ანამ მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში კვლავ ერთი ნაბიჯით წაიწია და ახლა 127 ჩოგანია
ანა ტატიშვილი წარმატებით "აბიერტო მექსიკანოზე" ასპარეზობს - WTA-ს ტურნირზე, რომელიც მექსიკის ქალაქ აკაპულკოში მიმდინარეობს და რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. 21 წლის ქართველი საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად განთესეს. მე-2 წრეში მან უკრაინელ ოლგა სავჩუკს აჯობა - 2:6, 6:4, 6:3. ჩვენებურმა 18 შესაძლებელიდან 8 ბრეიქ-პოინტი მოიგო, შეხვედრა კი ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა.

ახლა მან ძირითად ბადეში გასვლისთვის 26 წლის ჩეხ პეტრა ცეტკოვსკას (143) უნდა მოუგოს, რომელიც აკაპულკოს საკვალიფიკაციო ბადეში მე-7 ნომრად არის განთესილი. ცეტკოვსკა 2-3 წლის წინათ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა 50-ეულში იყო.

გუშინ ახალი რეიტინგ-ლისტის გამოქვეყნების დღე იყო - ჩვენმა საუკეთესო მეჩოგნემ ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და წინ ერთი საფეხურით წაიწია. დღეიდან ანა ტატიშვილი მსოფლიოს 127-ე ჩოგანია. ასეთი ტემპით, ანა საუკეთესო ასეულს 27 კვირაში მიაღწევს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... ტატიშვილს 540 სარეიტინგო ქულა აქვს. 2 საფეხურით დაწინაურდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც 310 ქულით მსოფლიოს 188-ე ჩოგანია. სხვები: 234 (+1) მაკა ჩახნაშვილი - 235 ქულა; 281 (-) სოფიო შაფათავა - 180; 286 (-) თათია მიქაძე - 176; 412 (+3) სოფიო ქვაცაბაია - 90; 550 (+13) ეკა გორგოძე - 53; 597 (-3) მანანა შაფაქიძე - 44; 1151 (+1) ანა ჯიქია - 3. ვაჟთა რეიტინგი: 635 (-) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 31 ქულა; 862 (-1) ლადო ჩიხლაძე - 11.

თურქულ ანთალიაში გიორგი ცივაძემ (ურეიტინგო) სცადა 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გაღწევა, მაგრამ პირველივე წრეში შვეიცარიელ ჰენრი ლააკსონენთან (829) წააგო - 4:6, 4:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა