"ოლიმპიკის" აუზზე წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ხუთი გუნდი მონაწილეობს

საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატმა სტარტი აიღო, რომელშიც ხუთი გუნდი მონაწილეობს. პირველ ტურში კარგად ითამაშეს შარშანდელმა ჩემპიონმა "თბილისმა" და ვერცხლის პრიზიორმა "ლიგამუსმა", რომლებმაც გათამაშების ცხრილში გამარჯვებები ჩაიწერეს.

"ივერია"-"ლიგამუსი" 2:11 (0:4, 1:2, 0:4, 1:1)

"ივერია": შუბლაძე, ჩიქვინიძე, ბუღაძე, დავითური, ცანკაშვილი (1), სხალაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე (1), სულაძე, გოჩიტაშვილი, ფეიტრიშვილი, კაპანაძე, მწვრთნელი ჩომახიძე.

"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, ბაქრაძე, კორდიჩი (1), შენგელია, ხვედელიანი (3), რუსიშვილი (2), რურუა (4), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი (1), სტრუიჩი, მწვრთნელი ისელიძე.

"თბილისი"-"ზვიგენები" 21:6 (5:1, 3:1, 8:2, 5:2)

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (4), კოტარია (5), ჩომახიძე, კინწურაშვილი (3), მანძულაშვილი (1), ლაითაძე, ბაღათურია (4), ქავთარაძე, ყაველაშვილი, გოგავა, ალიბეგაშვილი (4), ჭელიძე, ჯანგავაძე, ბაბუნაშვილი, მწვრთნელი კინწურაშვილი.

"ზვიგენები": ჩიხლაძე, დაუშვილი, ქერქაძე, შარვაშიძე (2), ბერიშვილი, თორდია (1), გოგელია (2), ჯანჯღავა, ჩხეიძე (1), კოხოძე, გიორგაძე, ჩუბინიძე, მოსაშვილი, გურგეგიძე, ხოსროშვილი, მწვრთნელი ასათიანი.

როგორც ვხედავთ, "თბილისი" და "ლიგამუსი" უმთავრესად საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული და, უეჭველია, ჩემპიონობისთვის წლეულსაც ეს ორი გუნდი იბრძოლებს. მთავარი კი მაინც ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მომზადებაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე შინ ბრიტანეთის ნაკრებს სძლია. მეორე ტურის მატჩსაც თბილისში გამართავს - საბერძნეთის ეროვნულ გუნდს "ოლიმპიკის" აუზში დაუხვდება. მანამდე კი სტამბოლში თურქეთის ნაკრებთან ერთობლივ წვრთნას გაივლის, მარტის მესამე დეკადაში კი თბილისის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"