5 სექტემბერს, ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა
5 სექტემბერს, ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

წინა სამ ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ორი შეხვედრა მოიგო და ერთიც ფრედ დაამთავრა. გუშინ ჩვენებს მეტოქედ ერგო ბულგარეთის ძლიერი ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ელიტის წევრი ვესელინ ტოპალოვი (2768) უდგას სათავეში.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ბულგარელი დიდოსტატი ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული, 2002 წელს იგი პრეტენდენტთა მატჩის ფინალში გავიდა და იქ უნგრელ პეტერ ლეკოსთან დამარცხდა. სამი წლის შემდეგ არგენტინის ქალაქ სან ლუისში ვესელინმა მატჩტურნირი მოიგო და ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2009 წელს პრეტენდენტთა მატჩში სძლია ამერიკელ გატა კამსკის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ინდოელ ვიშვანათან ანანდის შეხვდა, მაგრამ მე-12 რაუნდის ორთაბრძოლა დათმო, მატჩი წააგო 5.5:6.5 და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

აი, ასეთი მეტოქე ჰყავდა ბაადურ ჯობავას გუშინ პირველ დაფაზე. ქართველმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით 30-ე სვლისთვის აშკარა უპირატესობას მიაღწია, მაგრამ რვა სვლის შემდეგ მეტოქეს პოზიციის გათანაბრების შანსი მისცა. ბულგარელმა ეს ვერ გამოიყენა - მე-40 და 41-ე სვლებში შეცდომები დაუშვა, 42-ე სვლაზე კი საათი გააჩერა და ჯობავას გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს მეორე ქულა შავი ფიგურებით მოთამაშე მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა - მეორე დაფაზე მომჩილ ნიკოლოვს სძლია.

ლევან ფანცულაია და თორნიკე სანიკიძე, შესაბამისად, ვალენტინ ლოტოვსა და კრასიმირ რუსევს დაუზავდნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო და გათამაშების ცხრილში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

IV ტური

უკრაინა-რუსეთი 2.5:1.5

ინდოეთი-კუბა 2.5:1.5

აშშ-ჩეხეთი 2:2

რუმინეთი-აზერბაიჯანი (1) 1:3

ჩინეთი-იტალია 3:1

ინგლისი-ჰოლანდია 0.5:3.5

ბელორუსი-ლატვია 2.5:1.5

ოთხი ტურის შემდეგ: ჩინეთი, აზერბაიჯანი (1), ჰოლანდია, ინდოეთი, ბელორუსი, უკრაინა - 8-8, აშშ, ჩეხეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, საქართველო, მონღოლეთი - 7-7 ქულა.

V ტური

უკრაინა-ჩინეთი

ჰოლანდია-ბელორუსი

სერბეთი-აშშ

აზერბაიჯანი (1)-ინდოეთი

სლოვენია-ჩეხეთი

ესპანეთი-საქართველო

ჩვენი ქალთა ნაკრები მე-4 ტურში დაბალი რეიტინგის მქონე ეგვიპტის გუნდს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ იოლად აჯობა ეგვიპტელთა ლიდერ ხალედ მონას. მეორე ქულა გუნდს ლელა ჯავახიშვილმა მოუტანა, რომელმაც შავებით შჩუკ ვაფას მოუგო. ბელა ხოტენაშვილმა თეთრებით ამინა შერიფი დაჯაბნა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა ემან ელანსარი დაამარცხა.

ამ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა უნგრეთისა და წინა სამი ოლიმპიადის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა. მატჩის ბედი პირველ დაფაზე თეთრებით მოთამაშე ჰოანგ თან თრანგისა და მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის ორთაბრძოლას უნდა გადაეწყვიტა.

ჰოანგმა აშკარად უკეთეს პოზიციაში 69-ე სვლაზე უხეში შეცდომა დაუშვა და რუს დიდოსტატს პარტიის გადარჩენის შანსი მისცა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა 2.5:1.5 გაიმარჯვეს.

IV ტური

უკრაინა-საფრანგეთი 3.5:0.5

ინდოეთი-ისრაელი 2:2

აზერბაიჯანი (1)-რუმინეთი 2:2

ლიტვა-ყაზახეთი 1.5:2.5

ლატვია-ჩინეთი 1.5:2.5

ვიეტნამი-ესპანეთი 2.5:1.5

ბოსნია-აშშ 1.5:2.5

ოთხი ტურის შემდეგ: უკრაინა, სერბეთი, რუსეთი, ყაზახეთი - 8-8 ქულა, 8 ქვეყანას 7-7 ქულა აქვს. საქართველო 6 ქულით 21-ე ადგილზეა.

V ტური

სერბეთი-უკრაინა

რუსეთი-ყაზახეთი

ისრაელი-რუმინეთი

აზერბაიჯანი (1)-გერმანია

ვიეტნამი-ინდოეთი

ჩინეთი-იტალია

პერუ-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ბაქოს ოლიმპიადა ჩვენთვის გამოწვევაა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საჭადრაკო ოლიმპიადა: ბაქომ ესტაფეტა ბათუმს გადააბარა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
საჭადრაკო ოლიმპიადა: ქართველი ვაჟების ბრწყინვალე გამარჯვება ბაქოში
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ბაადურ ჯობავამ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
ჭადრაკი. ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა მოგებით დაიწყეს
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ტაიბრეიკი - ბაადურ ჯობავას შანსი
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა