ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი. I ტური
"ამ ჯგუფში ჩვენთვის ყველაფერი რთულადაა. სამწლიანი უმოქმედობის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ თბილისში ჩავატარეთ. ოთხი წამყვანი კალათბურთელი გვაკლია. მათ ნაკრებში თამაში იუარეს. ახალგაზრდებით, ნახევრად პროფესიონალებით ვცდილობთ ფონს გასვლას. მათ კი პირველივე მატჩში შენგელიას, სანიკიძის, ფაჩულიას წინააღმდეგ მოუწიათ მოედანზე გასვლა".

ეს სიტყვები ალბანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონის კონსტანტინიდესს ეკუთვნის, რომელმაც დონეზე ლაპარაკისას "ორჯერ მაღლა ხართო", ახსენა. მწვრთნელმა რეალობა მშვენივრად შეაფასა, რასაც სტატისტიკაც გვიდასტურებს - საქართველოს ნაკრებმა ალბანელები თითქმის ორმაგი სხვაობით დაამარცხა (86:47).

ველოდით სხვაობაში ჩვენი რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ არცთუ ცოტა დაგვაკლდა. 2001 წელს აზერბაიჯანის ნაკრებს 60 ქულის სხვაობით ვძლიეთ, ალბანეთთან დაფიქსირებული +39 კი მესამე მაჩვენებელია.

როდესაც მეტოქეზე ორი თავით მაღლა დგახარ, რთულია ითამაშო ისეთივე კონცენტრაციით, როგორც შენი ძალის მოწინააღმდეგესთან. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართველები მოდუნებულები გამოვიდნენ მოედანზე.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა, გუნდის მთავარი ამოცანა დაცვაში მტკიცედ დგომა იყო. შეასრულა კიდეც - ალბანელები 50 ქულამდეც ვერ ავიდნენ. შეტევაში კი ჩვენს კალათბურთელებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ როგორც მწვრთნელისგან, ასევე მეტოქისგან და ამიტომაც ვიხილეთ ეფექტური "ალეი უპები", პასები, ჩატენვები...

მოკლედ, გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების მხრიდან ლამაზი თამაში იხილა. დარბაზში 6 ათასი მაყურებელი იყო. ეს ცოტა არ არის, თუმცა 7 სექტემბერს ჩერნოგორიასთან სპორტის სასახლე გაივსება და სულ სხვაგვარ ქომაგობას უნდა ველოდოთ - ბურთის ჩაგდების ტაშით აღნიშვნა საკმარისი არ იქნება. ასე ტაშს თეატრშიც უკრავენ. ჩერნოგორიასთან ჩვენს ნაკრებს აი, ასეთი ქომაგობა სჭირდება:

"როდესაც მეტოქე უტევს, დარბაზში გამაყრუებელი ხმაური მას ფსიქოლოგიურადაც აფერხებს, კალათბურთელებს კომუნიკაციაში უშლის ხელს და კომბინაციების დალაგებაც უძნელდება. საქართველოს ნაკრებს საქმე გაცილებით უიოლდება, როდესაც თამაშში გულშემატკივარიც ბოლომდეა ჩართული", - ეს მაიკლ დიქსონმა გვითხრა.

შეკითხვა: დიქსონი?

საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია მაიკ დიქსონს. ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან მას მუხლი აწუხებს და ალბანეთთან იოლ მატჩში მწვრთნელმა იგი დაასვენა.

"დღევანდელ შეხვედრაში საშუალება მოგვეცა, დიქსონი დაგვეზოგა. იგი შემდეგი მატჩებისთვის უფრო გვჭირდება", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა.

შემდეგი გაჩერება: სლოვაკეთი

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის საკვანძო მატჩი აქვს. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ადგილობრივებს დავუპირისპირდებით, რომლებმაც პირველ ტურში მონტენეგროსთან სტუმრად 65:97 წააგეს.

მწვრთნელი გვამშვიდებს: "ალბანეთი მოვისტუმრეთ. ახლა უკვე სლოვაკეთზე ვფიქრობთ. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ვიცით, მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა საამისოდ მზად ვართ".

რიცხვი: 400

თორნიკე შენგელიამ დაამრგვალა. მან ოფიციალურ მატჩებში თავისი მეოთხასე ქულა სწორედ ალბანეთთან ჩააგდო. "ორთავიან არწივებთან" დაპირისპირებამდე მას 390 ქულა ჰქონდა მოგროვილი. სადღეისოდ კი 402 ქულამდე ავიდა. ეს თოკოსთვის 38-ე ოფიციალური შეხვედრა იყო ეროვნულ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთათური
და რატომ იყენებთ მონტენეგროს რუსულ სახელს სულ? მ ო ნ ტ ე ნ ე გ რ ო ჰქვია იმ ქვეყანას და არა ჩერნოგორიაააა!!!!!!!!!!!!!
ქუთათური
მიუხედავად ჩემი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრის პატივისცემისა ჩვენი კალათბურთელების მიმართ, მაინც საჭიროა რომ ვთქვათ - ნაკრებმა ალბანეთთან ძალიან სუსტად ითამაშა. ალბანეთის დონეზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, თავადაც ამბობენ რომ სამოყვარულო გუნდია ნახევრად, ხოდა ამ სამოყვარულო გუნდთან რომ 19 დაკარგვა გაქვს (18 ჰქონდათ ალბანელებს!!!) ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ალბანეთი ვერ იყენებს ამ დაკარგვებს, თორემ ცოტათი მაინც უკეთესი გუნდი ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნიდა... იმედი მაქვს თამაშის ხარისხი მოიმატებს, მართლა ძალიან დიდი სხვაობაა ჯერჯერობით კოკოშკოვისა და ზუროსის ნაკრებებს შორის... რაც შეეხება გულშემატკივრობას - ხომ შეიძლება 1 თამაში მაინც, თუნდაც ისეთ გუნდთან, როგორიც ალბანეთია - ჩაატაროთ ქ უ თ ა ი ს შ ი , მოგვეცით საშუალება და გაჩვენებთ აქ როგორ ვგულშემატკივრობთ კალათბურთს. 1 ამხანაგური მატჩი მაინც ჩაატარებინეთ ნაკრებს ქუთაისში, ნუთუ ჩვენი საკალათბურთო ისტორიით არ ვიმსახურებთ ნაკრების თამაშს ჩვენს ქალაქში?!
სოსო
სლოვაკეთთან ძალიან მეშინია,რას სწერთ,სად იყო ხელოვნებაალბანეთსაც კი ვერ ვკეტავდით პერიმეტრზე,ზაზაც რა ფორმაშია ყველამ ვნახეთ და გუნდმა მხოლოდ 11 კაცი ათამაშა,მე12 ის გამოყვანა ვერ გაბედა.არ ვიცი ძალიან ცუდი ნიშნებია,მწვრთნელი არ სჩანს.
qutaiseli
კოკოსკოვს ყადა გუნდი რომელიც იყო აღმასვლის პროცესში ადრედაც დავწერე რო ძალიან ჭკვიანი იყო რათქმაუნდა თავის თავისთვის შეხედა რო გუნდი უკვე დაბერდა და დაღმასვლა დაეწყო ადგადა წავიდა იცოდა რა ჩვენი კალათბურთის ავანჩავანი თავი გადაირჩინა ლანძღვა გინება ხო ჩვენი მთავაღი იარაღია ხოდა ადგადა გაეცალა უბედურებას რასაც ქვია ზუროსს კიდე ხელში შერჩა არაფელი რეგრესის გზაზე მიმავალი ნაკრები რომელსაც ძალიან მძიმე მომავალი ელის.ეგარი სიმართლე და არა კოკოშკოვის ვითომ დიდი მწვრთნელობა აი უკრაინას ნაღდად ყავდა დიდი მწვრთნელი დადო იმ კაცმა ჩვენზე უკეთესი შედეგიც და წავიდა არადა უკრაინის ნაკრები იმდროს ჩვენზე სუსტი იყო.
პაატა
რას ნიშნავს "ხელოვნების გაკვეთილი"?! თუ არ დეწუხდებით იქნებ ვინმემ ამიხსნას, წინასწარ მადლობა! რაც შეეხება თამაშს: სანწუხაროდ ჩვენი ნაკრები რეგრესს განიცდის და არც მწვრთნელი მგონია კოკოშკოვზე რამით აღემატებოდეს, იმედია ვცდები. ცინცაძე დაღუპავს გადამწყვეტ თამაშებს, იმედია აქაც შევცდები:) სპორტულ ჟურნალისტებს: რაშიც 100%-იანი არ ვცდები თქვენი დაბალი კვალიფიკაცია არის!!! ჩვენს "თვითნასწავლ" პოლიტიკოსებს ემსგავსებით და მაგათი არ იყოს რა ანალიზს უკეთებთ რეალობას (თამაშებს) და რეებს წერთ მინიმუმ სამარცხვნოა...თანამედროვე კალათბურთის მცირედი ციდნა მაინც ხომ უბდა იკითხებოდეს?! რა უბედურებაა ალბანწთის უსუსტეს ნაკრებთან საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთი ვითამაშეთ და სასწაული ეპიტეთი გამოიტანეთ სათაურში! წაიკითხეთ გულშემატკივრებია კომენტარები, ცოტათი იქნებ ისწავლოთ რა კუთხით გაანალიზოთ თამაშები!
ბუბა
მიუხედავად ალბანეთთან თითქმის ორმაგი ანგარიშით მოგებისა (არადა მეტოქის ძალიდან გამომდინარე სხვაობა სამმაგი და ციფრი სამნიშნა უნდა ყოფილიყო)თამაშის ხარისხით, განსაკუთრებით მწვრთნელის ტაქტიკური "ზაგატოვკების" გამოცდის მაგივრად ვიხილეთ "პუბლკაზე" გათვლილი მაპატიეთ და სარეკლამო ჩაგდება-ჩატენვები. თუნდაც სამქულიანების გათამაშება სტყორცნაში "ევარჯიშათ", რაც ჩვენი აქილევსის ქუსლია. არაფერი ახალი. ცოტა ჩვენი ხასიათისთვის მიუღებელი ზუროსისეული უფხო ერთფეროვანი(რასაც ბილო თამაშებში ვხედავთ)ტაქტიკით ითამაშა გუშინაც გუნდმა. არადა ვიმეორებ თუ აქვს მწვრთნელს არსენალში "რამე", მეტოქე ისეთი იყო მასთან უნდა გამოგვეცადა.რა ვიცი ღმერთმა ქნას ვცდებოდე. უბრალოდ მერე გვიან არ იყოს "იდაყვზე კბენანი"
j.ch.
საქართველოს ნაკრების თამაში საეჭვოდ დამაფიქრებელია.აშკარა რეგრესია წინა წლებთან შედარებით.არცაა გასაკვირი გუნდის გადაბერების გამო.კარგი გუნდი ალბანეთის დონის გუნდთან მინიმუმ 110-120 ქულას მაინც უნდა იღებდეს.
გულშემატკივარი
მათეს ვეთანხმები, უნდა გავავსოთ დარბაზი. ძალიან ცოტა მაყურებელი იყო. არადა კალათბურთში მაყურებელს ბევრი შეუძლია. რუსეთთს ხომ ოვერტაიმში თამაში მაყურებლის ფაქორიდან გამომდინარე მოუწია. აბა დავმუხტოთ ბიჭები 7 ში პოზიტიური ენერგიით, ყველანი სპორტის სასახლეში!!!
მათე
ალბანეთი აშკარად სუსტი მეტოქეა, მაგრამ თამაში ყველასტან საჭიროა. ფეხბურთში უზარმაზარი თანხები იხარჯება, მაგრამ სუსტ კი არა, მეეზოვეებით და მეთევზეებით დაკომპლექტებულ, ერთი დღით შეკრებილ გუნდებსაც ვერ უგებენ. ასე რომ, მოგება ყვალასთან დასაფასებელია. ცქიტიშვილმ თავად თქვა უარი. უკვე ასაკში ვარ და კლუბსაც და ნაკრებსაც ვერ შევძლებო, კლუბი არჩია. მარკოიშვილს ტრავმა აქვს, გართულებას მოერიდა და მანაც უარი თქვა, თორემ ზუროსს ორივე გამოძახებული ყავდა. სლოვაკეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია და უხერხული მეტოქე. აი, წლევანდელი შემადგენლობის მონტენეგრო არათუ შესარჩევის, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტადაც კი მიიჩნევა. მის შემადგენლობაში თამაშს პირველად დათანხმდე ნბა-ში მონაწილე ორივე კალათბურთელი, ასევე, ნატურალიზებული ამერიკელი. მოკლედ, მონტენეგროს პირველი ხუთეული ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერა უნდა. გუშინდელ თამაშზე ვიყავი. 6 ათასი კი არა, მაქსიმუმ 4500 გულშემატკივარი იყო. მათგანაც ნაწილი ოფიციალური მიწვეული პირები იყვნენ. მონტენეგროსა და სლოვაკეთთან დარბაზი უნდა გაივსოს. რა გახდა, 7-8 ათასი ადამიანი რით ვერ შეიკრიბა 5 და 10 ლარი რომ დახარჯოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად.
asdfghjkl
ფეხბურთელებს კი სჯობნიან და მეტი არც გვინდა!
N/A
ეს ბაქიბუქი გვღუპავს ზუსტად. ვის ვეთამაშეთ იმის და მიხედვით განსაზღვრეთ ხარისხი. რა ხელოვნების გაკვეთილი?! მერე ამბიციები გვეზრდება უაზროდ. წარმატებები ბიჭებს, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ხარისხზე.
davit gogoberidze
GIO ცქიტიშVილმა შEმდეგი სეზონისთVის კარგად მინდა Mოვემზადოო და უარი თქვა თVითOნ
gio
ცქიტიშვილი რატომ არ ჩამოვიდა იცის ვინმემ?
tazo
შედეგი კარგია,მაგრამ ალბანეთი სუსტი გუნდია,თამაშის ამ ხარისხით მეეჭვება წინსვლა.
zura
დაცვაში კარგი თამაშის რა გითხრათ, ალბანეთი აშკარად სუსტი იყო, სროლების სიზუსტეშიც ძალიან სცოდავდენენ...
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს