საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა რუსული კლუბის პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- ქობულეთი პატარა ქალაქია?

- დიახ. მოსახლეობა დაახლოებით 20-30 ათასს შეადგენს. ყველა ერთმანეთს იცნობს. ყოველ დილას მამასთან ერთად სავარჯიშოდ ზღვასთან ახლოს მივდიოდით. ზამთარშიც კი, როცა ძალიან ციოდა.

ახლობლებს ვხვდებოდით. დილის 7 საათზე ვიღაც გაჩერებაზე იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა. ჩვენ კი გვერდით გავდიოდით და ხმა გვესმოდა: "ამირან, ნუ აწვალებ ჯანოს. დაიძინოს ბავშვმა, ასე დილაადრიან სად მიგყავს?" მამა კი პასუხობდა: "დიდ გემებს ერთად ავაშენებთ".

მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თუ ფეხბურთი აირჩიე, მაშინ მას ბოლომდე მიყევი. თუ ამას არ გააკეთებ, ცხოვრება გაგიჭირდებაო...

- გახსოვს, როდის მოირგე პირველი ბუცები?

- მაშინ 6-7 წლის ვიყავი. მამა იმ დროს მწვრთნელად მუშაობდა - მის გუნდს თბილისში თამაში ჰქონდა. მატჩის შემდეგ გვიან სახლში დაბრუნდა. დედამ დილის 4-სკენ გამაღვიძა. თვალის გახელისას ჩემს წინ წითელი ბუცები დავინახე. ჩავიცვი, ოთახში გავირბინე, შემდეგ კი ამ ბუცებითვე დავიძინე. ეს საუკეთესო საჩუქარი იყო. მრავალი წელი გავიდა, მე კი დღესაც მახსოვს პირველი ბუცის ისტორია.

- ე.ი. ფეხბურთისადმი სიყვარული მამამ შეგძინა...

- დიახ. რომ არა ის, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ფეხბურთელობას. ცნობისთვის, მამა საოცარი ტექნიკის პატრონი იყო. ვფიქრობ, მისგან გადმომედო მეც, მაგრამ მეგობრები დღესაც მეუბნებიან, "მამაშენი შენზე ბევრად ძლიერი იყოო". იციან კიდეც, მას რომ დღეს ეთამაშა, აუცილებლად ტოპ-კლუბში მოხვდებოდა.

თუ წარმატების მიღწევაში მე მამა მეხმარებოდა, მას არავინ დახმარებია. წარმოიდგინეთ, მის მშობლებს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებდათ. მამამ ფეხბურთელობა თავისით ისურვა და თამაშზე ოცნებობდა. მას ეს გამოუვიდა კიდეც! ბაბუა კი ამ დროს სხვა საქმეებით იყო დაკავებული.

- ბაბუა ყოფილა ფეხბურთზე?

- ერთხელ მამას თამაშზე მივიდა. რამდენიმე წუთი უყურა თამაშს, რის შემდეგაც სტადიონი დატოვა, ეს საჩემო არ არისო... რას ვიზამთ, არ მოსწონს ფეხბურთი. ეროვნულ ნაკრებშიც კი როცა თბილისში მიწევს თამაში, არ ჩამოდის. ის 83 წლისაა, ქობულეთში ცხოვრობს. სახლში მანდარინებს აგროვებს. საქართველოში მანდარინი ისე იზრდება, როგორც რუსეთში ვაშლი.

- შენ რა, მანდარინებსაც აგროვებ?

- არა, არ შემიძლია. მანდარინებს ჩვენთან ბაბუა აგროვებს. თავისი "ტექნიკა" აქვს. განსაკუთრებული სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ცოდნას საჭიროებს ეგეც.

- როცა ბაბუამ გაიგო, რომ მოსკოვის "სპარტაკში" ითამაშებდი, რა გითხრა?

- განსაკუთრებული არაფერი. მშვიდად შეეგება ამ ამბავს. ახლობლებს გაუხარდათ.

ხშირად, საქართველოში ჩასვლისას, ნაცნობები მეკითხებიან: "როგორია მოსკოვი? კარგი ქალაქია?... ქობულეთის შემდეგ როგორ გრძნობ იქ თავს?" "იუთუბზე" ყველა უყურებს ვიდეოებს, რუსეთით ინტერესდებიან, დედაქალაქის ნახვა საკუთარი თვალებით სურთ, ასევე კრემლისაც.

- მეგობრებს რას უყვები მოსკოვზე?

- ვეუბნები, რომ როგორც პრომესი, მოსკოვზე ვგიჟდები. ოჯახთან ერთად თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. მეგობრები თუ ჩამოდიან საქართველოდან, სიამოვნებით ვმასპინძლობთ. ამას წინათ, მეუღლის მეგობარი ჩამოვიდა. ისე მოეწონა აქაურობა, შინ დაბრუნება აღარ სურდა. რუსეთში საქმროს საძებნად ჩამოვიდა (იცინის).

- საქართველოში ყველა გცნობს და მოსკოვში?

- აქაც. ქალაქში ყოფნისას დღის მანძილზე ვიღაც აუცილებლად მცნობს და ავტოგრაფს მთხოვს, ხოლო სპორტული ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლისას იქ დიდი ხნის გატარება მიწევს, სანამ ყველა მსურველს ატრიბუტიკაზე ხელს მოვუწერ. ცოტა ხნის წინ შვილან ერთად ზოოპარკი მოვინახულე: "სპარტაკის" გულშემატკივრები იყვნენ და ფოტოების გადაღება გვთხოვეს. არამარტო ჩემთან, არამედ ჩემს შვილთანაც გადაიღეს ფოტოები.

"სპარტაკის" გულშემატკივარი დიდი რაოდენობითაა. კლუბი ყველას უყვარს და პატივს სცემენ. ამიტომ ყურადღების ნაკლებობას არასდროს განვიცდი.

- როგორია ამ ეტაპზე შენი ჯანმრთელობა?

- მადლობა უფალს, კარგად ვარ და არაფერი მტკივა. თვითონაც კი არ მჯერა! "როსტოვში" ნემსებით ვთამაშობდი. მათ შორის, თასის ფინალიც, რომელშიც გავიმარჯვეთ. ისეთი ექიმი არ ჩანდა, რომელიც სწორ დიაგნოზს დამისვამდა. იტალიურ კლინიკაშიც კი არ მოინახა ვინმე ასეთი...

მუდმივი ტკივილები ხელს მიშლიდა თამაშში. მაგრამ საოცრება მოხდა: ჩვენმა სამედიცინო შტაბმა კიდევ ერთი ვარიანტის მოსინჯვა გადაწყვიტა. ეს ჩემი ბოლო შანსი იყო...

- ფინეთში გაემგზავრე?

- კი, პროფესორ ორავთან. ვერ დაიჯერებთ, მან ფოტოც კი არ გადაიღო. მტკივნეულ ადგილას ხელი მიმადო და იმწამსვე საოპერაციო მაგიდისკენ მიმითითა.

- საბედნიეროდ, ახლა კარგად ხარ...

- დიახ. მაგრამ იცით, ერთ თამაშს თუ გამოვტოვებ, ეგრევე წერენ ჯანოს ისევ ტრავმა აქვსო. მაგრამ ასე არაა. რეალურად, არ ვარ ტრავმებისადმი მიდრეკილი ფეხბურთელი. 9 წლის განმავლობაში ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, რაც ფეხბურთელისთვის არაა ბევრი. მაგალითად, კუნთებთან დაკავშირებით პრობლემები იშვიათად მაქვს. ალბათ, "სპარტაკში" ართამაშის პერიოდში ყველას ეგონა, რომ ტრავმა მაქვს.

- შეგიძლია მაგალითი მოიყვანო?

- მოსკოვში "ბენფიკასთან" გვქონდა მატჩი. კარგად ვითამაშე. მომდევნო 3 შეხვედრაში კი განაცხადშიც ვეღარ მოვხდი. ხალხმაც დაიწყო: "დიდი ალბათობით, მას ისევ რაღაც სტკივა..." რეალურად კი მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო - უბრალოდ, შემადგენლობაში არ მაყენდბენ.

- "ანჟის" კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, ავსტრიასაც გაუტანე... კარიერის განმავლობაში, ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი გოლია?

- ალბათ, პირველი გოლი რუსეთის ჩემპიონატში. საინტერესოა, რომ "ლოკომოტივს" გავუტანე. მაშინ მათ გუნდში მალხაზ ასათიანი თამაშობდა. მან მითხრა: "თავით არავის კარში არ დაგირტყამს, ახლა კი ჩვენ გაგვიტანე..." მაშინ 17 წლის ვიყავი. ამ გოლით რეკორდი დავამყარე. ჯერჯერობით, სპარტაკელთა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, რომელმაც ჩემპიონატში გოლის გატანა შეძლო. სასიამოვნო იყო.

- "ლოკომოტივს" დავუბრუნდეთ. ამ კლუბისთვის არაერთხელ გაგიტანია.

- დიახ. გლუშაკოვი, რომელიც წარსულში "ლოკომოტივში" თამაშობდა, მეხუმრებოდა: "თავი მოგვაბეზრე უკვე, მუდმივად გაგაქვს..." ამ გუნდთან ყოველთვის საინტერესო მატჩები გამოდის იმიტომ რომ "ლოკომოტივი" ისევე, როგორც "სპარტაკი", ღია ფეხბურთს თამაშობს.

- ის, რომ 'სპარტაკი" კარგ ფორმაშია, კარერას დამსახურებაა?

- შესაძლოა. ის ჩვენს მოტივირებას კარგად ახერხებს, კარერა - ტემპერამენტიანი იტალიელია. მისი დარიგებები ყოველთვის ემოციურია. იცის სწორი სიტყვების შერჩევა. კარგია, რომ ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტი აქვს. ვარჯიშზე სულ გვეუბნება: "ჯერ არ ვიცი ვინ იქნება ძირითადში. ყველანი ეცადეთ". მას მოედანზე მხოლოდ ის გაჰყავს, ვინც იმ მოცემულ წუთში კარგ ფორმაში იმყოფება. და ეს სწორიცაა.

- მილიონი ევრო რომ მოგეგო, რაში დახარჯავდი?

- ალბათ, მოსკოვში ბინას შევიძენდი. ამაზე ვოცნებობ. დარჩენილ თანხას კი იმ ბავშვების მკურნალობას მოვახმარდი, ვისაც ეს სჭირდება. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, საქართველოში პატარა ბავშვს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდებოდა. ვეცადე, დავხმარებოდი... არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ რახან დავიწყეთ... არაერთხელ დავხმარებივარ. მართალია, მთლად დიდ თანხებს არ ვრიცხავდი...

- იცით იმათი ბედი, ვისაც ურიცხავდით?

- ერთ ისტორიას მოგიყვებით. ერთხელ ავსტრიაში გამგზავრებამდე ქართულ საიტზე შევედი და ასეთ ამბავს წავაწყდი: მამა თავის ვაჟზე წერდა. შვილი გვიან ღამით ფეხბურთს უყურებდა, დილის 4 საათზე კი გონება დაკარგა. გაირკვა, რომ ბავშვი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. ჩემი მეუღლე იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა. დავურეკე და ვუთხარი: "ახლა თანხას გადმოვრიცხავ, რომელსაც მალე ერთი კაცი მოაკითხავს".

შემდგემ იმ ბავშვის მამას დავურეკე. არ მითქვამს ვინ ვარ. უბრალოდ ვუთხარი, რომ ფებხურთელი ვარ და ძალიან მსურს მის ოჯახს დავეხმარო. მან მადლობა გადამიხადა და ატირდა. გაოცებული იყო. ის ბავშვი გამოკეთდა და დაავადება დაამარცხა. ცოტა ხნის წინ მას პირადადაც შევხვდი, თავს კარგად გრძნობს, მისი ოჯახი კი ყველა დღესასწაულს გვილოცავს. კეთილი ხალხია.

- ყველაზე ბედნიერი დღე შენს ცხოვრებაში...

- დღე, როდესაც მამა გავხდი. რამდენიმე დღეში "როსტოვთან" ერთად თასის ფინალი მიწევდა და ამ მატჩისთვის ვემზადებოდი. 2 მაისს დილის 7 საათზე დამირეკეს, გოგო გეყოლაო. საუკეთესო გრძნობა იყო. სიხარულისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი - დედამიწას მია მოევლინა, რამდენიმე დღეში კი თასიც მოვიგე.

- ყველაზე სამწუხარო...

- მამის დაკარგვის დღე. მამამ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა და იქ ნახევარი წელი უნდა ემკურნალა. მაგრამ 4 თვეში ჩამოვიდა, თავს კარგად ვგრძნობო. ყველაფერი მართლაც კარგად იყო, სანამ ვირუსი არ აიკიდა. მისთვის ავადმყოფობა არ შეიძლებოდა. სიცხემ მისცა. მალევე გული გაუჩერდა...

ამ დროს ბაზაზე ვიყავი. ვიგრძენი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. დედას დავურეკე, ყველაფერი ნორმალურად არისო. შემდეგ კი მამას მეგობარმა შემატყობინა, რომ ის აღარაა. მაგრამ ეს ცხოვრებაა...

- მამა გაკლია?

- რა თქმა უნდა. მამა გვერდით რომ იყოს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მჯერა, ზემოდან ყველაფერს ხედავს. ახლა არჩევანს ჩემით ვაკეთებ.

თამაშის ასევე გაგრძელება მსურს. ჩემი მიზანი ძირითადში ადგილის დამკვიდრებაა. მსურს "სპარტაკთან" ერთად ტიტული მოვიგო. ეს ჩემი მშობლიური გუნდია - აქ გავიზარდე და ჩვენი გულშემატკივრის გახარებაზე ვოცნებობ. ისინი ამას იმსახურებენ.

ბოსლეველი
გულიანი კაცი ხარ წარმატებები.
levani
შენ გაიხარე. სპარტაკის გულშემატკივარი გავხდი შენს გამო თამაშს არ ვტოვებ. ჯანმრთელობა ოჯახთან ერთად. მამიკოს ხსოვნა. წარმატება და ბევრი ლამაზი გოლი ნაკრებში და სპარტაკში.
ხათუნა
ძალიან მაგარი ფეხბურთელიბ ხარ , გაიხარე შენს საყვარელ ოჯახთან ერთად, მიყვარხართ.
kaxeli papa
ბიჯო, აბა რა უტხრას-მკიდიხარტო? დიპლომატიაა...
devI
ერთგულება ადამიანური ღირსებაა, რასაც პირადად მე ძალიან ვაფასებ, მაგრამ სპორტული წინსვლისათვის, დახვეწილი პროფესიონალიზმისათვის, ალბათ სხვა რისკებიც საჭიროა, გარდა ღალატისა.
Giorgi
კარგი ადამიანი ხარ ჯანო.
janos
ჯანო შენ მაგარი კაცი ხარ და შენ უფრო ამბიციური,შენი სტილის გუნდი გჭირდება,ახლა უკვე ამის დრო მოვიდა და იფიქრე უკეთეს გუნდზე და მომავალზე,ძალიან გვიყვარხარ და გაფასებთ,ვამაყობთ შენით.
Levan
მართალია დღეს ლოკოსთან არ ათამაშეს მაგრამ ვიცი რომ მაგრარ ფორმაშია ჩვენი ჯანო! მიდიძმაო... მიდი ჯანო დაუმტკიცე ყველას რომ ფეხბურთი შენი თამაშია!!! დღეს შენსგამო ვუყურებდი სპარტაკის თამაშს და იცოდე რომ თვალს გადევნებთ. უფალი შეგეწიოს შენ და შენს ოჯახს. წარმატებები ჯანიკო!!! :)))
gizog
ჯანო გაიხარე, უფალმა დაგლოცოს შენს დიდი ოჯახთან ერთად. ბევრი წარმატებები მოგველოცოს სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც. უფალმა მამის, ამირანის სული გაგინათლოს იმ ქვეყნად.
ფეოლა
ჯანო გულიანი კაცი ხარ და ერთგულობის ფასიც იცი მაგრამ მთლად თავგადაკლული სპარტაკის ერთგულობაზე თავს ნუ დადებ ეს რუსებს საბოლაოდ გააბრაზებს და კარგ მამაპაპურ რუსულ პაღურზეც არ დაიხევენ,
kaci
ჯანო ისეთ ასაკში ხარ. რომ ბოლომდე უნდა გაიხსნა. თუ სათამაშო დრო არ გექნა ძალიან გაგიჭირდება. პატარა რომ ყყავი მთელ სპარტაკს მიათრევდი. მე მესმის ერთგულება მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით რუსული ფეხბურთი ზალისმიერია და ეგ სენი სტილი არ არის. ვეთანხმები საბონოისს, შენი სტილი ტექნიკური, ადრე რომ ყიფიანი,მესხი,მანუჩარი, გუცაევი,მეტრეველი და სხვები თამაშობდნენ. მაპატიონ სხვებმა ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გენიოსი ხარ. წარმატებები. ხარ. წარმატებები..,.
jora
უნდა წავიდეს აბა რა დღეს საერთოდ არ ათამაშა ლოკომოტივთან კარერაა თუ ჩემი კიტრია
sandro
მთავარი ოცნება მოსკოვში ბინის ყიდვაო DDDDD სგ სგ!! DDD
me
იოცნებე მოსკოვში ბინის ყიდვაზე და პერსპექტიულ ფეხბურთელობას ვერ აცდები... უფრო სწორად ჩავლილი აქვს უკვე შენ წყალს
საბონოის
ჯანო მთავარია ითამაშო და ფორმაში იყო, მარა არ მომწონს ეს გადამკვდარი ერთგულება სპარტაკისადმი, ევროპისკენ გახედვა, რო არ გინდა, კი ბატონე შეეჩვიე, მარა სპარტაკის კი არა ბარსას და რეალის ერგულებაზე არ იკლავს ხალხი თავს და შენ რა გაგიხდა ესენი. წარმატატებები შენი საქმე შენ იცი.
giga
მაგარი ხარ
იკა
კარგი კაცი..
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია