დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პირველი ლიგის ორ მატჩში, "სქური"-"სულორი" და "გაგრა"-"საპოვნელა", მომხდარი ინციდენტები განიხილეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის დებულების დარღვევით, ამ მატჩებში "სულორმა" და "გაგრამ" განახორციელეს 5-5 შეცვლა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება 4.14 მუხლს.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე გუნდს ჩაეთვალა 0:3 წაგება და დააკლდათ 3 ქულა. ამასთან, დაჯარიმდნენ 1000 ლარით.

დღესვე გაიმართა მსაჯთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, სადაც მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, "სქური"-"სულორის" მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ივანე მაჩიტიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მეორე ასისტენტ თეიმურაზ მაღლაკელიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

სათადარიგო მსაჯ ილია ტუღუშს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

"გაგრა"-"საპოვნელას" მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი ავაზაშვილს აეკრძალა ყველა ლიგაში მსაჯობა სეზონის ბოლომდე.

პირველ ასისტენტ ფელიქს ჭაავას აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მეორე ასისტენტ პაატა ბელთაძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში ორი ტურით და მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

სათადარიგო მსაჯ ვახტანგ ბასილაიას აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სეზონის ბოლომდე.

ასევე: ორივე მატჩის მსაჯთა დამკვირვებლებს, დურსუნ მენთეშაშვილს და გურამ ჩიგოგიძეს აეკრძალათ საქმიანობა 2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და მიეცათ პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ანნა
კლუბები რატომ დასაჯეს....მსაჯებმა მისცეს ხუთი ცვლილების ნება...და რა შუაში იყვნენ კლუბები..არ გეშველებათ არაფერი...საცოდავი ფედერაცია..
ilo
ბრავო კობი
სოსო
ეს მსაჯები სეზონის წინ გამოცდებს არ ატარებენ?ძირფესვიანად ჩალპა ქართული ფეხბურთი და მისი მესვეურები ახლა პარლამენტში მიიწევენ.ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო,მაგათზეა ნათქვამი.ისე გია ნიჟარაძე ან ბიძინა გეგიძე რომ ჩაუყენონ ფეხბურთის ფედერაციას სათავეში,კარგად გაასუფთავებენ მანდაურობას და სუფთა საფუძველზე ამოზრდილმა იქნებ ჯანსაღი ნაყიფი მოგვცეს,
თბილისელი
ეს ამბავი გუიშინ ჯერ არ იყო გახმაურებული რამდენიმე მსაჯს ვკითხე თუ იცოდნენ ცვლილების შესახებ და აეცერთმა არ იცოდა. ამიტომ დამნაშავეები ფედერაციაში უნდა ეძებონ
კოკა
დასაჯეს გუნდები, ქულები ჩამოართვესო და დილის მერე ფედერაციის საიტზე ძველი ცხრილი დევს. ეტყობა არც იმის ტვინი აქვთ რომ შესწორებები შეიტანონ. საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები ალბათ და არ სცალიათ ფეხბურთისთვის
Kote
რას ნიშნავს არ იცის? რადგან ორივე გუნდმა 5-5 შეცვლა გააკეთა, ესე იგი ყველა მხარე თანახმა იყო, ესე არ არის?
კოკა
სვარშიკების ფედერაცია რომ იყოს, კიდე არაფერი უჭირს,ესენი მაგ დონეზეც ვერ მივლენ რომ ვუყურებ.
zaza111
მსაჯმა დებულება არ იცის,არც დამკვირვებელმა,ზოგმა წესიც არ იცის საცოდავო ქართულო ფეხბურთოოო მართლაა...დოგრაშვილი წამოვა და დანიშნავს 11მეტრიანებს წესები და დებულება არ ცოდნია,ან ის ახალგაზრდები კიდე რაა.
zumba
სფფ - სვარშიკების ფეხბურთის ფედერაცია
Anyone for help
ესეც ასე, დაიბანეს ხელი. გუნდებს და მსაჯებს შეახოცეს. ერთი თქვენ თავებში ჩაგვახედა, რა გიდევთ შიგ. დებულება თუ არ მიეცი კაცს, ცვლილებები არ გააცანი, საიდან ეცოდინება. სულ დაკარგეთ ნამუსი, თუმცა რას დაკარგავდით, რაც არ ჰქონიათ
darkness
მართლა საცოდავო ქართულო ფეხბურთო, ვის ხელში ხარ? არ იციან გუნდებმა, არ იცის მსაჯმა, ,არ იცის დელეგატმა. რატომ? არის ეს სისტემური დანაშაული თუ არა?ამ კითხვას გაეცით პასუხი. რომ სცოდნოდათ, ძალით დაისჯიდნენ თავს? ან სხვადასხვა სასჯელები რა არის ერთი და იგივე დანაშაულისთვის? აბა, რომელიმე ფედერაციის თანამშრომელი თუ დაისაჯა უვიცობის თუ გულგრილობისთვის. ჩავლენ მერე ადგილებზე და იქით ასწავლიან ჭკუას ეს არარაობები.
ქომაგი
სირცხვილი და თავის მოჭრა! კაი, გუნდებმა არ იცოდნენ დებულება და მსაჯები, კომისრები და დამკვირვებლები? ასე ვერ გავფრინდებით...
საცოდავი ფედერაცია
ვაი საწყალო ქართულო ფეხბურთო რა დგეში ხარ,ჩემპიონატი დაიწყო და კომისრებმა და მსაჯებმა დებულება არ იციან.ყვავის ქართული ფეხბურთი.ფაქტიურად აღორძინების გზაზეა
ლუკა
2016 წლის პირველ ოქტომბრამდე კი არა, 2116 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა აეკრძალოთ ამ ხალხს ფეხბურთში საქმიანობა! სხვა რომ დაინახავს ასეთ სასჯელს, აღარ გაუჩნდება სურვილი იგივე ჩაიდინოს. ქართული ფეხბურთის მმართველობისადმი ხალხს ნდობა აქვს დაკარგული. ასე ვერ მოაბრუნებთ გულშემატკივარს ფეხბურთისკენ.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ქუთაისის "ტორპედოს" სასჯელის თარიღი შეიცვალა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 28 სპორტსმენს სასჯელს უმზადებს
"ქუთაისის" კალათბურთელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
ᓓოᓠᓢᓛუნᓓᓘᓡ "ᓑოᓠᓣᓡიᓐ" ᓓᓐ "ᓒაᓚᓐᓗᓐᓡᓐᓠᓐᓘ" ᓓᓐᓘᓡᓯᓔᓑᓘᓐᓜ

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება