დღეს, 31 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება
ფოტო: GBF.GE

დღეს, 31 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ილიას ზუროსის გუნდი F ჯგუფში სასტარტო შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ალბანეთის გარდა, ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მონტენეგროსა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდები არიან.

- ილიას ზუროსისა და კალათბურთელების კომენტარები ალბანეთთან მატჩის წინ

- ალბანელთა მწვრთნელი: ქართველი კალათბურთელები თავისუფლად არ უნდა ვათამაშოთ

საქართველო-რუსეთის მატჩისას ტრიბუნების შემყურეს ერთი ამბავი გამახსენდა: 2015 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის ნაკრების წარმომადგენლებმა ქართველებს უთხრეს - თეთრი ფორმები სახლში დაგვრჩა, არადა, მასპინძელს (სლოვენია ფორმალური მასპინძელი იყო) სწორედ თეთრი უნდა ეცვას, იქნებ თქვენ ჩაიცვათ თეთრი, ჩვენ კი მოედანზე მწვანეებით გამოვალთო. ეს ერთგვარი ხრიკი იყო - რადგან ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიელი გულშემატკივრები მწვანეებში იყვნენ გამოწყობილნი და კალათბურთელებსაც უნდოდათ, მწვანე მაისურით ეთამაშათ.

ეს ამბავი წლევანდელ აგვისტოს, იცით, რატომ გამახსენდა? - იმიტომ, რომ რუსეთის ნაკრებთან საქომაგოდ ქართველები არასათანადოდ მომზადებულები მივიდნენ - გაცილებით ბევრს ეცვა შავი ზედატანი, ვიდრე თეთრი ან წითელი. ალბანეთთან მატჩში კი შავისა და წითლის ჩაცმა, ფაქტობრივად, ალბანეთის ქომაგობას ნიშნავს. ამიტომ თამაშს დამატებითი ხიბლი რომ მივცეთ, იმ ფერის მაისურით მივიდეთ დარბაზში, როგორიც ჩვენს ნაკრებს ეცმევა - თეთრით.

მუხლის ტრავმის გამო სრულყოფილად ვერ ივარჯიშა მაიკლ დიქსონმა. მის შესახებ ნაკრების თავკაცს ვკითხეთ, რომელმაც მოკლედ მოგვიგო: შევხედავთ, თამაშის წინ როგორ მდგომარეობაში იქნებაო. ასე რომ, დიქსონის ალბანეთთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. მას სათადარიგო სკამთან მივაკითხეთ და მოვიკითხეთ. კიდევ ერთხელ გამოავლინა პოზიტიური ხასიათი: ყველაფერი კარგად იქნებაო, დაგვაიმედა.

საქართველოს ნაკრები

მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი

1. გიორგი შარაბიძე ცენტრი 208 ფენი-ინდუსტრი (მაკედონია)

2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)

3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)

5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)

6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)

7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)

8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)

9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)

10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)

13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)

15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)

16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)

23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)

33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015)

მწვრთნელი: ილიას ზუროსი

თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი

წილისყრისას, ბოლო კალათიდან, შეიძლება ითქვას, საუკეთესო ვარიანტი გვერგო - ალბანეთი. თუმცა ალბანურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ კლასით მეტოქეს ორივე მატჩს ვერ მოუგებ, ბრძოლა მაინც დაგვჭირდება.

ალბანეთის ნაკრები იმ გუნდების კატეგორიიდანაა, ახალი მთვარესავით რომ გამოანათებენ ხოლმე - ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში რეგულარული თამაშით თავს ვერ მოიწონებს. ალბანელებმა ბოლოს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი 2012 წელს ითამაშეს. შედეგს ნუ იკითხავთ - 8 მატჩი, 8 წაგება.

ყველაზე ცნობილი ალბანელი კალათბურთელია ერმალ კუქო. მან კარიერა "ტირანაში" დაიწყო, შემდეგ "ფენერბაჰჩეში" აღმოჩნდა, ხოლო თამაშის დასახვეწად ორი წლით ამერიკის კოლეჯების ლიგაში გადავიდა. ევროპაში დაბრუნების შემდეგ კუქო "ვალენსიაშიც" გამოდიოდა, თუმცა კარიერის ძირითადი ნაწილი მაინც თურქეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული. ამ ქვეყნის ყველა ტოპ-კლუბი მოიარა. ერმალი ახლა 36 წლისაა, თუმცა ალბანეთისთვის მაინც დიდი ძალაა.

ალბანეთის ნაკრები

მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი

17. რობერტ შესტანი უკანახაზელი 187 კაზმა

5. რედი ვოგლი უკანახაზელი 190 ტირანა

6. ბესნიკ ბიბერაი ფორვარდი 200 დომინიონი (აშშ)

7. ალგერტ გიონაი უკანახაზელი 198 ტირანა

8. ბრუნო დალიუ ცენტრი 206 ტირანა

10. ერკანდ კარაი უკანახაზელი 188 კაზმა

11. გენტი ლასკუ უკანახაზელი 183 ტირანა

12. ერმალ კუქო ცენტრი 208 ტურკ ტელეკომი (თურქეთი)

13. კლაუდიო ნდოია ფორვარდი 203 მანტოვა (იტალია)

14. ენდრიტ ჰისანაგოლი ფორვარდი 201 პეია (კოსოვო)

15. გერტი შიმა ფორვარდი 202 პრიშტინა (კოსოვო)

17. ელვისი დუშა უკანახაზელი 188 პრიშტინა (კოსოვო)

20. ალექს კირკი ფორვარდი 196 პისტოია (იტალია)

რაშაუნ ბროდუსი უკანახაზელი 180 გორნიცა (პოლონეთი)

მწვრთნელი: ანტონის კონსტანტინიდესი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგა რას გვაშინებ ვერ გავიგე?? რაც არ იცი იმ თემებს რატო აკომენტარებ??? გამომივიდა ესეც კალათბურთის რუხი კარდინალი
ტარიელი
თავში არ აგივარდეთ ბიჩებო აბანოში კარგად სჩანს შავი თეთრი მოკვარულების ბეჭებზე ადადება და გნიასი არაქართული საქციელია

სუსტი ნაკრები ყავთ ალბანელებს მართლა სუსტები არიან
გიგა-ს
სტანდარტის შესაბამისია მარა ძველმოდურია,90 წლების სამოქალაქო ჩაცმულობას გავს
გიგა
თუ თვალყურს ადევნებთ, ევროპულ კალათბურთში სუსტი გუნდები აღარ არსებობს. ალბანეთის მოთამაშეების იტალიის, თურქეთის გუნდებში თამაშობენ, ამერიკელიც ყავთ. ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა, მონტენეგროს ნაკრებია, სადაც ნბა-ში მოთამაშე სამი კალათბურთელი და ერთი ნატურალიზირებული ამერიკელი ყავთ. ისინი უკვე ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნევიან. ბიჭებს გვერდში დგომა და სავსე დარბაზი ჭირდებათ. "Miriani"-ს. ფორმა და წარწერები თანხმდება ფიბა-სთან. ასე რომ, არის ის, რაც დღევანდელი სტანდარტით არის დადგენილი.
Miriani
ძველმოდური ფორმა გვაქ და შეცვალეთ...
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის