საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონის რეგუარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონის რეგუარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მორაგბეთა გნდებს "მასის", "ბეზიეს" და "პერიგოს", რომლებიც პირველი ტურებიდანვე ლიდერობენ, პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ. კიდევ ოთხს კი იქ მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

A ჯგუფში შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი" 73 ქულით პირველ ადგილზეა და უახლეს მდევარ "ბობინის" 16 ქულით უსწრებს. პარიზელებმა, ძნელად წარმოსადგენია, დარჩენილ ტურებში პირველი ადგილი ვერ შეინარჩუნონ.

"მასიმ" მე-17 ტურში უმასპინძლა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის "მონლუსონს", რომელიც ასევე პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და იოლად სძლია - 37:6. აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო და შვიდ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა, ყუფარაძე მოედანზე სამი წუთით ადრე გამოჩნდა. ესაკია, კობაური და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "დიჟონთან" - 24:23. ჩვენებურთა გუნდს 35 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. მაჩხანელმა სრულად ითამაშა, უდესიანი დაშავებულია, მელიქიძე განაცხადში არ იყო.

ჯგუფის აუტსაიდერმა დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზმა" შინ წააგო დიდი ანგარიშით "ბურგ ან ბრესთან" - 6:50. ხოჭოლავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ასევე შინ დამარცხდა მეორეადგილოსან "ბობინისთან" თემურ გელანტიას "სტარსბური" - 6:13. გელანტია თამაშში 38-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმრად მოიგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "სურესნესთან" ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა" - 30:25. კოპალიანი განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი

სურესნე-ორლეანი 25:30, მასი-მონლუსონი 37:6, მაკონი-დიჟონი 24:23, სტრასბური-ბობინი 6:13, სერჟ პონტუაზი-ბურგ ან ბრესი 6:50, ანესი-ნევერი 16:11.

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 73 ქულა, 2. ბობინი - 57, 3. ბურგ ან ბრესი - 52, 4. მონლუსონი - 52, 5. დიჟონი - 48, 6. ორლეანი - 39, 7. ნევერი - 37, 8. მაკონი - 35, 9. ანესი - 24, 10. სტრასბური - 21, 11. სურესნე - 13. 12. სერჟ პონტუაზი - 11.

B ჯგუფში ტურის ცენტრალური შეხვედრაში მეორეადგილოსანმა გიორგი ნემსაძის "მონტობანმა" ლიდერ ლაშა მალაღურაძის "ბეზიეს" უმასპინძლა. გუნდები ფრეზე გაიყარნენ - 9:9. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "ბეზიეს" ახლა 56 ქულა აქვს და "მონტობანს" ცხრა ქულით უსწრებს.

დავით კაჭარავას "ნიცა", რომელიც 43 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, სტუმრად ფრეს დასჯერდა ირაკლი გიორგაძის "ლავორთან" - 29:29. კჭარავამ სრულად ითამაშა, გიორგაძე განაცხადში არ იყო.

გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინმა" სტუმრად წააგო მესამეადგილოსან "ბლანიაკთან" - 10:19. ლაბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მაგრამ დაშავდა და მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ბელქანია განაცხადში არ იყო. "ლა სეინი" 35 ქულით მე-8 ადგილზეა.

დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენამ" შინ წააგო "გროლესთან" - 7:9. ბასილაია, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 59-ე წუთზე გაასინბინეს, მაღალდაძე მოდანზე 51-ე წუთიდან გამოჩნდა.

გიორგი კუთარაშვილის შატორენარმა სტურად მოუგო "გრასს" - 13:9. კუთარაშვილმა სრულად ითამაშა.

B ჯგუფი

მონტობანი-ბეზიე 9:9, ბლანიაკი-ლა სეინი 19:10, ობენა-გროლე 7:9, გრასი-შატორენარი 9:13, ლავორი-ნიცა 29:29, ვალანსი-რომანი 25:18.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბეზიე - 56 ქულა, 2. მონტობანი - 47, 3. ბლანიაკი - 47, 4. ნიცა - 43, 5. ვალანსი - 42, 6. ლავორი - 39, 7. რომანი - 37, 8. ლა სეინი - 35, 9. შატორენარი - 35, 10. ობენა - 32, 11. გროლე - 31, 12. გრასი - 17.

ლიდერთა ბრძოლა გაიმართა C ჯგუფშიც. თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" შინ წააგო მეორეადგილოსან "ლიმოჟთან" - 9:12, თუმცა სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური მაინც შეინარჩუნა. პერიგოელები "ლიმოჟს" ახლა ორი ქულით უსწრებენ.

ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა, მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში დადუნაშვილმა შეცვალა, ნინიძე განაცხადში არ იყო.

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ დიდი ანგარიშით მოუგო "რიბერაკს" - 39:5. მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და 55-ე წუთზე გაასინბინეს.

C ჯგუფი

პერიგო-ლიმოჟი 9:12, სენ მედარი-პაი დუ მედოკი 18:15, მარმანდი-ტური 59:7, სენ ნაზერი-რიბერაკი 39:5, სენ ჟუნიენი-ლანჟონი 27:18, ნიორი-ვანი 22:34.

სატურნირო მდგომარეობა

1. პერიგო - 69 ქულა, 2. ლიმოჟი - 67, 3. ვანი - 60, 4. მარმანდი - 52, 5. სენ მედარი - 46, 6. ლანჟონი - 45, 7. სენ ნაზერი - 44, 8. სენ ჟუნიენი - 38, 9. რიბერაკი - 24, 10. პაი დუ მედოკი - 19, 11. ნიორი - 14, 12. ტური - 8.

D ჯგუფში მორიგი მარცხი განიცადა მერაბ კვირიკაშვილის, ბექა ურჯუკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, დავით ბალანჩივაძისა და რეზო გიგაურის "ფიჟაკმა". ჩვენებურთა გუნდი ამჯერად შინ წააგო "მორლაასთან"" - 17:25 და 31 ქულით მე-11 ადგილზეა.

აუტსაიდერი, კარლენ ასეიშვილის "ორტეზი" კი ასევე შინ დამარცხდა "კასტანესთან" - 20:38.

D ჯგუფი

ლილი-კაორი 57:10, ფიჟაკი-მორლაა 17:25, ლანამეზანი-ოლორონი 45:33, მოლეონი-ლურდი 22:10, ტურნეფოი-სენ ჯან დე ლუზი 30:20, ორტეზი-კასტანე 20:38.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 71 ქულა, 2. კასტანე - 58, 3. ლილი - 54, 4. ლანამეზანი - 54, 5. ოლორონი - 45, 6. სენ ჟან დე ლუზი - 44, 7. მორლაა - 42, 8. მოლეონი - 42, 9. ლურდი - 39, 10. ტურნეფოი - 35, 11. ფიჟაკი - 31, 12. კაორი - 27, 13. ორტეზი - 21.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა