ გამოიყურება თავდასხმის ხაზი, სადაც სამივე ფეხბურთელი ერთი მატჩიდან მოხვდა. "ჯენოა"-"რომას" დაპირისპირებაში შემტევებმა იძალეს დაცვაზე და შედეგიც სახეზეა: როდრიგო პალასიო და ალბერტო პალოსკი - "ჯენოადან", ფრანჩესკო ტოტი კი - "რომადან". აღსანიშნავია, რომ მეექვსედ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის "ლაციოს" შემტევი ნახევარმცველი ერნანესი. ბრაზილიელმა გამარჯვების გოლი გაუტანა "ბარის" და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა "ბიანკოჩელესტეს".

ტურის მოვლენა

"რომამ" ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი და კარგა ხანი ცხრილის ფსკერზე განისვენებდა. მაშინვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ კლაუდიო რანიერის პოსტის დატოვება მოუხდებოდა. ალბათ, ჯობდა ასეც მომხდარიყო, მაგრამ "ჯალოროსიმ" გამოასწორა მდგომარეობა და ერთი ხანობა, ოთხეულშიც შეაბიჯა. თუმცა, სეზონის მეორე ნახევრიდან აღმასვლას ისევ კრიზისი მოჰყვა, რასაც შეეწირა კიდეც რანიერის სკამი. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "შახტართან" განცდილი მარცხის შემდეგ, მწვრთნელს ბოლო შანსი მისცეს და გენუაში საბრძოლველად გაუშვეს - თუ რა მოხდა "სტადიო მარასიზე", ქვემოთ ვისაუბრებთ, ტურის მოვლენა კი უდავოდ კლაუდიო რანიერის "რომადან" წასვლაა.

ტურის მატჩი და გმირი

ეს ორი ნომინაცია გავაერთიანეთ, რადგან ერთი შეხვედრის ირგვლივ მოგვიწევს საუბარი. "რომა" სამი ბურთის სხვაობით უგებდა "ჯენოას" და საბოლოო ჯამში, 4:3-ზე დამარცხდა. ამაში ლომის წილი ახალგაზრდა თავდამსხმელს, ალბერტო პალოსკის მიუძღვის, რომელმაც ორჯერ შეარხია რომაელთა კარის ბადე. ალბერტო "მილანის" აღზრდილია, რამდენიმე შეხვედრა "როსონერის" მთავარ გუნდში აქვს ნათამაშები, რის შემდეგაც "პარმაში" გაანათხოვრეს. ამ ზამთარს "ჯენოაში" მოხვდა და თავისი პირველი გენუური გოლი სწორედ გასულ კვირას გაიტანა. პირველს მეორეც მიაყოლა და მთავარი შემოქმედი გახდა იმ გამარჯვების, რომელზეც გენუაში და მთელს იტალიაში კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ.

ტურის შეცდომა

ჯერ ის ვთქვათ, რომ ტურის შეცდომა ჯანლუკა პუჯოტომ დაუშვა, შემდეგ კი განვმარტოთ ვინ არის ეს ადამიანი... არც ფეხბურთელია და არც მწვრთნელი - პეჯოტო "ინტერი"-"კალიარის" შეხვედრაში ლაინსმენი გახლდათ და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეცდომა სარდინიელებს გაშვებულ გოლად დაუჯდათ, "ინტერმა" კი ძვირფასი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ეს ამბავი მხოლოდ ამ ორი გუნდისთვის არ გახლავთ მნიშვნელოვანი, რადგან "ნერაძური" სასკუდეტო მარათონშია ჩაბმული. ამად არის, რომ "მილანის" და "ნაპოლის" მესვეურებმა კიდევ ერთხელ აიმაღლეს ხმა მსაჯთა შეცდომებზე და "ინტერის" გამარჯვებას დაუმსახურებელი უწოდეს. ვერ გეტყვით როგორ განვითარდებოდა მოვლენები პეჯოტოს რომ ალამი აეწია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - "ნერაძურიმ" ოფსაიდიდან გატანილი გოლით გაიმარჯვა. ამას "ლეგა კალჩოს" სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტეფანო ბრასკიც ადასტურებს:

"ლანსმენმა ნამდვილად დაუშვა შეცდომა და ამის უარყოფა შეუძლებელია. იმ ეპიზოდში "კალიარის" საჯარიმოში ბევრი ფეხბურთელი ირეოდა და საკმაოდ რთული იყო იმის განჭვრეტა, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა, ეს არ ამართლებს მთავარი მსაჯის თანაშემწეს, არბიტრები სწორედ იმიტომ იღებენ კვალიფიკაციას და მაღალ ხელფასებს, რომ სწორედ ასეთ სიტუაციებში მიიღონ სწორი გადაწყვეტილება."

ტურის ფრაზები

კლაუდიო რანიერი (რომას მთავარი მწვრთნელი): "ყოველთვის კარგი მსურდა "რომასთვის", მაგრამ ეს ისტორია დასრულდა. ფეხბურთელებს უკვე დავემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე."

ლუიჯი დელ ნერი (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "ვერაფერში ვერ ვივარგეთ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვიმართლა, რომ გამანადგურებელი ანგარიშით არ წავაგეთ."

ციფრები და ფაქტები

- სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვების მოპოვება 2001 წელს "ბარისთან" პაექრობაში "პერუჯამ" მოახერხა. და აი, ათი წლის შემდეგ იგივე "ჯენოამ" გაიმეორა;

- 2010 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, "ლეჩემ" პირველად შეინახა საკუთარ მოედანზე კარი მშრალად;

- მასიმილიანო ალეგრიმ მეასე გამარჯვება მოიპოვა სამწვრთნელო კარიერაში. სულ, მის ანგარიშზე 259 შეხვედრაა - 100 გამარჯვება, 73 ფრე და 86 მარცხი;

- "კიევოსთან" გამარჯვება "მილანმა" სილვიო ბერლუსკონის კლუბის სათავეში მისვლის 25-ე წლისთავაზე მოიპოვა. ბუნებრივია, რომ წარმატება პრეზიდენტს მიეძღვნა.

ლაშა წიკლაური

• მახო

ლაშა შენ რაღაც ძაან არ მოგწონს ტოტი და ეს შენ სტატიებში სულ შეინიშნება... ტოტის რო არააქ ჭირვეული ხასიათი ეს მემგონი დაამტკიცა უკვე... რანიერისთან არცერთხელ არ უსაყვედურია, მიუხედავად იმისა,რომ ტყუილად ახეხინებდა სკამს...

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე