საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ვენაში გუშინ, შუადღისას ჩავიდა და "ერნსტ ჰაპელ შტადიონის" შორიახლოს, სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდა. ნიკა კვეკვესკირის გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ნიკას ჯერ კიდევ აწუხებს ირლანდიასთან დაშავებული ფეხი და, დიდი ალბათობით, დღევანდელი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ბრიტანელებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თბილისში ჩაატარა აღდგენითი ვარჯიშები, ვენაში კი ძირითადი დრო ტაქტიკურ მომზადებასა და მსუბუქ ვარჯიშს დაუთმო. თბილისთან შედარებით, ავსტრიის დედაქალაქში სიგრილეა. რაც შეეხება სტადიონს, გაზონი ჩინებულ მდგომარეობაშია. ავსტრიის საუკეთესო არენას არც სხვა მხრივ დაეწუნება რამე.

- ავსტრია VS საქართველო - ვენაში ვალსი არ იქნება

გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, უკვე 20 ათას ბილეთზე მეტი იყო გაყიდული ("ერნსტ ჰაპელი" 50 865 მაყურებელს იტევს), თუმცა ვენას, ჯერჯერობით, არაფერზე ეტყობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს მასპინძლობს - არათუ ქალაქში, საქართველოსთან მატჩის ანონსს სტადიონის მიმდებარედაც ვერსად წააწყდებით...

შეიძლება იმიტომაც, რომ მომავალ მატჩს მასპინძელთა ნაკრებიცა და ქომაგიც უგუნებოდ ხვდება - უელსთან წაგებით, ავსტრიას მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიღა შერჩა. ჟურნალისტებიცა და ქომაგებიც ერთხმად მოითხოვენ მარსელ კოლერის გადაყენებას. დიდი ალბათობით, 56 წლის სპეციალისტს ოქტომბრიდან ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს...

მაგრამ ამაზე ავსტრიელებმა იდარდონ, ჩვენ კი ჩვენი საფიქრალიც გვეყოფა, პირველ რიგში - ვლადიმირ ვაისს, რომელმაც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა - ვენაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართო...

გუშინდელი ვარჯიშის დაწყებამდე ვაისმა ავსტრიელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და პრესკონფერენციაზე ვენის "რაპიდის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც იახლა:

ვლადიმერ ვაისი:

- ავსტრიელებს თავიანთი გეგმები აქვთ, საშინაო მატჩში ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად, მაგრამ ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ. ჩვენც მოსაგებად ვითამაშებთ და ვეცდებით, 3 ქულა მოვიპოვოთ.

- საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან შეხვედრის მეორე დღე აღდგენით ვარჯიშებს დაუთმო. როგორ ფიქრობთ, ეს ერთი ვარჯიში საკმარისი იქნება? მით უმეტეს, ცვლილებებს ისედაც გეგმავთ...

- კვირას აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, ბოლო ვარჯიშის დროს კი ძირითად ყურადღებას ტაქტიკას დავუთმობთ. რაც შეეხება ცვლილებებს, შესაძლოა, იძულებითი იყოს, ან წინასწარგანზრახული, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრების თამაშში ავსტრიასთან შარშანდელი მატჩის შემდეგ?

- ვფიქრობ, თამაშის მხრივ, ჩემი მოთამაშეები ახლა უკეთ გამოიყურებიან. საქართველოს ნაკრები წელს უკეთ თამაშობს, ვიდრე შარშან, უფრო მეტად თავდაჯერებულიც გახდა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ შესარჩევ ციკლში მოგება ჯერაც არ გვაქვს და ვეცდებით, ეს სტატისტიკა ხვალ მაინც შევცვალოთ.

- ავსტრიული პრესა კოლერის გადადგომას ოქტომბრამდე ითხოვს. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დღეს რამდენჯერმე ჰკითხეს მწვრთნელს ამის თაობაზე და თუ ავსტრია საქართველოს ვერ მოუგებს, კოლერს პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. საინტერესოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თქვენ თუ შემოგთავაზათ კონტრაქტის გაგრძელება?

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მართლაც მქონდა ლაპარაკი ამ თემაზე და ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს კიდეც... მაგრამ ვუპასუხე, რომ ახლა მთავარი - დარჩენილი სამი მატჩია და კონტრაქტზე შემდეგ ვილაპარაკებთ.

- ავსტრიამ შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა ეს ყველაფერი საქართველოსთან თამაშზე? და კიდევ - რამდენად შეესაბამება ამჟამინდელი მეოთხე ადგილი ავსტრიის ძალის გუნდს?

- ვფიქრობ, ავსტრია არ იმსახურებს მეოთხე ადგილზე ყოფნას, მაგრამ ფაქტია - წელს იმდენი გოლი ვეღარ გააქვთ, რამდენიც - შარშან. ავსტრიის ნაკრებს ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები, მაგრამ ასეთია ცხოვრება...

- ავსტრიასა და მოლდოვასთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრების შუა ხაზი სუსტად გამოიყურებოდა. არ ფიქრობთ, რომ შეცდომა დაუშვით, კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში რომ არ ათამაშეთ?

- ნიკამ ირლანდიასთან ტრავმა მიიღო და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ავსტრიასთან თამაშს...

- გიორგი, ვენის "რაპიდის" ფეხბურთელი ხართ, მაგრამ ბუნებრივია, ეროვნული ნაკრები სხვა გრძნობებს იწვევს თქვენში...

გიორგი ქვილითაია:

- რა თქმა უნდა, "რაპიდში" თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეროვნული ნაკრები საერთოდ სხვა თემაა.

- რას ელით ავსტრიასთან მატჩისგან?

- ჩემი აზრით, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურება. იყო შეცდომები, რიგ შემთხვევებში არ გვიმართლებდა, მაგრამ, საერთო ჯამში, ვფიქრობ, ამ წუთისთვის საქართველო უკეთ გამოიყურება, ვიდრე ავსტრია.

რატი შელეგია, სპეციალურად "ლელოსთვის"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ცხადაძემ ბევრი რამ ნაკრებისთვის მაგრამ მისი ცუდი თამაშების გახსენებაც შეიძლება როგორც ვაისის მთილიანობაში ვაისი ნამუშევარი დადებითად უნდა შევაფასოთ ამ გუნდის მაქსიმუმს აჩვენებს
giorgi
ირლანიდის ნაკრების ფეხბურთელების 80% პრემიერ ლიგას თამაშობს და ყველას სათამაშო პრაქტიკა აქვს იგივე სხვა ნაკრებები რაცა ჩვენს ჯგუფში მოლდოვას გარდა გადახედეთ შემადგენლობებს სად თამაშობენ რა დონის კლუბებში იმათი ფეხბურთელები და მერე შეადარეთ ჩვენი ფეხბურთელების კლუბებს და სათამაშო დროს და კონდიციებს ამ კაცმა აშკარად გამოასწორა ნაკრების თამაში ყველა თამაში ღირსეულად გამოვედით და კარგად ვითამაშედ ქეცბაიას ღანძღავდა ხალხი თამაშს რატო არ აჩვენებს და შედეგზე რატოა ორიენტირებულიო და ეხლა შედეგიც არის თამშის მხრივ გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს უელსთან გასვლაზე ფრე და ირლანდიასთან ფრე თან ასეთი თამაშით ირლანდიასთან რომელმაც სადაც შეგვხდა ყველგან მოგვიგო ჩვენი დონის ნაკრებისთვის ნორმალური შედეგია კარგ თამაშაც აჩვენებს თამაშსაც გუნდი ცხრილში ლოგიკური ადგილი გვიკავია არც ერთ იმ ნაკრებზე მაღალი დონე არ გვაქვს როლელიც წინა ჩვენზე ჯგუფში და ეს კაცი უნდა დარჩეს რაც შეიძლება დიდი ხნით ცხდაძე ცხადაძე ...... ათასი რაღაცები რო იჩალიჩა იქ და ეგ ყველა იცის.
euhh
tuvinmes mogwont eg mwvrtneli tqventan didi bodishi,magram piradad chemtvis aseti cudi...pirdapiri gagebit vambob,arasodes ar gvyolia...esaraa mwvrtneli,eg mushaobs dak etit,visacaurcheven imas atamashebs...
zaza
ღირსეული წაგება არარსებობს და არც უშანსოდ დარჩენილი გუნდის ერთი კინკილა მოგებაა დიდი საქმე ზოგადად დიდ ხელფასიანი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ ჭირდება არააქ მნიშვნელობა სახელს და გვარს.
ხარისხი=შედეგს
ვაისს შერჩენია ნამუსი - ჯერ ეს სამი თამაში ვითამაშოთ და მერე კონტრაქტიო! -ჩვენი ფედერაცია კი უნამუსოდ იქცევა - კაცს თამაში არ მოუგია და კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს! შეხედეთ კოლერი რა წნეხში მოაქცია ავსტრიამ, ან დაუმი - რუმინეთმა. ხარისხს რაც შეეხება ვის არ მოგწონთ ცხადაძის მოგებული შოტლანდიასთან, აღარაფერს ვამბობ თუნდაც გერმანიასთან წაგებულ თამაშზე.
აბა ვნახოთ
ეს დღეს გამოჩნდება
1,2,3,5,8...
აღდგენა მოასწარით?
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
[VIDEO] ავსტრიამ იორდანია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ვლადიმერ გუცაევი: სჯობდა, ნაკრებს სამი ცენტრალური მცველით ეთამაშა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს