გრანდების დაპირისპირება ტექნოლოგიური სიახლით
იტალია-საფრანგეთი (22:45 საათი) არასოდეს იქნება ჩვეულებრივი მატჩი, გნებავთ, ამხანაგურ, გნებავთ, შესარჩევ თუ, მით უმეტეს, ფინალური ეტაპების დონეზე. ეს ყოველთვის იქნება ორი ძველი და პრინციპული მეტოქის ჯახი, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ კონკრეტული მატჩისთვის.

ისტორიამ იტალია-საფრანგეთის 37 დაპირისპირება შემოგვინახა. "სკუადრა აძურას" აშკარა უპირატესობა აქვს - 19 მოგება, 8 ფრე და 10 მარცხი. შთამბეჭდავია ბურთების სხვაობაც - 80:50. ცხადია, იტალიის ნაკრებს უკეთესი მაჩვენებელი აქვს საკუთარ კედლებშიც - 20 მატჩი, 13 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი, ბურთები - 52:23.

აპენინებზე ისტორიული მეტოქეები უკანასკნელად 2012 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. ესეც ამხანაგური მატჩი იყო, რომელიც პარმას "ენიო ტარდინიზე" 20 000 ათასი მაყურებლის თვალწინ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მასპინძელთაგან თავი სტეფან ელ შაარავიმ გამოიჩინა, ხოლო სტუმართაგან მატიო ვალბუენამ და ბაფეტიმბი გომისმა იყოჩაღეს.

მატჩი, რომელიც ბარის "სან ნიკოლაზე" გაიმართება, განსაკუთრებულია ჯამპიერო ვენტურასთვის, რომელსაც დებიუტი ექნება იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. ახალი მწვრთნელი - ახალი იდეები და ხედვებია, ამიტომ ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა, თუმცა შემადგენლობითა და დაანონსებული ტაქტიკური სქემით (3-5-2) შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ვენტურა, გარკვეულწილად, ანტონიო კონტეს გაგრძელებაა. აკი თავადაც თქვა - სადაც კონტე გაჩერდა, იქიდან ვაგრძელებო.

ვენტურას სიაში ხუთი დებიუტანტია - 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ალესიო რომანიოლი, დანიელე რუგანი, ანდრეა ბელოტი და ლეონარდო პავოლეტი. სავარაუდოდ, ამათგან უმრავლესობას თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

დღეს უბრალო მატჩი ვერ იქნება დიდიე დეშამისთვისაც. მასაც მძიმე ტვირთი აწევს. ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგების შემდეგ ის მოხსნას გადაურჩა, ახლა კი იტალიით იწყებს ახალ ციკლს, რომლის ბოლო გაჩერება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატია.

ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დეშამმა, სწორედაც პერსპექტივის თვალსაზრისით, გუნდს მიღმა დატოვა ვეტერანი მარცხენა მცველი პატრის ევრა, თუმცა კი იქვე განმარტა, რომ მისთვის ნაკრების კარი საბოლოოდ არ მიუხურავს.

ევრას ადგილზე კონკურენცია ექნებათ ლეივინ კურსავასა (პსჟ) და ლუკა დინს ("ბარსელონა"). დეშამს ორი დებიუტანტი ჰყავს მარჯვენა ფლანგისთვისაც, სადაც ტრავმირებული ბაკარი სანია ან სებასტიან კორშიამ, ან ჯიბრილ სიდიბემ უნდა ჩაანაცვლოს.

უფრო ამ უკანასკნელს აქვს მეტი შანსი, რაკი დეშამს ის ევროპის ჩემპიონატის წინ სარეზერვო შემადგენლობაში ჰყავდა და კლერფონტენში ავარჯიშებდა კიდეც. მესამე დებიუტანტი კი ახლახან "დორტმუნდში" გადასული შემტევი უსმან დემბელეა.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ დღეს შედგება ვიდეოასისტენტის პრეზენტაცია-ექსპერიმენტი, რომელსაც ფიფასა და უეფას მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან. მატჩი ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება. მთავარ განმსჯელად გამოცდილი ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსია დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
იტალიელმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ "კიევო" ჩაიბარა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
უმუნდიალოდ დარჩენის გამო, იტალია მილიარდზე მეტს იზარალებს, ვენტურა კი 700 ათასს ითხოვს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დე ლაურენტისი: ვენტურა სერია C-ში 3 თვის შემდეგ გადავაყენე
ჯამპიერო ვენტურა: მე არ გადავმდგარვარ
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადადგა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადააყენეს
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
ყველაფერი გადაწყდა - ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება