მიდის თუ არა დონარუმა "რეალში"?
იყო დრო, მინო რაიოლა მედიისთვის მიუწვდომელი რესპონდენტი იყო, ჟურნალისტებს ბუზებივით იგერიებდა, მისი ინტერვიუებიც იშვიათი ხილი იყო, ორსიტყვიანი მშრალი კომენტარი და ეგ არის...

ამ ზაფხულს მან გვარიანი ფული იშოვა - პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" "გაუჩარხა", მარიო ბალოტელი კი "ნიცაში" გაუშვა. ის ყოველთვის პოპულარული იყო და დღემდე რჩება საფეხბურთო სამყაროში ლამის ყველაზე გავლენიან აგენტად.

ბოლო დღეებია, რაიოლა ლაპარაკის იშტაზეა მოსული და ინტერვიუებს აქეთ-იქით არიგებს. ამას წინათ იურგენ კლოპი გააკრიტიკა ბალოტელის გამო, ახლა კიდევ ესპანურ "ელ პარტისადოს" ელაპარაკა და ხოსეპ გვარდიოლას მისდგა...

შესაძლოა, გვარდიოლაზე შეტევა შაბათის მანჩესტერულ დერბისაც უკავშირდებოდეს. ეტყობა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსებს დაუტკბა (არადა, თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონი სათოფეზე არ იკარებდა) და გვარდიოლას განქიქებით, როგორც იტყვიან, დერბის წინ კოჭი გაუგორა.

რაიოლა აქცენტს პეპის სათამაშო ფილოსოფიაზე აკეთებს: "გვარდიოლა? მე არასოდეს მომწონდა მისი ფეხბურთი. ვერ ვიტყვი, რომ ის ცუდი მწვრთნელია, მაგრამ მისი გუნდების თამაშს რომ ვუყურებ, მეძინება ხოლმე".

სამაგიეროდ, რაიოლა თბილი სიტყვებით იხსენიებს "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომელთანაც ფრიად საქმიანი ურთიერთობა ჰქონია. იქვე, ის დანანებით ამბობს ბალოტელიზე - ზლატანის ნებისყოფა რომ ჰქონდეს, მსოფლიოში პირველი იქნებოდაო...

რაიოლას ჰკითხეს ბოლო დროს ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც, თითქოს "მილანის" თინეიჯერ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას "რეალი" ყიდულობს:

"თუ დონარუმა ასეთი ტემპით გააგრძელებს ზრდას, მალე მსოფლიოში პირველი მეკარე გახდება. მაგრამ რაც შეეხება "რეალში" მის შესაძლო გადასვლას, ეს ტყუილია, ახლა მადრიდში მისით ნამდვილად არ არიან დაინტერესებულები... პოგბა? თავის ამპლუაში ის ნამდვილად საუკეთესოა. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა არის იმ გუნდში, სადაც ძალიან უნდოდა ყოფნა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sake
ამ კაცის საფეხბურთო ფილოსოფია გადის გაჩარხულ კონტრაქტებზე.
ფეხბურთი
გაქნილი აგენტი, თუმცა ჩვეულებრივი ვაჭარი, ერთი პოგბაა საუკეთესო და მეორე დამთხვეული ბალოტელი უდიდესი ტალანტი
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ლაპორტამ რაიოლას ჰოლანის ტრანსფერზე საკომისიოს დაკლება სთხოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
მინო რაიოლას გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
რაიოლა ჰოლანისთვის ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს!
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
დონარუმა "პსჟ"-ში? პარიზული გრანდი "როსონერის" მეკარით დაინტერესდა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჰოლანი "ბარსელონაში" - ნუთუ ეს შესაძლებელია?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რაიოლა: "მომკლეს", მაგრამ მკვდრეთით აღვდექი
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა