მუცლის ტკივილით მიღწეული სამი ქულა
5 სექტემბერს მუნდიალის პირველ შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შინ 1:2 დამარცხდა ავსტრიასთან.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

ვნახოთ, როგორ გამოეხმაურა ამ მატჩს ავსტრიული მედია:

"ავსტრიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დაიწყო მატჩით, რომელშიც მხოლოდ მოპოვებული სამი ქულა მოგვეწონა", - წერს derstandard.at.

"მარსელ კოლერი ბევრს ლაპარაკობდა ნაკრების აღორძინებაზე მას მერე, რაც მისმა გუნდმა საფრანგეთში ფიასკო განიცადა. ჩვენ კი ვიხილეთ თითქმის შეუცვლელი გუნდი. და რა იყო ახალი? ფუხსი რომ არ იქნებოდა და მას ზუტნერი შეცვლიდა, ეს ხომ ყველამ იცოდა. დანარჩენი კი ერთი და იგივე იყო, ზუსტად იმ შემადგენლობამ ითამაშა, რომლითაც კოლერმა ბორდოში უნგრეთთან მატჩი დაიწყო", - წერს საიტი.

"ჩვენ მივიღეთ თამაში, რომელშიც მსოფლიოს 118-ე ნომერი საქართველო უკვე მე-17 წამზე იყო საშიში ავსტრიისთვის. როდესაც ჯანო ანანიძემ დიდებული გოლი გაუტანა ალმერს, ავსტრიის ნაკრებში პანიკა დაიწყო და მხოლოდ ფინალური სასტვენის შემდეგ ამოისუნთქეს მოთამაშეებმა შვებით.

როგორც ჩანს, ნაკრების აღორძინების საქმე გადაიდო", - წერს გამოცემა.

sportnet.at წერს, რომ ავსტრიის ნაკრებს 3 ქულა დიდ მუცლის ტკივილად დაუჯდა. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, საითკენ, ჯერ უცნობია. გუნდმა 2:1 მოიგო, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში დაცვაში უსუსურად ითამაშა.

DiePresse.com: "საქართველო 96 საფეხურით ჩამორჩება ავსტრიას რეიტინგში და მავრიტანიაზე უკან არის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში წარსულს ჩაბარდა უიმედო აუტსაიდერების დრო. საქართველოს ნაკრებმა ახლახან სტუმრად ესპანეთი დაამარცხა ამხანაგურ მატჩში და რა გასაკვირი იყო, რომ ავსტრიასთან თამაშის არ შეეშინდებოდა".

"78-ე წუთზე საქართველომ ჯანო ანანიძის გოლით 1:2 გახადა, რაც ამ ნაკრებმა თამაშით აშკარად დაიმსახურა. ის კი არა, 84-ე წუთზე კაშიასაც რომ გაეტანა, არც ეს იქნებოდა არალოგიკური".

თამაშის შემდეგ მცველი ალექსანდარ დრაგოვიჩი Courier-ს გაესაუბრა: "ეს იყო ულამაზო გამარჯვება, მაგრამ ბოლოს მაინც გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, მირჩევნია ასეთი გამარჯვება, ვიდრე კარგად გვეთამაშა და 2:2 დაფიქსირებულიყო".

"ბოლო წუთებში ავსტრიის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თუმცა მომდევნო მატჩებში გუნდს მომატება დასჭირდება, რომ კვლავ დადებით შედეგს მიაღწიოს", - წერს vienna.at.

goga
yavelashvili martlac magari kacia magis donis vinme yavs federacias an mcodne.hveni nakrebis imedi dakarga xalxma mageni arafris gamketeblebi agararian momaval taobaze gavaketot aqcenti nobia cota droit hamovshordet fexburts ase ajobebs mainc sircxvils agar vjamt.
არ დაბლოკოთ ვაქებ ბატონო ვაქებ
ამ საიტზე არ შეიძლება კრიტიკული კომენტარების გამოქვეყნება არც ფედერაციაზე,არც ფეხბურთელებზე და არც მწვრთნელებზე!ამიტომ უნდა შევაქო ჩვენი შორსმჭვრეტელი და უანგარო, ყოფილი თუ მოქმედი ფედერაცია,ასევე ქება-დიდებას იმსახურებენ ჩვენი თავდადებული, ტექნიკური,მოაზროვნე,ჟინიანი და ლამაზად წვერგაპარსული ფეხბურთელები,ქებისა და მოფრთხილების ღირსნი და ხელით სატარებელნი არიან კლუბებისა თუ ნაკრებების უნიჭიერესი,დიდი ტაქტიკოს-სტრატეგი მწვრთნელები!
haha
აი ეს მომწონს. გუნდმა მოიგო მაგრამ მაინც აკრიტიკებენ. ჩვენთვის ცუდი ის არის, რომ ამბობენ ასეთ სუსტ გუნდთან ვითამაშეთ ცუდად და ძლიერთან რას ვიზამთო. ხოლო კიდევ ჭკუას თუ ისწავლიან კარგი იქნება და მომავალში არ იტყვიან "მწვრთნელმა არასწორი ტაქტიკა აირჩიაო, თორე გავგლიჯავდით ავსტრიასო," ან ის ფეხბურთელი დაგვემტვრა თავის გუნდში რომ არ ათამაშებენ თორეო. ან არ გაგვიმართლაო. ჰო მართლა, არჩევნები ფედერაციაში სწორად ჩატარდა. ჩაწყობილი ქონდა არველაძეს, ზოგი მოისყიდა, ზოგის გამო 16 გუნდიანი ჩემპი შექმნა, ზოგიც თავის ძმაკაცი დანიშნა, თანაც კანონები ისე შეცვალა, რომ თავის თავზე მოირგო. თქვენ თუ არ გახსოვთ, ჩვენ გვახსოვს. სწორედ არველაძის დროს ჩავარდა ამ უფსკრულში ქართული ფეხბურთი, თორე მანამდე სადღაც სამოც გუნდში იჯდა. 40-დან-80 მდეს იცვლიდა ადგილებს.
Kaxa
ბიჭებო, მეც ვიტყვი კიდევ რაღაცას - პირადად მეც ბევრი რამ არ მომწონს ყაველაშვილისა, მათ შორის მისი სათანადო რეაგირების არქონა შარშანდელ სამარცხვინო არჩევნებზე (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის). თუმცა ეს ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ, და უბრალოდ მშრალი ფაქტები ვახსენოთ - მას აქვს მომზადებული ქართული ფეხბურთის განვითარების ძალიან კარგი და დეტალური პროგრამა, და რაც მთავარია, რეალისტური და დროში გაწერილი. თან, ამ პროგრამის თანახმად, ყველა ასაკობრივ დონეზე მოხდება განვითარების სინქრონიზაცია. დღეს კი რა ხდება? ერთნი ალთას არიან, მეორენი - ბალთას. არ არის აუცილებელი, რომ ყაველაშვილი გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი. უბრალოდ, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ უნდა გადმოიღოს იმ პროგრამის ელემენტები. სულ მთლიანად თუ არა, მთავარი პუნქტები მაინც.
ფხიიიფხიიიი
ისეთ პანიკაში ყოფილან,რომ უარი უთქვიათ ფეხბურთის თამაშზე.აგერ ნახავთ რა მოხდება სტუმრად,ფეხს არ გაანძრევინებენ ავსტრიელებს!)))
niko.
რამდენი თამაში უნდა წავაგოთ ლორიას გამო?როგორ ვერავინ ხედავს რომ მაგის თამაში არ შეიძლება!!!გაახილეთ რა თვალები ვისაც ეს გეხებათ.დააყენეთ ნებისმიერი სხვა,მაგის გარდა.რამდენი წელი გრძელდება ერთი და იგივე.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ჟურნალისტური სიმართლე:)))
maxa-s
მაგ სიმართლით იაროს შენმა გვარმა და ჯიშმა,ყაველაშვილი ყელაზე მცოდნე კი არა ყველაზე არაფლის მაქნისია,მას მხოლოდ თავისი თავი ადარდებს,თავისი დასაქმება,კი ბატონო ხდებოდა წინა წლებში უსამართლობები,მაგრამ ახლა,რომ მოხდა ყველაზე დიდი უსამორთლობა,რატომ არ ამოიღო ხმა,მე მხედველობაში მაქვს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები,ყველაფერი სამართლიანად მოხდა?აი სად გამოჩნდა ყავილაშვილის და ძმანნი მისნის ცოდნა და გამოცდილება,ესენი მხოლოდ საკუთარ თავებზე ფიქრობენ და მათი გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს და ვერც ნახავთ,იმიტომ,რომ მათ არაფლის კეთება არ შეუძლიათ,გარდა დიდი ხელფასების აღებისა და ფულის გათეთრებისა,სამწუხაროთ ასეთია მწარე სიმართლე დღეს.
შიო
ხო რაღა დაგვღჩენია?ამით მოვიტყუოთ თავი,რომ ავსტრიის დაცვა ავაფორიაქეთ,ვაგინოთ მშრომელი ლობაჟანიძე,თითქოს უკეთესი გყვავდეს ვინმე... იმის მაგივრად,რომ პირდაპირ ვთქვათ-მწვრთნელმა და მეკარემ პირწმინდად წააგეს თამაში,ყაზაიშვილმა პასი ან დროული პასი კიდევ ვერ ისწავლა...
maxa
ყაველაშვილზე უფრო ძლიერი ფეხბურთის მცოდნე, დღეს საქართველოში არავინ არ არის.
თენგო
ეს პირველ რიგში ჩენს ჟურნალისტებს ეხებათ.ამ ხალხმა თამაში მოიგეს მაგრამ კრიტიკას მაინც არ იშურებენ,აბა ჩვენ მოგვეგო? დაწყებოდა ჩვენ ასეთები ისეთები მაგრები ვართ,და ა/შ
Kaxa
რა თქმა უნდა, ბრძოლაც კარგია, ჟინიც და მონდომებაც, თუმცა როცა ეს ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, არაფერი გამოვა! კლასი, მეგობრებო, ყველაფერს კლასი წყვეტს! მატჩის შემდეგ ყაველაშვილის ინტერვიუს მოუსმინეთ? თუ ქართული ფეხბურთისთვის კარგი გვინდა, უნდა დავუჯეროთ მიხეილ ყაველაშვილს! ეს არის პირვოვნება, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს, სად და როდის, და რა ხარჯები იქნება ამისთვის საჭირო, რომ 3-4 წლის შემდეგ რეალური შედეგები გვქონდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას აქვს კონკრეტული პროგრამა ქართული ფეხბურთის განვითარების. მოუსმინონ მაინც ამ კაცს!
status quo
ისევ ჩავისვარეთ...
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ