ქართველი ცენტრის უნიკალური მისია "გოლდენ სტეიტში"
theinscribermag.com-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "ზაზა ფაჩულიას მთავარი როლი "გოლდენ სტეიტში" მომავალი ფინალისთვის ექნება", რომელსაც აქ გთავაზობთ.

"ამ ზაფხულს "გოლდენ სტეიტში" ბევრი შეიცვალა, გუნდში მოვიდნენ კევინ დურანტი, დევიდ ვესტი და ზაზა ფაჩულია. ზაზა გუნდის სასტარტო ცენტრი იქნება.

რა შეიცვალა "უორიორსში" ცენტრის პოზიციაზე? ეს წინსვლაა თუ უკუსვლა? ბოგუტს არავინ სთხოვდა გუნდში ბევრი ქულის ჩაგდებას, თუმცა ადრეულ კარიერაში ეს ცენტრი საშუალოდ 14 ქულასა და 10 მოხსნას აკეთებდა. "უორიორსში" მისი ქულები და მოხსნები 7-7-მდე დაეცა, თუმცა ის იყო ფარის ნამდვილი დამცველი. როცა წინ კარი, ტომსონი და გრინი დაქროდნენ, ბოგუტის ქულები არავის სჭირდებოდა, ამიტომაც ის საშუალოდ 23 წუთზე მეტს არც თამაშობდა.

ფაჩულია ახალ სეზონში უნიკალურ სიტუაციაში იქნება. საინტერესოა, მოსთხოვენ თუ არა მას ბოგუტის საკეთებელის შესრულებას და შეძლებს კი ამას ქართველი? ფაჩულია საშუალოდ 9-ჯერ ხსნიდა ფარიდან ბურთს, მაგრამ ის მაინც არ არის მთლად დაცვითი ყაიდის კალათბურთელი.

გუნდის შეტევითი პოტენციალი დიდად გაიზარდა დურანტის დამატებით. ასე რომ, ზაზას დაცვითი როლის მორგება მოუწევს. "გოლდენ სტეიტი" შემტევი გუნდია და ის დურანტის გარეშეც თამაშში 32 სამქულიანს ისროდა. აცილებული სამქულიანი კი მეტოქის სწრაფი კონტრშეტევის წინაპირობაა.

ამის გამო მათ "ოკლაჰომასთან" კონფერენციის ფინალშიც გაუჭირდათ და ასოციაციის ფინალი "კლივლენდთან" სულაც დათმეს. იქნებ ზაზასთან ერთად გუნდმა ეს პრობლემა გადაწყვიტოს და ქართველმა აცილებული სამქულიანების დაბრუნებაზე იმუშაოს.

ხალხი სამართლიანად მიიჩნევს დურანტის დამატებას მთავარ შენაძენად, როცა დურანტი, კარი, ტომპსონი და გრინი გყავს, ჩათვალე რომ ფინალში ხარ, მაგრამ როცა თავდაცვის დრო მოვა, ფაჩულიამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. თუ ზაზა თავს გაართმევს დავალებას, დინამიკური ოთხეული თავის საქმეს დიდებულად შეასრულებს, თუ ვერა და გავიხსენებთ, რამდენად საჭირო ყოფილა ბოგუტი".

ქუთათური
ზაზა აუცილებლად გამოიჩენს თავს გოლდენ სტეიტში, ამაში დარწმუნებული ვარ. ზაზა მთელი კარიერით, ჟინით, ჯიგრით და კაცობით ის არის რაც მალე გულზე ეწერება - "მებრძოლი"... მიდი ზაზა მიაწექი, მთელი საქართველო შენს გვერდითაა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს შენი გაჩემპიონების
ჯონი
ზაზაზე ვინვ დადებითს ამბობს სრულად ვეთანხმები, ზაზა ლიდერია, რომელი გვყავს ზაზაზე უკეთესი? რომელმა ქართველმა გაძლო ამდენ ხანს ნბა-ში?, ქართველებს მისი იმედი გვაქვს, ვუსურვებ ნბა-ს ჩემპიონობას, რითაც ყველა გავიხარებთ...
bavaria
საღოლ გიორგი, კარგი პასუხია.
bibi
მარტო იღბალი არ შველის ამ კაცმა თავისი შრომითაც დაამტკიცა!!! ღმერთმა ხელი მოუმართოს!!! წარმატებები ზაზას
გიორგი
,,მთავარი ის არის,რომ ძაზა ფაჩულია ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო".ბედნიერ ვარსკვლავზე ბევრი იბადება,მაგრამ ძლიერი ხდება ბედნიერი.ზაზას დაბადების დღეს მარტო თვილიში ორმოცამდე ბიჭი დაიბადებოდა,მაგრამ ...იცის ვინმემ სად არიან? შრომამ შექმნა ზაზას თანდაყოლილი ტალანტისგან ,,ზაზა ფაჩულია".ნუ გშურთ. შური კლავს ადამიანებს.ზაზა კაცია.
maradona
პატივს ვცემ,ვგულშემატკივრობ... მაგრამ,ჩემი აზრით,რეალობა მაინც ის არი,რო ზაზა ფაჩულია იგბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული.
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ექსპერტები შეცდნენ: ზაზა ფაჩულიამ ენდრიუ ბოგუტი ღირსეულად შეცვალა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
gospelherald.com-ის სცენარი: ბოგუტი "გოლდენ სტეიტს", ხოლო ფაჩულია "დალასს" უბრუნდება
ბოგუტი "ლეიკერსში" გადავიდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბოგუტის 58-წამიანი კარიერა "კლივლენდში", სენსაცია მემფისში
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
ESPN-მა ზაზა ფაჩულია NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების ტოპ-50-ში შეიყვანა