ხელფასები გონსალო იგუაინიდან რომან ჭანტურიამდე
იტალიურ ფეხბურთში რომ ფინანსური პრობლემებია, ეს ცხადია, მაგრამ თუ "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებულ ფინანსურ-სტატისტიკურ ანალიზს დავეყრდნობით, ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

თუ ტენდენცია შენარჩუნდა და პროგრესი გაგრძელდა, იტალიური საკლუბო ფეხბურთი აუცილებლად დაადგება პროგრესის გზას. თუ რას ვგულისხმობთ, ამას ქვემოთ შეიტყობთ:

გაზრდილი სახელფასო ბიუჯეტი

2011-12 წლების სეზონში, სერია A-ს კლუბების საერთო სახელფასო ხარჯი 1,1 მილიარდი ევრო იყო, რაც იტალიური საკლუბო ფეხბურთის რეკორდია. ამის შემდეგ დაიწყო ეკონომიკური კრიზისი და სახელფასო ბიუჯეტიც შემცირდა - მაგალითად, 2012-13 წლების სეზონში 1,03 მილიარდი ევრო იყო, მომდევნო სეზონში კი თანხა 912 მილიონ ევრომდე დაეცა. 2014-15 წლების სეზონში კლუბების სახელფასო ბიუჯეტმა 849 მილიონი ევრო შეადგინა, რაც უკვე ღრმა ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელი იყო.

გასულ სეზონში სერია A-ს კლუბებმა ხელფასებში 882 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც პირველი ნიშანი იყო, რომ იტალიურმა ფეხბურთმა ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა და აღმავლობა დაიწყო. მიმდინარე სეზონში თანხამ 927 მილიონი ევრო შეადგინა, რაც უკვე აშკარა პროგრესია. მართალია, სარეკორდო 1,1 მილიარდ ევრომდე ბევრი უკლია, მაგრამ მთავარია, რომ ყინული დაიძრა და კლუბების ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.

"იუვე" ყველაზე მეტს იხდის

სერია A-ს კლუბებიდან ხელფასებში ყველაზე მეტს "იუვენტუსი" იხდის და ეს ალბათ არავისთვისაა გასაკვირი. ტურინული გრანდის სახელფასო ბიუჯეტი 145 მილიონი ევროა. შემდეგ მოდის "ინტერი", რომელიც 120 მილიონ ევროს ხარჯავს, მესამე ადგილზე კი "რომაა", რომელიც წელიწადში ფეხბურთელების ხელფასებში 92 მილიონ ევროს ხარჯავს. მეოთხე ადგილზე "მილანია", ხუთეულს კი "ნაპოლი" აგვირგვინებს. მოდით, გავეცნოთ სრულ სტატისტიკას...

1. იუვენტუსი 145 მლნ

2. ინტერი 120 მლნ

3. რომა 92 მლნ

4. მილანი 80 მლნ

5. ნაპოლი 75 მლნ

6. ლაციო 55 მლნ

7. ფიორენტინა 44 მლნ

8. სამპდორია 35 მლნ

9. ბოლონია 34 მლნ

10. ტორინო 32 მლნ

11. ჯენოა 30 მლნ

12. სასუოლო 28 მლნ

13. უდინეზე 28 მლნ

14. ატალანტა 24 მლნ

15. კალიარი 21 მლნ

16. პალერმო 20 მლნ

17. კიევო 18 მლნ

18. პესკარა 16.5 მლნ

19. ემპოლი 15.5 მლნ

20. კროტონე 14 მლნ

იგუაინი სათავეში

როგორც აღვნიშნეთ, "იუვენტუსი" ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ხელფასებში, გონსალო იგუაინი კი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია. 28 წლის არგენტინელი ფორვარდი სეზონში 7,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ტურინულ გრანდში იგუაინის შემდეგ მირალემ პიანიჩი მოდის, რომლის წლიური გასამრჯელო 4,5 მილიონი ევროა. შემდეგ მოდიან სამი ხედირა და ჯანლუიჯი ბუფონი, რომლებიც სეზონში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. მხოლოდ ამათ შემდეგ დგანან ძირძველი ტურინელები: ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და კლაუდიო მარკიზიო, რომელთა ჯამაგირი 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. ასეთივე ოდენობის ხელფასი აქვთ მარიო მანჯუკიჩს და დანი ალვეშს.

ბოლო ცნობებით, "იუვეს" მესვეურები ბონუჩისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებენ, რის შემდეგაც ლეონარდო წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს და იგუაინის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული "იუვენტინო" გახდება. აქვე ვთქვათ, რომ იგუაინი არა მარტო "იუვენტუსშია" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, არამედ მთელ სერია A-ში.

მაინც უკმაყოფილო იკარდი

"ინტერში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მაურო იკარდია, რომელიც სეზონში 3,6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიუხედავად ამისა, ის უკმაყოფილოა თავისი ხელფასით და მთელი ზაფხულის განმავლობაში ამ თემით აქტიურად სპეკულირებდა. მაუროს ცოლი და პირადი აგენტი ვანდა არ მალავს, რომ მისი სურვილია, იკარდიმ წელიწადში 5 მილიონი ევრო მიიღოს, რის გამოც აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ნაპოლის" და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის მესვეურებთან. საბოლოოდ, იკარდი "ინტერში" დარჩა და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას.

იკარდის შემდეგ "ინტერში" ყველაზე მეტს კონდოგბია და იოვეტიჩი იღებენ, რომელთა გასამრჯელო 3.5 მილიონი ევროა. არადა, იოვეტიჩს "ნერაძურის" ახალი მწვრთნელი ფრანკ დე ბური არ ენდობა და ის ევროპალიგის განაცხადშიც კი არ შეიყვანა. დიდია შანსი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იოვეტიჩმა "ინტერი" დატოვოს და მილანური გრანდის მესვეურებმა საბიუჯეტო ხარჯი შეიმსუბუქონ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი მხოლოდ 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მასაც არაერთხელ უწინასწარმეტყველეს სხვა გუნდში გადაბარგება.

იგუაინის შემდეგ დე როსი

გონსალო იგუაინის შემდეგ სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დანიელე დე როსია. 33 წლის ნახევარმცველი წელიწადში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. საგულისხმოა, რომ "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დე როსის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და ალესანდრო ფლორენცის გადასცა. თუ დე როსის ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, ასაკის გათვალისწინებით, ალბათ, გაცილებით დაბალ ხელფასს მიიღებს.

"რომაში" ასევე დიდი ხელფასი აქვს ედინ ჯეკო, რომელიც 4,5 მილიონ ევროს იღებს, შემდეგ კი მოჰამედ სალაჰი მოდის 3.5-მილიონიანი ჰონორარით. რაჯა ნაინგოლანის გასამრჯელო 3.2 მილიონი ევროა, ხუთეულს კი კევინ სტროტმანი აგვირგვინებს 2,8-მილიონიანი შემოსავლით.

ბაკა და ჰამშიკი სათავეში

მარეკ ჰამშიკი და კარლოს ბაკა წელიწადში 3.5 მილიონ ევროს იღებენ და თავიანთ გუნდებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან. "ნაპოლიში" ჰამშიკს კალეხონი მოჰყვება, რომელსაც 3 მილიონი ევრო აქვს, მილიკი და რეინა კი 2.5 მილიონს იღებენ. გონსალო იგუაინის გაშვების შემდეგ ნეაპოლური კლუბის მესვეურებმა სახელფასო ბიუჯეტი შეიმცირეს.

ბაკას შემდეგ "მილანში" ყველაზე მეტ ხელფასს ლუის ადრიანო იღებს, რომლის გასამრჯელო 3 მილიონი ევროა და მიუხედავად ამისა, დროის დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. 2.5 მილიონი ევრო აქვთ რიკარდო მონტოლივოს და კეისუკე ჰონდას, ხუთეულს კი ინაციო აბატე აგვირგვინებს 2.3-მილიონიანი შემოსავლით.

ყველაზე ღარიბები

ყველაზე ღარიბი კლუბი "კროტონეა", რომლის სახელფასო ბიუჯეტი 14 მილიონი ევროთი განისაზღვრება, ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი კი "სამპდორიას" ჰყავს. გენუური გუნდის შემადგენლობაში ლიტველი მეკარე ტიტას კრაპიკასი ირიცხება, რომელიც წელიწადში 18 000 ევროს იღებს, რაც თვეში მხოლოდ 1 500 ევროა.

უკვე წლებია, სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბი "ემპოლია", რომელიც ხელფასებში მხოლოდ 15.5 მილიონ ევროს ხარჯავს. ტოსკანურ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რიკარდო საპონარაა, რომელიც 900 000 ევროს იღებს წელიწადში, ყველაზე დაბალანაზღაურებადი კი - ქართველი რომან ჭანტურია, რომელიც 60 000 ევროს გამოიმუშავებს. მართალია, ჭანტურია იჯარით უნგრულ "ჰონვედში" გადავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხელფასს იტალიური კლუბისგან მიიღებს.

უკონკურენტო ალეგრი

სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს. "იუვენტუსის" მწვრთნელის შემდეგ ყველაზე მეტს ლუჩანო სპალეტი შოულობს, რომლის ხელფასი 3 მილიონი ევროა.

შემდეგ მოდის "ინტერის" დამრიგებელი ფრანგ დე ბური 2.5-მილიონიანი შემოსავლით. "მილანის" მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას 2.2-მილიონიანი ხელფასი აქვს, შემდეგ კი სინიშა მიხაილოვიჩი და პაულო სოუზა მოდიან, რომლებიც, შესაბამისად, "ტორინოსა" და "ფიორენტინაში" 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

მდიდრების სიმბოლური გუნდი

ბუფონი (იუვენტუსი, 4 მლნ) - დანი ალვეში (იუვენტუსი, 3.5 მლნ), ბონუჩი (იუვენტუსი, 3.5 მლნ), კიელინი (იუვენტუსი, 3.5 მლნ), ალექს სანდრო (იუვენტუსი, 3.5 მლნ) - პიანიჩი (იუვენტუსი, 4.5 მლნ), დე როსი (რომა, 6.5 მლნ), ხედირა (იუვენტუსი, 4 მლნ) - იკარდი (ინტერი, 3.6 მლნ), ჯეკო (რომა, 4.5 მლნ), იგუაინი (იუვენტუსი, 7.5 მლნ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა - ვის დაუპირისპირდება ქართული გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"ბავშვობაში მიცავდი, როცა კაცად ვყალიბდებოდი, შთამაგონებდი" - მალდინი ბარეზის ემოციური წერილით დაემშვიდობა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა