...არის ერთი კომპონენტი, რითიც ავსტრიის ნაკრები საქართველოს უპირველეს გუნდს აშკარად სჯაბნის
ფოტოზე: ავსტრიელთა ვარჯიში "მიხეილ მესხზე"

რა გუნდია საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

- საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!

ვიცით, რომ მარსელ კოლერის კრებული ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ ეს - ზოგადად და ქაღალდზე, კონკრეტულად და პრაქტიკულად კი, ყველაფერს "დინამო არენაზე" ვნახავთ.

თუმცა მაინც ვცადოთ და შევქმნათ მეტოქის პორტრეტი...

მწვრთნელი

ავსტრიის ნაკრებს სათავეში 55 წლის სპეციალისტი, შვეიცარიელი მარსელ კოლერი უდგას. მართალია, კოლერს არ ჰქონია მაინცდამაინც თვალისმომჭრელი საფეხბურთო კარიერა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის "გრასჰოპერსის" ცოცხალი ლეგენდაა.

დიახ, მთელი კარიერის (1978-97 წლებში) განმავლობაში კოლერი სწორედ ამ შვეიცარიული კლუბის ღირსებას იცავდა. ამპლუით ნახევარმცველმა შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში 56 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1997 წლიდან კოლერმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. თავდაპირველად, მან შვეიცარიული "ვილი" ჩაიბარა. ამის შემდეგ იყო "სენტ გალენი", "გრასჰოპერსი", "კიოლნი" და "ბოხუმი", 2011 წლიდან კი ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

სწორედ კოლერის შექმნილია ავსტრიის თანამედროვე ნაკრები. მას უკავშირებენ ამ გუნდის სათამაშო სტილსაც - შემტევს, შემოქმედებითს... ავსტრია მუდამ მეტოქის კარზეა დაგეშილი და ყოველთვის ცდილობს, მოწინააღმდეგეს მინიმალური შეცდომაც კი არ აპატიოს.

ავსტრიაში კოლერის ავტორიტეტი იმდენად დიდია, თვით ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც კი არ დამდგარა დღის წესრიგში მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი.

...გამოუცდელობას დაბრალდა

წელს, საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებს იმ გუნდთა შორის განიხილავდნენ, რომელთაც თავისუფლად შეეძლოთ, ჩვენთვის ხმაურიანი სენსაცია, გნებავთ, სიურპრიზი შემოეთავაზებინათ. ამის წინაპირობა მართლაც იყო - ავსტრიამ ერთი ამოსუნთქვით განვლო შესარჩევი ციკლი, აჩვენა ძალიან შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი. ევროპის ჩემპიონატზე კი ავსტრიელები ჯგუფში ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ.

ფეხბურთის სპეციალისტებმა ეს, ძირითადად, გუნდის გამოუცდელობას დააბრალეს. ალბათ, ამაში არის სიმართლის მოზრდილი მარცვალი, რადგან ამ ფორმაციის ავსტრიის ნაკრებისთვის ეს იყო პირველი დიდი საფეხბურთო ფორუმი.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავსტრიელებმა უნგრეთთან 0:2 წააგეს. არადა, "მადიარებთან" შეხვედრის წინ ყველა ერთხმად მათ ანიჭებდა უპირატესობას. მოხდა კი პირიქით - უნგრეთმა შალაისა და შტიბერის გოლებით იმარჯვა.

ამას მოჰყა მატჩი ევროპის მომავალ ჩემპიონ პორტუგალიასთან. ლუზიტანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერა და ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, ფრე - 0:0.

მესამე, გადამწყვეტი მატჩი ავსტრიამ ევროპირველობის მთავარ აღმოჩენასთან, ისლანდიის ნაკრებთან ჩაატარა. ამ შეხვედრაში ისლანდია ფონს ზემტკიცე დაცვით გავიდა. ანგარიში ბოდვარსონმა გახსნა, შოპფმა გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 94-ე წუთზე ტრაუსტასონმა გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიელთა ჩავარდნის მთავარ მიზეზზე უკვე ვთქვით. გარდა ამისა, გუნდი როგორღაც დაულაგებელი იყო. კოლერმა ოპტიმალური სათამაშო პოზიცია ვერა და ვერ უპოვა ლიდერ დავიდ ალაბას. მიზეზების პოვნა კიდევ შეიძლება...

ამის მიუხედავად, დღეს ავსტრია მსოფლიო ფეხბურთში ერთობ ანგარიშგასაწევი ძალაა. მარსელ კოლერის მიერ გაწვრთნილ გუნდს ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილი უჭირავს, რაც, დაგვეთანხმებით, სოლიდური შედეგია.

ცვლილებები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ავსტრიის ნაკრებში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ამის ახსნა ძალიან იოლია. როგორც ზემოთ უკვე დავწერეთ, ავსტრიას საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ჰყავს.

და მაინც, ნაკრებში ახლად გამოძახებულ ფეხბურთელებს რომ თავი დავანებოთ, კაპიტნის სამკლავური ახალმა მოთამაშემ მოირგო. კოლერი ბევრს კი ეხვეწა, მაგრამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო 30 წლის კაპიტანმა კრისტიან ფუხსმა.

"ლესტერის" ძირითადი შემადგენლობის წევრი და "მელიების" სასწაულის შემოქმედი ავსტრიის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობდა. ათწლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში ფუხსმა ქვეყნის პირველ გუნდში 78 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მარსელ კოლერმა არ იჩქარა. ის ფეხბურთელებს დაელაპარაკა და ახალი კაპიტნის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელებს შორის პირველი კაცი "ლევერკუზენის" ახალწვეული იულიან ბაუმგარტლინგერი გახდა...

გავიცნოთ ახალი კაპიტანი

საქართველოსთან მატჩში 28 წლის ნახევარმცველი პირველად უკაპიტნებს ეროვნულ გუნდს. ბაუმგარტლინგერს ავსტრიის აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მას ეროვნულ გუნდში 2009 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში ბაუმგარტლინგერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ბაუმგარტლინგერს გერმანიასა და ავსტრიაში უთამაშია, იცავდა "მიუნხენ 1860"-ის, "აუსტრიისა" და "მაინცის" ღირსებას. "ლევერკუზენმა" ის სწორედ "მაინცისგან" იყიდა მილიონ ასი ათას ევროდ.

ლიდერები

რა თქმა უნდა, ყველა გუნდს ჰყავს ლიდერები და გამონაკლისი არც ავსტრიის ეროვნული ნაკრებია. როცა ამ ფორმაციის ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, დავიდ ალაბა და მარკო არნაუტოვიჩი უნდა ვახსენოთ. მერე რა, რომ ფესვებით არც ერთია ავსტრიელი. ორივე ამ ქვეყნის სამსახურში დგას.

24 წლის ალაბას, ვინც "ბაიერნის" ვარსკვლავია, ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან იწვევენ (48 მატჩი, 11 გოლი). ალაბას ავსტრიის ნაკრებში თითქმის სულ ნახევარდაცვაში ათამაშებენ და დიდი ალბათობით, სწორედ ასე იქნება საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაშიც.

ის იმთავითვე ითვლებოდა ვუნდერკინდად - მხოლოდ 19 წლის იყო, როცა ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მამამისი ნიგერიის ერთ-ერთი ტომის, იორუბას პრინცია. მუშაობდა დი-ჯეიდ და რეპერობდა კიდეც. დედამისი კი ფილიპინებიდან ჩავიდა ავსტრიაში.

ავსტრიის ნაკრების მეორე ლიდერად კი ინგლისური "სტოკის" 27 წლის შემტევი მარკო არნაუტოვიჩი უნდა შევრაცხოთ. მას ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან უხმობენ. მის ანგარიშზე ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებული 55 შეხვედრა და 11 გოლია.

უთამაშია "ტვენტეში", "ინტერსა" და "ვერდერში". როცა იშტაზეა, ნაღდი ვარსკვლავივით თამაშობს და მისი შეჩერება ძალიან რთულია. აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტექნიკა და სჩვევია ლამაზი გოლების გატანა, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად ადარებენ ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

იტალიასა და ინგლისში თამაშისას რამდენჯერმე გაეხვია სკანდალში. განსაკუთრებით არ უყვარს ჟურნალისტები, რის გამოც მედიასთან მუდამ დაძაბული ურთიერთობა აქვს. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას "ავსტრიული ფეხბურთის ცუდი ბიჭი, რომელიც ვერაფრით გაიზარდა"...

ფოტოზე: მარსელ კოლერი და დავიდ ალაბა

რით გვჯაბნიან ავსტრიელები?

არის ერთი კომპონენტი, რითიც ავსტრიის ნაკრები საქართველოს უპირველეს გუნდს აშკარად სჯაბნის. თუ გადავხედავთ შემადგენლობებს, ვნახავთ, რომ ავსტრიელებს სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს ეროვნულ გუნდში, ეს ყველამ კარგად ვიცით.

ეს არის ნაკლი, რომლის კომპენსირებაც მინდორზე აუცილებლად დაგვჭირდება. რით უნდა მოვახერხოთ ეს? რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს.

საჩვენო ამ ამბავში ისაა, რომ სეზონის დასაწყისია და არცერთი ფეხბურთელი ამ დროისთვის არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

უძლეველები არ არიან

ავსტრიის ნაკრები სამათლიანად კი შევაქეთ, მაგრამ თქმა რად უნდა - ისინი უძლეველები ნამდვილად არ არიან და ეს არაერთხელ დამტკიცებულა. ვნახოთ, როგორ ფეხბურთს შესთავაზებს ავსტრიას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი.

ალბათ, შუალედური ვარიანტი უნდა მოიძებნოს. მაგალითად, ისლანდიამ ზემტკიცე დაცვით დასცა ჩვენი მომავალი მეტოქე, მაგრამ, ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა დღევანდელი ფიზიკური კონდიციები არ მისცემს მათ ისე თამაშის საშუალებას, როგორც ისლანდიამ ითამაშა. თუმცა არც ის ივარგებს, მოწინააღმდეგეს თამაში ბოლომდე რომ "გავუხსნათ"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otari
ავსტრია იყო და არის,ჩვენ ვის ხელში ვართ?ქართველი არ დარჩა საქართველოშI,ამას ქვია "პიზდეც" არც გრუზია ვართ არც გეორგია,,ჩვენ ვართ "ჰუი ეგო ზნაეტ,სამწუხაროდ
murtaza
ერთი კითხეთ "ქართველ მესის" რატომ არ ათამაშებენ ურალში?! სკამს ხომ სხვაგაც ხეხავდა....
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
მაკედონიელები ჩივიან, არნაუტოვიჩი ბოდიშს იხდის - სკანდალი ევროზე
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
"ინტერს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი შემტევი დატოვებს
"ინტერი" იანვარში თავდამსხმელის გაყიდვას აპირებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
ერთი წლის შემდეგ ალაბა მოედანს უბრუნდება
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
ESPN: "ჩელსის" მარკო არნაუტოვიჩი აინტერესებს
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"ვესტ ჰემმა" პრემიერლიგაზე სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"მილანში" 41 წლის იბრაჰიმოვიჩი შეიძლება 34 წლის არნაუტოვიჩმა შეცვალოს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია