რუსეთის ჩემპიონატის 2011/12 წლის სეზონის მატჩები ინტერნეტში რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის საიტზე უფასოდ იქნება ტრანსლირებული
რუსეთის ჩემპიონატის 2011/12 წლის სეზონის მატჩები ინტერნეტში რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის საიტზე უფასოდ იქნება ტრანსლირებული. რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის პრეზიდენტის, სერგეი პრიადკინის თქმით, ტრანსლაციები ”კომპანია "НТВ-Плюс"-თან შეთანხმებით გადაიცემა. რამდენი მატჩის ყურება იქნება უფასოდ შესაძლებელი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.

ვინ გაუძღვება მატჩების გადაღებას ინტერნეტში ტრანსლირებისთვის, ტელეკომპანია თუ თავად ლიგა, ჯერჯერობით უცნობია. ასევე გაურკვეველია, თამაშები კომენტარების თანხლებით გადაიცემა თუ მის გარეშე.

არაა გამორიცხული, რომ მატჩები გუნდების საიტზეც გადაიცეს, თუმცა ამ საკითხზე თითოეული კლუბი "НТВ-Плюс"-ს უნდა მოელაპარაკოს.

22 თებერვალს პრიადკინმა "НТВ-Плюс"-თან პრემიერლიგის კონტრაქტის გაგრძელების შესახებაც განაცხადა. 2011/12 წლის სეზონში მატჩების ტელეტრანსლაციის უფლებისთვის კომპანიამ 60 მილიონი დოლარი გადაიხადა. სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თამაში ყველასათვის ხელმისაწვდომ არხზე გადაიცემა, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2010 წელს პრემიერლიგის მატჩები გარკვეული ხნის განმავლობაში პორტალ MSN-ზე უფასოდ გადაიცემოდა. ამან "НТВ-Плюс"-ის აღშფოთება გამოიწვია და MSN-მა ტელეკომპანიის მოთხოვნით ტელეტრანსლაციების საფასური (მატჩისთვის 40 რუბლი) დააწესა. ზუსტად ამ თანხის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი "НТВ-Плюс"-ის საიტზე თამაშების ყურება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

vaxo
აუ ეგენი სად არიან და ჩვენ სად ვართ. ჩვენთან ტელევიზორში არაა თუნდა 1 მატჩის ჩვენება .ეეეეჰჰჰჰ
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა