"აქ ფულის გამო არ ჩამოვსულვართ!"
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსულ "კრასნოდართან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა მამე ამიროვმა აცნობა.

- თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარში" ქართულად მიესალმნენ [PHOTO]

"კონტრაქტი 4-წლიანია და ოქრიაშვილი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება. დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული - ყველაფერი მის ხელშია. მას სათამაშო პრაქტიკა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბთან კონტრაქტს არ გავაფორმებდით.

აქ ფულის გამო არ ჩამოვსულვართ. "კრასნოდარს" სწორი ხედვა აქვს და ევროპულ გუნდებს არაფრით ჩამოუვარდება", - გვითხრა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარში" გადასვლამდე, 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ბელგიური "გენკიდან" ფრანგულ "მარსელში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაეშალა, სადაც სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. თორნიკე "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი კი იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა. ცოტა ხნის წინ ოქრიაშვილმა და ბელგიურმა კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

რაც შეეხება თორნიკეს ახალ კლუბს, "კრასნოდარი" წელს ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ჯგუფში "ნიცასთან", "შალკესა" და "ზალცბურგთან" ერთადაა. გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მომავალ მატჩს 11 სექტემბერს, სტუმრად "უფასთან" ჩაატარებს.

gri
ას არის მაგალიტი ...ფეხბურტელის
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვარეობა
კრასნოდარი,ურალი,ყაზანი რომელია საფეხბურთო ქალაქი. ეს არის საქართველოს დღევანდელი ფეხბურთელების დონე.კაცი გენკში რომ ვერ ითამაშებს საშუალოზე სუსტ ევროპულ გუნდში იმის იმედი გაქვთ რომ წარმატებული იქნება.მან გაუშვა შანსი რომ დიდი შრომით მოემატებინა .ახლა უკვე გვიანაა.
немой
კარგი,მაგრამ "კრასნოდარში" სამედიცინო შემოწმების გარეშე ხდება ჩარიცხვა თუ კრიტერიუმებია "ჭე" კლასის შესაბამისი?
Dyablo
ესეთი დეგრადირებული აზროვნება რომ გაქვთ რაც ყველაფერი გლახა ყველა და ყველაფერს რომ რუსულად ასაღებთ აგერ ჩანს ესეთების ინტელექტუალური უნარი და ნიჭიერება რაც შეეხება გულშემატკივარს სწორედ შენნაირად და შენაირებისნაირად არ აზროვნებენ სწორედ ევროპაში და მიტომ არიან ისინი შენნაირებზე წინ და არა ბოღმანარევ ურა პატრიოტული ეიფორიული აფორიზმებით არ საზრდოებენ ევროპელები.
Jorge
რუსეთი ზოგადად იმ ქართველებს მოსწონთ რომლებსაც ევროპული დონე აშინებთ და იციან,რომ იმათთან შედარებით არაფერს წარმოადგენენ.ევროპაში ჩვენი ფეხბურთელების დღევანდელი დონე მესამე ლიგას თუ გაქაჩავს.იქ ათამაშებენ კიდეც,მაგრამ უკადრისობენ,ზარმაცობენ და ურთიერთობის გაფუჭების გამო ბრუნდებიან უკან.უმჯობესიადარჩნენ,აიმაღლონ ოსტატობა და აუცილებლად მოხვდებიან ტოპ გუნდებში.სათანადო საბაზისო მომზადება შრომისმოყვარეობა აკლია ყველას,თორემ ნიჭით იცოცხლე'არც ევროპას ჩამორჩებიან და არც სამხრეთ ამერიკას.ქინქლაძის,ქეცბაიას,არველაძეების თაობა სწორად აღიზარდა და ამიტომ ჰქონდათ წარმატება.თუ გარდავქმნით ბავშვთა ფეხბურთს და კორუფციას მოვაშორებთ' ნახავთ რა მალე დაიწყება აღზევება.ევროპამ ეს მიზანი უკვე დაისახა და იმიტომაც ისწრაფიან საფეხბურთო სკოლები გახსნან.
არჩილ ხოფერია
აბა შენ იცი ოქრუაშვილო, მოგეცა საშუალება გამოამზეურო შენი ნიჭი და კრიტიკოსებს ცივი წყალი გადაასხა! მე პირადად მიმაჩნია, რომ შენი თაობის უნიჭიერესი ფეხბურთელი ხარ!
otari
არ გვღებულობენ ამ ევროპაში ვერ ხედავთ?არც ნატოშI და არც კავშირებში,ისევ რუსმა,ფაქტია
გულშემატკივარი -ს
ხო სულ მასე ფიქრობენ.პუტინის ბრძანება აქვთ,რომ ქართველი ფეხბურთელები გააფუჭონ ღამღამობით საძილე ტაბლეტებსაც უყრიან საჭმელში! ვაი რა გეშველება!
დავით 67
პუტინის ზიზღმა გააშტერა ეს ხალხი! კრასნოდარი უძლიერესი გუნდია რუსეთის პრემიერ ლიგაში. იმ ხალხს ვისაც ეს ტრანსფერი არ მოსწონს მინდა ვკითხო მარსელი უკეთესი გუნდია თუ გენკი? ბოდიშით ახლა ბარსამ და რეალმა თუ არ იყიდა!
ostap bender
zaza-ს... ზაზა,ჯიგარი ხარ... რატომღაც,მოდად ექცათ,ამ ვითომ და ფეხბურთის მცოდნეებს,რუსეთის პრემიერ ლიგის აგდებით მოხსენიება... რუსეთის ლიგა,თავისი დონით,ჩამოუვარდება მხოლოდ ტოპ ხუთეულს... იტალიას,ესპანეთს,ინგლისს,გერმანიას,საფრანგეთს... და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა... გაეცანით ევროპულ საფეხბურთო ცნობარებს და იქაც იგივეს ამოიკითხავთ...
beqa
მეც მეგონე რომ ევროპაში გააგრძელებდა თამაშს. არა უშავს, თუ მოინდომებს, ივარჯიშებს და თავის შეცდომებს გამოასწორებს, შეიძლება რომელიმე ევროპულმა გუნდმა იყიდოე 1 ან 2 წლის მერე. არ უნდა დაიკარგოს ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. ღმერთმა ხელი მოუმართოს!!!
zaza
ოქრი ეს ფაქტიურად ბოლო შანსია .აბა შენ იცი.ხოლო მათ ვისაც კრასნოდარი ერთი რიგითი კლუბი ჰგონია, უბრალოდ ცდებით.კრასნოდარი ყოფილი ფეხბურთელის, ახლა კი გენიალური ბიზნესმენის,მილიარდერის , ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებული ახალგაზრდა კაცის, სერიოგა გალიცკის კლუბია, რომელიც ფეხბურთელებს თავზე ევლება და ხელისგულზე ატარებს. ეს არის გენიალური ბიზნესმენი რომელმაც თავის სამშობლოში რუსეთში 150 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. ხოლო თუ კი არ დაიზარებთ და იუტუბზე კრასნოდარის საფეხბურთო სკოლას და ბაზას ნახავთ(სტადიონს მალე დაამთავრებს)დამიჯერათ, რეალს და ბარსელონას არ დაესიზმრებათ ანალოგიური რამ. ასე რომ ოქრი შენ ოღონდ მოინდომე და ეს კაცი ხელისგულზე გატარებს. წარმატებები.
Vasili
წარმატებები ოქრი.... აბა შენ იცი !!! არ იზარმაცო რაც მთავარია, შენი კაი ყველას გაგვიხარდება , სინამდვილეში ის ხალხი ვინც ესე მწარედ გაკრიტიკებს, შენი წარმატება ყველაზე მეტად მათ გაუხარდებათ!!!!
grisha
შეეშვით ოქრიაშვილს, მას თავის ცხოვრება აქვს და იმით ცხოვრობს, ეგებ დაღვინდა უკვე კაცი, ოჯახი ყავს სარჩენი რამეფრად უთქვენოდ გაართმევს თავს თავის პრობლემებს, რაც არ უნდა ღმერთმა ნუ მისცეს, დაასვენეთ რა!!!
grisha
შეეშვით ოქრიაშვილს, მას თავის ცხოვრება აქვს და იმით ცხოვრობს, ეგებ დაღვინდა უკვე კაცი, ოჯახი ყავს სარჩენი რამეფრად უთქვენოდ გაართმევს თავს თავის პრობლემებს, რაც არ უნდა ღმერთმა ნუ მისცეს, დაასვენეთ რა!!!
ქართველი
ყველას გვეგონა რომ ევროპულ გუნდში ითამაშებდა ოქრი,მაგრამ ფაქტია დისწიპლინა აკლია და ამიტომაც არ მოინახა მისი ადგილი ევროპაში.წარმატებები რა თქმა უნდა..
MARADONA
ფეხბურთელი,რომ მარსელში სამედ შემოწმებას ვერ გაივლის, გენკიდან რომ გამოაბუნძულებენ, თურქეთის ჭყპყ გუნდში რომ არ ათმაშებენ და იქიდანაც გამოაგდებენ, არსად რომ მისი დანახვა არ უნდათ ,იმიტომ რომ არაპროფესიონალია და უდისციპლინოდ იქცევა,რაზე უნდა ილაპარაკო?! მანდაც იგივეს იზამს. ახლა უნდათ რუსებს რომ გააბანძონ საბოლოოდ. და აჩვენონ თუ როგორი ზარმაცები და არაპროფესიონალები არიან ქართველები...
გგგ
კაცმა, რომელმაც უარი უთხრა ტვენტეს და ფრანგულ გუნდებს, კრასნოდარში გადავიდა, მორჩა მაგის კარიერული წინსვლა. ლოგიკურად ეს იყო ბოლო გაჩერება
ჯონდო
ამის ხასიათიდან გამომდინარე რუსეთში საბოლოოდ დაიღუპება, როგორც ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი
gaguuu
ბევრს რო ლაპარაკობენ და დიდ ფეხბურთელებად მაქვთ თავები გინდ ამას და გინდ ჭანტურიას ესსააა რუსეთის გუნდებს რომ ვერ გასცდნენ და არც ათამაშებენ საერთოდ არ ხართ ღირსები თამაშის
გულშემატკივარი
ძალიან დამწყდა გული, ძალიან.... ეს არის ჭაობი საიდანაც გამორიცხულია ამოხვიდე, პრაქტიკულად შანსი არის ნულის ტოლი.... ჯანო არ გაუშვეს შანსი ჰქონდა მაგრამ არაო... ეს ევროპაში იყო და მეტის შანსი ჰქონდა და იქ წავიდა საიდანაც გზა მოჭრილია. კვირკველიასაც ჰქონდა ევროპული ვარიანტი როგორც ჯანოს, მაგრამ არ გაუშვეს, ძალიან ცუდად მოექცნენ, ფაქტობრივად ჩვენი ფეხბურთელების გაფუჭებით არიან დაკავებულნი. ასე რომ სანამ ხელშეკრულებას ხელს აწერთ დაფიქრდით რა..
vova
ეხლა დაგვპირდი ახალ სტატისში რომ ყველაფერს გააკეთებ :) და ძალიან ამაყობ რომ კრასნოდარში მოხვდი
gionat
წარმატებები თორინიკეს ახალ გუნდში, იმედია მოიპოვებს სტაბილურ სათამაშო პრაქტიკას.
gizog
თოკო გილოცავ და წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი, გაიხარე და გაგვახარე გულშემატკივრები.
შოთა გუგეშაშვილი
4წლიან კონტრაკტს ხელს რომ აწერ აბა რის გულისტვის ხარ ჩაცული
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
აგენტი თუ ფეხბურთელი? ვისი ბრალია, რომ ქართველი კარგ ევროპულ კლუბში ვეღარ ხვდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?