ვაჟთა ტურნირის პერიპეტიები
მეორე დღეს დიდი ინტერესით ელოდნენ რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი გმირის ხუან მარტინ დელ პოტროს გამოსვლას. არგენტინელი სერიოზული განწყობით გავიდა თანამემამულე დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ სათამაშოდ და ბოლო სეტს თუ არ ჩავთვლით, პრობლემა არ ჰქონია - 6:4, 6:4, 7:6(3).

სერიოზული მეტოქე ჰყავდა სტენ ვავრინკას ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს სახით, თუმცა შვეიცარიელმა ზუსტად იგივე ანგარიშით მოიგო, როგორითაც დელ პოტრომ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სტენს პირველ სეტში მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში.

ჩეხი ლუკაშ როსოლი პერიოდულად ახერხებს ფავორიტებთან მატჩებში ბრძოლას, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მან რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო, თუმცა, ამჯერად, ვერაფერი დაუპირისპირა ბრიტანელი ენდი მარეის გიჟურ ტემპს. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მხოლოდ 17 უნებლიე შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა ჩეხი 45-ჯერ შეცდა.

კეი ნიშიკორიმ არ დაუშვა შარშანდელი სიტუაცია, როცა პირველივე წრეში გამოეთიშა აშშ-ის ღიას, თუმცა, იაპონელს ერთი ჩავარდნა მაინც ჰქონდა გერმანელ ბენჯამინ ბეკერთან შეხვედრაში, კერძოდ, მესამე სეტი დათმო, თუმცა დანარჩენ პარტიებში მისი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.

სხვა მატჩები

- მამაკაცთა ბადეში ორ რუს ჩოგბურთელს შეეძლო მეორე წრის საგზურის მოპოვება, მაგრამ რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. ევგენი დონსკოიმ პირველი ორი სეტი ძალიან იოლად მოუგო ამერიკელ სტივ ჯონსონს, მესამეში 5:2 იყო დაწინაურებული, ჰქონდა შვიდი მატჩბოლი, მაგრამ მაინც წააგო - 6:4, 6:1, 6:7(2), 3:6, 3:6!

თეიმურაზ გაბაშვილმა კი მესამე და მეოთხე სეტებში მატჩზე ვერ ჩააწოდა და მანაც ხუთ სეტში წააგო იტალიელ ფაბიო ფონინისთან - 7:6(11), 6:3, 6:7(7), 5:7, 4:6.

- არასტაბილურია ამერიკელი სემ კუერი. ორი თვის წინ, მან უიმბლდონზე დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ახლა კი საშინაო "სლემზე" პირველივე წრეში წააგო მეორე სერბთან იანკო ტიპსარევიჩთან, რომელიც მხოლოდ 250-ეა რეიტინგში. იანკოსთვის ეს არის პირველი მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში.

- ალექსანდრ ზვერევმა გერმანულ დერბიში დანიელ ბრანდსს მოუგო და მეორე წრეში თავის უფროს ძმას - მიხაილს შეუერთდა. ბოლოს, "დიდი სლემის" ტურნირის მეორე რაუნდში ძმები 2006 წელს გავიდნენ. ესენი იყვნენ ბელგიელები - კრისტოფ და ოლივიე ორჰუსები. აშშ-ის ღიაზე კი ასეთი რამ 1998 წლის შემდეგ არ მომხდარა - ძმები ბლეკების გარღვევის შემდეგ.

- დღის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა 19 წლის ამერიკელმა ჯარედ დონალდსონმა, რომელმაც მსოფლიოს მე-14 ჩოგანი, ბელგიელი დავიდ გოფენი დაამარცხა.

ფოტო:

ფულიანი უიღბლოები

მამაკაცთა ბადეში სამმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო მატჩების დასრულება ტრავმის გამო - ფილიპ კოლშრაიბერმა, ბორნა ჩორიჩმა და ალექსანდრ დოლგოპოლოვმა.

მათ დაიწყეს თავიანთი მატჩები, მაგრამ შუა გზაში მიატოვეს საქმე. ასეთი თავგანწირვა გასაგებია - აშშ-ის ღია პირველობაზე პირველ წრეში წაგებულებს 43 ათასი დოლარი ეკუთვნით და ბუნებრივია, ჩოგბურთელები ასეთ მსუყე ჰონორარზე უარს არ იტყოდნენ. შედარებისთვის, 1979 წელს, ჯონ მაკინროიმ აშშ-ის ღიას მოგებისთვის 39 ათასი დოლარი მიიღო.

კაცები

I წრე

მარეი (ბრიტ, 2)-როსოლი (ჩეხ) 6:3, 6:2, 6:2

ვავრინკა (შვეიც, 3)-ვერდასკო (ესპ) 7:6(4), 6:4, 6:4

ნიშიკორი (იაპ, 6)-ბეკერი (გერ) 6:1, 6:1, 3:6, 6:3

ტიმი (ავსტრია, 8)-მილმენი (ავსტრა) 6:3, 2:6, 5:7, 6:4, 6:3

ფერერი (ესპ, 11)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:5 უარი

დონალდსონი (აშშ)-გოფენი (ბელ, 12) 4:6, 7:5, 6:4, 6:0

კირგიოსი (ავსტრა, 14)-ბედენე (ბრიტ) 6:4, 6:4, 6:4

ფ. ლოპესი (ესპ, 16)-ჩორიჩი (ხორ) 3:4 უარი

ძუმჰური (ბოს)-ტომიჩი (ავსტრა, 17) 6:4, 6:3, 4:6, 7:6(0)

ჯონსონი (აშშ, 19)-დონსკოი (რუს) 4:6, 1:6, 7:6(2), 6:3, 6:3

კარლოვიჩი (ხორ, 21)-ლუ (ტაივ) 4:6, 7:6(4), 6:7(4), 7:6(5), 7:5

დიმიტროვი (ბულ, 22)-სერვანტესი (ესპ) 6:2, 6:4, 7:6(7)

მაუ (საფ)-კოლშრაიბერი (გერ, 25) 6:3, 7:5, 1:0 უარი

ა. ზვერევი (გერ, 27)-ბრანდსი (გერ) 3:6, 6:1, 6:4, 7:6(4)

ტიპსარევიჩი (სერ)-კუერი (აშშ, 29) 7:6(4), 6:7(0), 6:3, 6:3

სიმონი (საფ, 30)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 6:1, 6:4

ბერანკისი (ლიტ)-ჟაზირი (ტუნ) 3:6, 7:6(3), 6:4, 6:2

კარენო ბუსტა (ესპ)-ივაშკა (ბლრ) 6:0, 7:5, 6:2

დელ პოტრო (არგ)-შვარცმანი (არგ) 6:4, 6:4, 7:6(3)

ფონინი (იტა)-გაბაშვილი (რუს) 6:7(9), 3:6, 7:6(5), 7:5, 6:4

სებალიოსი (არგ)-ფ. მაიერი (გერ) 6:3, 6:4, 7:6(7)

მარჩენკო (უკრ)-დოდიგი (ხორ) 6:3, 6:4, 6:7(4), 7:5

ევანსი (ბრიტ)-რამი (აშშ) 6:2, 4:6, 7:5, 6:1

ჯანესი (იტა)-კუდლა (აშშ) 0:6, 6:4, 6:1, 1:6, 6:0

ხაჩანოვი (რუს)-ფაბიანო (იტა) 6:3, 6:3, 4:6, 6:3

მატიო (საფ)-კ. ჰარისონი (აშშ) 6:0, 6:2, 6:1

იანგი (აშშ)-შტრუფი (გერ) 6:3, 7:5, 4:6, 7:5

ტროიცკი (სერ)-ალბოტი (მაკ) 5:7, 3:6, 6:4, 6:4, 7:6(5)

სოუზა (პორ)-ესტრელია ბურგოსი (ესპ) 6:0, 6:1, 6:1

შარდი (საფ)-მოჰი (აშშ) 6:4, 6:4, 6:1

ლორენცი (იტა)-ბერლოკი (არგ) 6:4, 6:2, 6:1

გრანოლერსი (ესპ)-მონაკო (არგ) 7:6(5), 7:6(2), 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა