ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ექსკლუზივი] "ასეთი ქომაგობით თბილისში ყველა მატჩს მოვიგებთ"

[ექსკლუზივი] "ასეთი ქომაგობით თბილისში ყველა მატჩს მოვიგებთ"

მაიკ დიქსონი: "დღეს, როდესაც უკვე ქართველი ვარ, ხაჭაპური ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია"
საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ლეგიონერია - მაიკ დიქსონი, 25 წლის, 186 სმ სიმაღლის უკანახაზელი. საკონტროლო მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი ჩვენს გუნდში კარგად ჩაეწერა - კალათბურთელებსაც უგებს და გულშემატკივრის გულის მოგებასაც ცდილობს. მხოლოდ სამქულიანებით არა - გულიანი თამაშით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორ მოხვდა მაიკ დიქსონი საქართველოს ნაკრებში და რატომ გადაწყვიტა უცხო ქვეყნის ნაკრებში თამაში.

- გასულ სეზონში ჩეხური "ნიმბურკის" ღირსებას ვიცავდი, კარგი სეზონი მქონდა, გუნდთან ერთად ვითიბი ლიგაზე ვთამაშობდი, ხოლო ჩეხეთის ჩემპიონატში პირველები ვიყავით. სეზონის დასრულების შემდეგ დამიკავშირდა ჩემი აგენტი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. მითხრა, საქართველოს ნაკრებს სურს შენი დამატება, ასეთი წინადადებით თუ დაინტერესდებიო. სიამოვნებით ვითამაშებ-მეთქი.

- არც დაფიქრებულხარ, ინტერნეტში არ გინახავს, როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები, როგორია მისი შემადგენლობა?

- დაუფიქრებლად იმიტომ დავთანხმდი, რომ მაშინვე მივხვდი - ეს ჩემთვის ახალი შანსია, ახალი გამოწვევა. ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის, ამერიკის ნაკრებში თამაში, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მაღალი დონის კალათბურთელია და მასში მოხვედრა რთულია. რადგან ასეა, რატომ არ უნდა დავიცვა სხვა ქვეყნის ღირსება იმ საქმეში, რაც შემიძლია და რაც მიყვარს - კალათბურთში. ამასთან საქართველოს ნაკრებში გამოსვლის შემთხვევაში მივიღებდი ამ ქვეყნის პასპორტს, რაც სპორტულ კარიერაში ძალიან დამეხმარებოდა. მოკლედ, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ დაფიქრება არ სჭირდებოდა...

- რადგან მალევე დათანხმდი, საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ მანამდეც გექნებოდა ინფორმაცია.

- საქართველოში შარშან ჩეხეთის "ნიმბურკთან" ერთად ვიყავი. მომეწონა, ლამაზია, კერძებიც გავსინჯე, მშვენიერი იყო. განსაკუთრებით პურში ჩადებული ყველი მომეწონა...

- ხაჭაპური?

- დიახ, დღეს, როდესაც უკვე ქართველი ვარ, ხაჭაპური ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. ამასთან, თბილისში რომ ვიყავი მშვენიერი ამინდი დამხვდა, დეკემბერში ჩამოვედით, მაგრამ არ ციოდა. ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ საქართველოში მეორედ უკვე ნაკრების წევრის სტატუსით ჩამოვსულიყავი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ყველა გულთბილად შემხვდა, ბიჭები ჩემი ძმებივით არიან. სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავია. ძალიან კარგი ხალხი მუშაობს კალათბურთის ფედერაციაში. აქ ყოფნა ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა.

- და გულშემატკივარი, რომელსაც რუსეთთან მატჩისას ხშირად მოუწოდებდი აქტიურად ქომაგობისკენ...

- ძალიან მიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. საქართველოში დიდი დარბაზია და ბევრი მაყურებელიც ეტევა. ეს ორმაგად სასიხარულოა. ასევე მიყვარს, როცა თამაშში მხოლოდ კალათბურთელები კი არა, გულშემატკივრებიც ბოლომდე არიან ჩართულნი. მჯერა, რომ ასეთი გულშემატკივრობით თბილისში შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრას მოვიგებთ.

ფანები ენერგიით გვკვებავენ, გამარჯვებაში ძალიან გვეხმარებიან. ამასთან, როდესაც გულშემატკივარი მეტოქის შეტევისას გამაყრუებლად ყვირის, მოწინააღმდეგეზე უარყოფითად მოქმედებს, კალათბურთელებს ერთმანეთის შეძახილები არ ესმით და ბევრ იერიშს აფუჭებენ. სწორედ ასეთი გულშემატკივრობის გამო მიყვარს კალათბურთი.

მინდა მადლობა ვუთხრა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართველ ფანებს, რაც შეიძლება ხმამაღლა გვიქომაგონ.

- ბევრი ვისაუბრეთ საშინაო მატჩებზე. გაცილებით რთული უნდა იყოს გასვლითი შეხვედრები...

- რა თქმა უნდა, კალათბურთელებისთვის თბილისში თამაში უფრო იოლია, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებს გვაქვს საკმარისი გამოცდილება საიმისოდ, რომ სლოვაკეთისა თუ ჩერნოგორიის გულშემატკივრობამ არ შეგვაშინოს. ბევრი რთული მატჩი ჩაგვიტარებია სტუმრად. ასე რომ, არ ინერვიულოთ, შინაც და გარეთაც ყველაფერი კარგად იქნება.

- შენი სამქულიანების იმედი გვაქვს. თუმცა ზოგჯერ ძალიან ცოტას ისვრი.

- ყველა მატჩი სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ მეტი ტყორცნის შესაძლებლობა გეძლევა, ზოგჯერ - პირიქით. კალათბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა მთავარი ის არის, რომ მე აქ ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოს დავეხმარო. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მსროლელად თუ გამთამაშებლად.

- საკონტროლო მატჩებში ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელებს მოედანზე დიდხანს გიწევთ ყოფნა. ეს კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. როგორ ფიქრობ, ოფიციალური შეხვედრებისთვის, როცა კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა, ფიზიკურად როგორ კონდიციებში იქნებით?

- მოსამზადებელი ეტაპი მშვენივრადაა დაგეგმილი. დღეში ორჯერადად ვვარჯიშობთ, შიგადაშიგ თამაშები გვაქვს ჩვენი კონდიციების გადასამოწმებლად. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ყველა კალათბურთელი მონდომებულია. მწრთნელებიც კარგად მუშაობენ და ცდილობენ ყოველი მატჩისთვის კალათბურთელები ხალასად ვყავდეთ.

- თანაგუნდელების შესახებ რისი თქმა შეგიძლია?

- როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში უამრავი გუნდელი მყოლია. ყველა პიროვნება ინდივიდუალურია, სხვადასხვა ხასიათი აქვს. ზოგი წყნარია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ზოგი პირიქით, უფრო კონტაქტურია. ბევრს ვსაუბრობ ბექა ბურჯანაძესთან, თორნიკე შენგელიასთან... ყველასთან...

როგორც აღვნიშნე, კალათბურთელებს ერთმანეთში ძალიან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი დიდი ხანია ერთად თამაშობს.

- 2004 წლიდან...

- 12 წელი. ძალიან დიდი დროა. ასეთ გუნდში მოხვედრა ნებისმიერი ახალწვეულისთვის საინტერესო და სასიამოვნოა.

- ახლა, რაც შეეხება მეორე ახალ გუნდს - საბერძნეთის აეკ-ს. რატომ გადაწყვიტე "ნიმბურკიდან" ათენში გადასვლა?

- ბერძნებმა კონტრაქტი თვე-ნახევრის წინ შემომთავაზეს. სიტუაცია ოჯახის წევრებთან ერთად ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ წინსვლისთვის ეს იყო კარგი შანსი. აეკ-ში საშუალება მექნება, ევროპაში ვუჩვენო ჩემი შესაძლებლობები. სასიამოვნო ის იყო, რომ ზაფხულის დასაწყისში დამიკავშირდნენ, მაშინ, როდესაც გუნდის დაკომპლექტება ახალი დაწყებული იყო. მწვრთნელმაც მიმახვედრა, რომ ვჭირდები და აეკ-ში მნიშვნელოვანი ფუნქცია დამეკისრება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, საბერძნეთის ლიგა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. გარდა ამისა, ჩემი ახალი გუნდი ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. სხვათა შორის, საბერძნეთში კარგი საფეხბურთო გუნდებიც ჰყავთ...

- ფეხბურთსაც თამაშობ?

- შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ყველა სპორტში მოვსინჯე ძალა. ფეხბურთსაც ვთამაშობდი, ბეისბოლსაც, ამერიკულ ფეხბურთსაც, ველომრბოლელიც ვიყავი და მორბენალიც... ყველაზე რთული ამერიკული ფეხბურთია, ძალიან დიდი ენერგია და გაბარიტები სჭირდება. ყველაზე საინტერესო - კალათბურთი.

- რას ნიშნავს კალათბურთი მაიკ დიქსონისთვის?

- მამაჩემი კალათბურთს კოლეჯების ლიგაში თამაშობდა. ჩემი ძმაც კალათბურთელია, ისიც კოლეჯების ლიგაშია. ამჟამად, მისურის უნივერსიტეტის ღირსებას იცავს. მთელი ცხოვრება მეც კალათბურთის ბურთს დავდევ. ეს ჩემთვის საქმეცაა, ჰობიც, გასართობიც, დედამიწაზე ჩემი ყველაზე საყვარელი რამაა.

ამერიკაში ყოველ ნაბიჯზე მოედნებია. ჩემს სახლთანაც არის პატარა მოედანი. პატარაობაში ყოველდღე ჩავდიოდი, სროლებზე ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი. წარმოუდგენელია მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოყალიბდე, თუ ბავშვობა ეზოს მოედანზე არ გაქვს გატარებული. სწორედ მაშინ შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gizog

საინტერესო ფენომენი გავხდით სპორტის ქართველი ქომაგები. სპორტსმენებისგან მოვითხოვთ მასიმუმს და ჩვენ ელემენტარულად სტვენაც გვეზარება მეტოქე გუნდის დასაბნევად. კარგი იქნება ტელევიზიამ გვაჩვენოს ან იქნებ sportal.ge-მ დადოს ძველი თამაშები როგორ ვუგებდით ცსკას ევროპაში ერთერთ უძლიერეს გუნდს. ბურთს რომ მეტოქე მიიღებდა დარბაზი რამის იქცეოდა გამაყრუებელი სტვენით და ხმაურით, ასეტ შემთხვევაში ყოფილა ჩვენ კალათბურთელებს 15 და 20 ქულაც ამოუქაჩიათ. მასპინძლობას ეს უპირატესობა აქვს, თორემ მოედანი და კალათი ყველგან ერთნაირია სტურისთვისაც და მასპინძლისთვისაც. არ ვიცი რა მოხდა რა დავემართა, რამ დაგვაკნინა, როგორც ადრე ჩვენს დროს იტყოდნენ ხოლმე რამ გაგვაქეთინოვა. 1979-ში ლუჟნიკებში ორი დინამო ეცილებოდა საკავშირო თასს თბილისის და მოსკოვის როცა ჩვენები ბურთს მიიღებდნენ ქართული ომახიანი დ ი ნ ა მ ო რამის აზნზარებდა უზარმაზ ნაგებობას, ხოლო რუსების წამოკნავებული ძ ი ნ ა მ ო მგონი ფეხბურთელაბამდეც ვერ აღწევდა. ვუყურებ და ვერ გამიგია ასე რამ დავაჩანაკა, შეძახილი უნდა შეცავდეს იმდენ ენერგიას, რომ შენს მოთამაშეს გულს უჩქროლებდეს და ორჯერ მეტის გაკეთებისთვის განაწყობდეს, ხოლო მოწინააღმდეს მუხლებს უკანკალებდეს, ვინ დიდი ფეხბურთის და კალათბურტის მომსწრეა დამეთანხმება, როგორ დღეში ჩაგვიგდია ქომაგებს მოწინააღმდეგე უდიდესი გამოცდილების გუნდებიც კი, როგორ დაბნეულან და ვეღარ გაუგიათ რა ეკეთებინატ, იმედია იმ დროის მოთამაშე სპორცმენები დამიდასტურებ ამას. თამაშს მარტო სპორცმენები კი არა ქომაგებიც იგენ არც თუ იშვიათად. აგერ ამერიკემაც გვთხოვა თუ მოხვალ გვიქომაგეც კიდევაც მარტო მაყურებლები ნუ იქნებითო.

• Luka

პატივცემულო "მაია" არავითარი 16 მილიონი არ სჭირდება ლეგიონერის მოყვანას.ის პასპორტი რისთვისაც მოდის მისთვის უკვე სტიმულია და მერწმუნეთ გაცილებით უკეთესის ჩამოყვანაა შესაძლებელი. თქვენ რა გნებავთ ბრძანოთ რომ 15 მილიონი გადაუხადა მაკედონიამ ბო მაკალებს? თუ შემონდ ვილიამს უხდიდა ფედერაცია 15 მილიონს?? მართლა როცა არ იცით ნუ იტყვით ისეთ რამეს რაც გააცინებს ადამიანს! სწორი სელექციაა საჭირო და არა ლეგიონერის მოყვანა რომლის გამონათებას ველოდოთ და ძირითადად ცინცაძე სჯობდეს მანამდე.

• მაია

"Luka"-ს. არავინ იცის, ვინ ვინ არის, შენს გარდა:) იქნებ გესწავლებინა და 10-15 მილიონი დოლარიც მოგეყოლებინა დიქსონზე უკეთესი კალათბურთელის გადმოსაბირებლად. არა რა, ამ ქვეყანაში ყველა მასწავლებელი როგორ არის!!!

• Luka

Tkven etyoba kargi kalatburteli legioneri ar ginaxavt sxva amas rom miichnevt sauketesod :)))))))))))) sauketeso ki ara dzalian dabali donea nakrebistvis

• სიმართლის მოყვარული

ვფიქრობ, დიქსონი გამოადგება ჩვენს ნაკრებს. ამავდროულად, არ მიმაჩნია გამართლებულად ინფორმატორის მოწოდებები მიკროფონში მატჩის დროს უფრო აქტიური ქომაგობისკენ - ასეთი ჩარევა გულშემატკივრობის პროცესში, ჩემის აზრით, არასწორია. მეორეს მხრივ, ცხადია, ვისურვებდი, რომ ქომაგი უფრო აქტიური ყოფილიყო...

• ნიკოლოზი

ძალიან კარგი კალათბურთელია და კარგი ადამიანიც ჩანს. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ნატურალიზირებული ამერიკელებიდან ნამდვილად საუკეთესოა.

• გიო

"nika"-ს. საბერძნეტის "აეკ" ეცროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მაიკლ დიქსონის დონის კალათბურთელი, მისი ფუნქციით საქარტველოს ნაკრებისთვის ძალიან კარგი არჩევანია. შენ არ ვიცი "ჭ" კლასს რას ეძახი. ლებრონ ჯეიმსი თუ გინდა, საქართველოს კალათბურთის 5 წლის დაფინანსებაც არ ეყოფა, თანაც, ასე ადვილი არ არის, დაითანხმო ესა თუ ის კალათბურთელი. საერთოდ, როგორც ჩანს ადვილი გგონია სპორტის სახეობებში წარმატების მიღწევა, ან წარმატებული სპორტსმენების თითქმის უფასოდ გადმობირება. რაიმე საკითხზე რომ საუბრობ, მით უმეტეს, რომ აკრიტიკებ, ოდნავი შეხება მაინც უნდა გქონდეს თემასთან. შენს კი, როგორც ჩანს, არათუ შეხება, წარმოდგენაც არ გაქვს.

• soso

უკეთესის საშუალება რომ ყოფილიყო,მოიყვანდნენ.ისე კი რას ერჩით,ამხანაგურებში ერთერთი საუკეთესოა,მით უმეტეს სამქულიანებში.

• 912

ხაჭაპურმა დაღუპა ქართული სპორტი

• nika

ეს ჭ კლასი სად ნახეს?? ამერიკელი კალათბურთელია და ევროპაში თამაშობს საშუალო დონის გუნდებში.

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს

დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

"ფინალში "ნაპოლისთან" შეხვედრა?" - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს

[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს

[VIDEO] "კვარა" და პსჟ მთელი ბრწყინვალებით - "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა დიდებულად დაიწყო

[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს

"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!

WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი

Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს

კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ

BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო

"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი

ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ოთხთა ტურნირი მარცხით დაიწყო

"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან

"ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა" - შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა

საქართველოს ნაკრები: შენგელია მსუბუქად ვარჯიშობს, დიქსონი - ინდივიდუალურად

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

საქართველო-რუსეთი 97:100 (დ.დ.) - აი, რატომ მიყვარს კალათბურთი!

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს

ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა

ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა

ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"