ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მუნდიალი 2018. ეს საინტერესოა: ასე იწერება კოსოვოს ისტორია

მუნდიალი 2018. ეს საინტერესოა: ასე იწერება კოსოვოს ისტორია

კოსოვოს ნაკრები ისტორიულ ქულას ზეიმობს
კოსოვოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. დასაწყისი შესანიშნავი გამოდგა.

გუნდმა გასვლაზე ფრედ ითამაშა ფინეთთან და საერთოდაც, დებიუტანტის კვალობაზე ცუდი ფეხბურთი არ აჩვენა.

დღევანდელ ჩვენს წერილში უფრო ახლოს გავიცნობთ ევროპული ფეხბურთის ახალმოსახლეს. თავადაც დარწმუნდებით, რომ კოსოვოს ნაკრებში საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ და რომ ეს გუნდი ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის იქნება.

ვალონ ბერიშა

კოსოვოს ნაკრების შემადგენლობაში ფინეთთან მატჩში ისტორიული გოლი ამპლუით ნახევარმცველმა ვალონ ბერიშამ შეაგდო. ზოგადად, ბერიშა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ფინელთა გამოცდილ მცველებს უამრავი თავსატეხი შეუქმნა.

ბერიშა შვედურ მალმიოში დაიბადა და საფეხბურთო კარიერა ნორვეგიულ "ვიკინგში" დაიწყო. წლების განმავლობაში ის ავსტრიის საუკეთესო კლუბის, "ზალცბურგის" შეუცვლელი ფეხბურთელია. აქვს ძალიან კარგი ტექნიკა.

სამირ უიკანი

თავის დროზე ალბანეთის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა არჩევანი კოსოვოს სასარგებლოდ, სანამ ამ ქვეყნის ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი შეუერთდებოდა. საიმედი გოლკიპერია, ვისაც იტალიის უმაღლეს ლიგაში არაერთი მატჩი ჩაუტარებია.

ალბან პნიში

ძალიან სწრაფი ფეხბურთელი, რომელსაც უშუალო, დაცვითი ფუნქციების გარდა, შეტევაში კარგად ჩართვაც ეხერხება. თითქმის მთელი კარიერა შვეიცარიულ "ვოლენში" გაატარა, ახლა კი "გრასჰოპერსის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.

ლაერტ პაქარადა

დაიბადა და გაიზარდა გერმანიაში. იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში. აღიზარდა "ლევერკუზენის" საფეხბურთო აკადემიაში. ამ დროისათვის მეორე ბუნდესლიგის "ზანდჰაუზენის" შეუცვლელი ფეხბურთელია.

ენის ალუში

გამოცდილი, 30 წლის ნახევარმცველი, რომელმაც თითქმის მთელი კარიერა მეორე ბუნდესლიგაში გაატარა. ამ დროისათვის "ნიურნბერგის" ღირსებას იცავს და ახალ კლუბთან ერთად ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის, სადაც არასოდეს უთამაშია.

ფანოლ პერდედაი

"ჰერტას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველი. ამ გუნდის რიგებში ბუნდესლიგაშიც არაერთხელ უთამაშია. საბოლოოდ, "ჰერტაში" თავი ვერ დაიმკვიდრა და არაერთი გუნდი შეიცვალა. მათ შორის, დანიურ "ლიუნგბიუშიც" ითამაშა. სადღეისოდ მეორე ბუნდესლიგის "მიუნხენის" ღირსებას იცავს.

ჰაკურან კრიეზუ

შვეიცარიაში დაბადებული ნახევარმცველი. მთელი კარიერის განმავლობაში ამ ქვეყანაში თამაშობს. სულ "ლუცერნში" თამაშობს. მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში მოირგო "ვადუცის" მაისურა.

ბერნარდ ბერიშა

ალბანური საკლუბო ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერის, "სკენდერბეუს" ლიდერის რანგში გადაბარგდა რუსული პრემიერლიგის ბინადარ მახაჭყალის "ანჟიში". დაღესტნური კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

ალბერტ ბუნიაკუ

32 წლის გამოცდილი ფორვარდი. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ითამაშა გერმანულ ბუნდესლიგაში ("ნიურნბერგში"), ასევე, "კაიზერსლაუტერნში", ოღონდ მეორე ბუნდესლიგაში. ახლა შვეიცარიული "სენტ გალენისათვის" გააქვს.

მილოტ რაშიცა

კოსოვოური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი. გურამ კაშიას თანაგუნდელია არნემის "ვიტესში". შექმნაც ეხერხება და გოლების გატანაც. წესით, არნემულ კლუბში დიდხანს აღარ უნდა გააჩერონ.

ბერსანტ ცელინა

"მანჩესტერ სიტის" ტალანტი, ვინც დროებით "ტვენტეშია" განათხოვრებული. ცხადია, ინგლისურ კლუბში დამკვიდრება 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველისათვის, ვისაც თავდამსხმელობაც შეუძლია, რთულია, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ის დიდი ტალანტია.

ბესარ ჰალიმი

"მაინცის"ნახევარმცველი. ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ათამაშებენ. უფრო მეორე გუნდშია. ძირითადად, მეორე და მესამე ბუნდესლიგებში თამაშობდა.

ალბან მეჰა

"პადერბორნის" შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგასა და ბუნდესლიგაში უთამაშია. იყო თურქეთში, სადაც "ქონიასპორის" ღირსებას იცავდა. 30 წლის რომ მოიყარა, ამ სეზონის დასაწყისში, არაბულ "ალ ნასერში" გადაბარგდა.

მწვრთნელი

ახლა, როცა გაგაცანით ფინეთთან ისტორიული მატჩის მონაწილე ყველა კოსოვოელი, ალბათ დროა, გუნდის დამრიგებელზეც ვთქვათ. 45 წლის ალბერტ ბუნიაკი კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს 2009 წლიდან წვრთნის.

მთელი მისი სამწვრთნელო კარიერა შვედეთთანაა დაკავშირებული. როგორც ამბობენ, ის ძალიან კარგი პიროვნებაა და ბევრი კოსოვოელი ფეხბურთელი სწორედ მისი პატივისცემის გამო დათანხმდა კოსოვოს ნაკრებში თამაშს. მაგალითად, ვალონ ბერიშას ადრე სისტემატურად იწვევდნენ ნორვეგიის ნაკრებში. სამირ უიკანის ალბანეთის პირველ გუნდში უხმობდნენ, ბერსანტ ცელინას მიწვევა კი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს სურდა.

მოკლედ, ევროპული ფეხბურთის დებიუტანტი ხელწამოსაკრავი ნაკრები არ არის და მისგან სიურპრიზები არც მომავალში უნდა გაგვიკვირდეს. მით უმეტეს, სულაც არაა გამორიცხული, სანაკრებო სამსახურში ახალი კოსოვოელებიც ჩადგნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zviadi

და რომელია აქ რომელიც კოსოვოში თAმაშობს, თუ მესი და რონალდო ქართველებად ჩათვლიან თავს, საქართველოც ძლიერი იქნება, მაგათ უბრალოდ გაუმართლათ ევროპასთან სიახლოვემ,

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა