"ორჰუსი" ქართველების საქომაგო კლუბი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც იქ დავით დევდარიანი ჩაირიცხა

დანიის რანგით მეორე დივიზიონის ლიდერი "ორჰუსი" ქართველების საქომაგო კლუბი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც იქ დავით დევდარიანი ჩაირიცხა. ამის შემდეგ კლუბში ქართველებისადმი ინტერესი გაიზარდა და 2010 წელს გასასინჯად ოთხი ჩვენებური მიიწვიეს: მეკარე დავით ლეგაშვილი, შემტევი ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე და თავდამსხმელები, ლაშა შინდაგორიძე და დავით სხირტლაძე.

ოთხეულიდან მხოლოდ მეკარე ლეგაშვილი არ დაიტოვეს, მაგრამ ისიც არ დაუწუნებიათ - ამაზე ქვემოთ შეიტყობთ. დიასამიძემ და შინდაგორიძემ კი კონტრაქტები უკვე გააფორმეს და 19-წლამდელების გუნდში ვარჯიშობენ. ამავე ასაკობრივ გუნდშია სხირტლაძეც.

ჯერ სიახლეებზე ვთქვათ: მთავარმა "ორჰუსმა" "ფრედერისიასთან" ამხანაგური მატჩი 1:3 წააგო, დევდარიანმა კი მცირე ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა.

"ორჰუსის" ძირითადი გუნდი 24 თებერვალს თურქეთში შეკრებას იწყებს. ცხადია, გუნდში იქნება დევდარიანი, სიახლე კი მთავარ გუნდში დიასამიძის გამოჩენაა. 18 წლის პლეიმეიკერი ახალწვეულ ქართველებში ყველაზე უფროსია და მწვრთნელები მეტს სთხოვენ.

19-წლამდელების "ორჰუსმა" კი ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ქართველებმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს: დანიის მეორე ლიგის მოყვარულთა გუნდს 10:0 მოუგეს, სამ-სამი გოლი გაიტანეს დიასამიძემ და შინდაგორიძემ, სხირტლაძემ - ერთი. ნორვეგიის 20-წლამდელების ჩემპიონ "ტრომსოსთან" მატჩში კი, რომელიც დანიელებმა 3:0 მოიგეს, დიასამიძემ და სხირტლაძემ გაიტანეს, შინდაგორიძის დარტყმული ძელს მოხვდა და დამატებაზე დანიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.

მესამე შეხვედრაში "ვიბორგი" დაამარცხეს 4:1 - სხირტლაძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მერე იყო საკონტროლო მატჩი "ოლბორგის" თანატოლებთან, რომელიც ჩვენებურთა გუნდმა 4:0 მოიგო. ოთხი გოლიდან სამი ქართველების ანგარიშზეა: დიასამიძემ ორი გაიტანა, აქედან ერთი პენალტით, რომელიც შინდაგორიძის წაქცევისთვის დაინიშნა. თავად შინდაგორიძემ კი ერთი მიითვალა. სამივე ქართველმა ძირითადში ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელებით დანიური კლუბი "შპორტვიჟენისა" და "პლეიერსაგენტის" დამფუძნებლებმა, ფიფას აგენტებმა, მალხაზ მუსერიძემ და გუგა კაჭახიძემ დააინტერესეს. "ლელო" ორივეს ელაპარაკა.

მალხაზ მუსერიძე: "ახლა მოსამზადებელი პერიოდია, ბიჭები ვარჯიშობენ, თამაშობენ და კვირიდან კვირამდე უმატებენ. ხელმძღვანელობა სამივეთი ძალიან კმაყოფილია - დიასამიძე 24 თებერვალს პირველ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. შინდაგორიძე საიმიგრაციო სამსახურიდან საბუთს ელოდა და მისი წასვლა-არ წასვლა ამაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ საბუთების გაფორმება ისე გაიწელა, 19-წლამდელებში დარჩენა მოუხდა. სხირტლაძე კი, როგორც იცით, მარტში ხდება სრულწლოვანი და კონტრაქტიც მხოლოდ ამ დროისთვის გაუფორმდება.

"ორჰუსის" 19-წლამდელების საკონტროლო მატჩში ბიჭებმა თავი გამოიჩინეს და დანიელები დარწმუნდნენ - სამეული ტყუილად არ აუყვანიათ. იმედია, "ორჰუსი" უმაღლეში დაბრუნდება, ჩვენი ბავშვები კი მის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდებიან და ახალგაზრდულ ნაკრების ხელმძღვანელთა ყურადღებას დაიმსახურებენ".

გუგა კაჭახიძე:"დანიელებს 19-წლამდელთა გუნდში ჩვენი ბიჭების იმედი აქვთ. კარგ სავარჯიშო პირობებში არიან და დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ უკეთაც ათამაშდებიან და დიდ გუნდში გადაიყვანენ. ყველა საკონტროლო შეხვედრა, ფაქტობრივად, ამ ბავშვებმა მოიგეს. სამეულზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თავს თუ გამოიჩენენ, დანიელებს ჩვენი ფეხბურთის მიმართ ინტერესი უფრო გაუღრმავდებათ და შესაძლებელი გახდება, "ორჰუსთან" თანამშრომლობას სისტემური სახე მიეცეს. ჯერ რომელიმე ქართულ სკოლასთან ურთიერთობაზე ლაპარაკი არ გვქონია, მაგრამ სამომავლოდ ეს შესაძლებელი მგონია. სხვათა შორის, კიდევ რამდენიმე საინტერესო ბავშვი შევარჩიეთ და, ვფიქრობ, ზაფხულისთვის სიახლეებს კიდევ შეიტყობთ."

პლეიმეიკერი დავით დევდარიანი მიმდინარე სეზონში "ორჰუსის" ლიდერად ჩამოყალიბდა.

"დევდარიანი გუნდის გული და სულია. საზარდული აცოტა აწუხებდა, მაგრამ უკვე ვარჯიშობს და ითამაშა კიდეც. დათო ისეთ ფორმაშია, მჯერა, მისით ეროვნულ ნაკრებშიც დაინტერესდებიან", - ამბობს მუსერიძე.

დიასამიძეს ნახევარწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. შეგახსენებთ, რომ გიორგი 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და პორტუგალიაში თამაშობდა, გასულ წელს კი რამდენიმე კლუბში ისინჯებოდა, მათ შორის, არნემის "ვიტესში".

"15 წლამდე "ნორჩ დინამოში" ვვარჯიშობდი, მერე კი პორტუგალიის "CD ოდიახერეში" ორი სეზონი ჩავატარე. ახლა "ორჰუსის" ძირითადი გუნდის შეკრებაზე მივდივარ. მუშაობის უფლებას ველოდი და მივიღე კიდეც, თუმცა ოფიცალურ მატჩებს ჯერ მხოლოდ 19-წლამდელებში ჩავატარებ" - გვითხრა დიასამიძემ.

თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე 18 წლის 30 იანვარს გახდა და საჩუქრად "ორჰუსთან" კონტრაქტი მიიღო. ხელშეკრულება 2012 წლამდე იმოქმედებს. ლაშა შინდაგორიძე საქართველოში რეგიონული ლიგის "სასკოში", აგრეთვე საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.

ამ მოვლენას "ორჰუსის" სპორტული დირექტორი ბრაიან სტინ ნილსენი ასე გამოეხმაურა:"ლაშა ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც დავით დევდარიანს მაგონებს. ის ტექნიკური და ძალიან არაორდინარულია. ბურთით მშვენივრად მოძრაობს, შეტევის დაგვირგვინებაც ეხერხება და ნახევარდაცვის ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე თამაშიც. თავდაპირველად შინდაგორიძე "ორჰუსის" 19-წლამდელთა გუნდს გააძლიერებს, მაგრამ იმხელა პოტენციალი აქვს, საბოლოოდ უმაღლეს დონეზე თამაშიც შეუძლია."

ლაშას გუშინ ველაპარაკეთ.

- დატვირთვებს როგორ შეეუგუე და რა განსხვავებაა ჩვენი და დანიელების მომზადებაში?

- დანიაში იმ დროს ჩავედი, როცა "ორჰუსმა" შეკრება დაიწყო და მძიმე დატვირთვები იყო, მაგრამ ჩვეულებრივად შევეგუე. განსხვავება ბევრია: საქართველოში გუნდს მაქსიმუმ ორი მწვრთნელი ჰყავს და ისიც ყველას არა. "ორჰუსში" კი ხუთი მწვრთნელია. თანაც, აქ აქცენტი ფიზიკურ ვარჯიშზეა გადატანილი. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის.

აქ ფეხბურთელს უკეთ ამზადებენ, სულ ფიზიკური და ძალისმიერი ვარჯიშებია. თავს ვატყობ, ფიზიკურად უკეთ ვარ, დღევანდელ ფეხბურთში კი ეს დიდი პლუსია.

- ახლა 19-წლამდელებში თამაშობ. ძირითად გუნდში მოხვედრა ძნელი იქნება?

- რა თქმა უნდა, ძნელი იქნება. "ორჰუსი" დანიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. სუპერლიგიდან დროებითი ჩავარდნის გამო გავარდა. თუმცა ახლა პირველ დივიზიონში ლიდერობს და იმედია, სუპერლიგას დაუბრუნდება.

რაც შეეხება ჩემს პერსპექტივას: ვფიქრობ, მთავარ გუნდში თამაში შემიძლია და იმედია, ეს მალე მოხდება.

- ალბათ, "ორჰუსში" თქვენი ჩარიცხვა დევდარიანის ფაქტორმაც განაპირობა?

- გუნდის ხელმძღვანელობა ნდობით მოგვეკიდა, რადგან დევდარიანი კლუბის ლიდერია და ქართველებზე კარგი აზრი ჩამოუყალიბდათ. ამხანაგურ თამაშებში სამივე ქართველმა ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ და კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა.

მე "სასკოს" აღზდილი ვარ და დღეს რომ დანიაში ვთამაშობ, თენგიზ კაციას დამსახურებაა.

17 წლის თავდამსხმელი დავით სხირტლაძე მარტში 18 წლის გახდება და "ორჰუსთან" კონტრაქტის გაფორმების უფლებას მისცემენ. მანამდე არასრულწლოვან ქართველს ევროკავშირულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება ეკრძალება. შეგახსენებთ, რომ სხირტლაძემ გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ელიტრაუნდში ითამაშა:

- "ნორჩ დინამოში" თენგიზ კაციასთან ვვარჯიშობდი. შემდეგ სპონსორი გამოგვიჩნდა და გუნდი "სასკოს" სახელით გამოდიოდა. "ორჰუსთან" კონტრაქტი ასაკის გამო ვერ გავაფორმე, მაგრამ 18 წლის მარტში გავხდები და გუნდში ჩავირცხები.

- ფაქტობრივად, გუნდის წევრად ითვლები?

- ალბათ, ასეც არის, რადგან "ორჰუსში" ვვარჯიშობ და ყველა ამხანაგური მატჩიც ვითამაშე.

- როგორია დანიურ ფეხბურთზე საერთო შთაბეჭდილება?

- მშვენიერი, დანიაში ყველა ის პირობაა შექმნილი, რომ განვითარდე და პროფესიონალი ფეხბურთელი გახდე.

როგორც გითხარით, დანიაში მხოლოდ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე დავით ლეგაშვილი არ დაიტოვეს.

"სამწუხაროდ, ლეგაშვილზე იმის გამო გვითხრეს უარი, რომ მათ მეკარეს, რომელიც დანიის ასაკობრივი ნაკრების წევრია, გზას ჩაუკეტავდა. მომწონს თუ არა, "ორჰუსის" ხელმძღვანელებმა ანგარიშგასაწევი არგუმენტი დაგვისახელეს. არადა, ლეგაშვილის სახით ნიჭიერი მეკარე გვეზრდება", - ამბობს მუსერიძე.

ჩვენ ლეგაშვილსაც ველაპარაკეთ, რომელმაც ბოლნისის "სიონის" დუბლშემადგენლობაში გადასვლის ამბავი გვაცნობა:

"ორიოდე დღის წინ "სიონის" დუბლშემადგენლობის განაცხადში შემიყვანეს. რა თქმა უნდა, დანიაში დარჩენა კარგი იქნებოდა, მაგრამ "სიონში" პრაქტიკას მივიღებ და გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით ვითამაშებ. ეს ძალიან მახარებს. თუმცა ბოლნისელებთან საკონტრაქტო ვალდებულებები არ ამიღია."

puma
ლაშა შინდაგორიძე - აქ აქცენტი ფიზიკურ ვარჯიშებზეა გადატანილი. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. - ბავშვი ხვდება და დიდებს რა ღმერთი გაუწყრათ.ნიჭიერ ქართველ ბავშვებს მხოლოდ ფიზიკურად მოძლიერება სჭირდებათ.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა