"ჯენოამ" და "ფიორენტინამ" თამაში ვერ ჩაამთავრეს
* ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" რიგებში 25-ე სეზონი ითამაშა. ამით მან პაოლო მალდინის (მილანი) რეკორდი გაიმეორა.

* ფრანჩესკო ტოტის გოლი 299-ე იყო "რომას" მაისურით.

* ჯო ჰარტის დებიუტი "ტორინოს" რიგებში მარცხიანი გამოდგა, მან "ატალანტასგან" ორი გოლი გაუშვა.

სერია A-ს მე-3 ტური ორი მეტად საინტერესო მატჩით გაიხსნა: ტურინში "იუვენტუსმა" "სასუოლოს" უმასპინძლა, ხოლო სიცილიაზე "პალერმოს" "ნაპოლი" ესტუმრა. ორივე შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

"იუვე" სრული სვლით

"იუვენტუსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულას მოუყარა თავი. ტურინულმა გრანდმა ამჯერად "სასუოლოს" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა მეტოქე. დარჩა შთაბეჭდილება, რომ "იუვემ" დიდი რეზერვით ითამაშა და საჭიროების შემთხვევაში, ორი იმდენ გოლს გაიტანდა...

"იუვემ" სამი გოლი იკმარა და აქედან ორი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა. მატჩის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული და არგენტინელ ფორვარდს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული.

იგუაინის ორივე გოლი დიდებული გამოდგა - ჯერ მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და გამოზომილი დარტყმით გაახვია ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში, მეორეჯერ კი ფლანგიდან ჩაწოდებულს გამოეხმაურა და უძლიერესი დარტყმით კინაღამ ბადე გაგლიჯა.

მესამე გოლი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა, რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა სტუმართა კარი. აღსანიშნავია, რომ "იუვეს" სამივე გოლი ახალწვეულების ანგარიშზეა. "სასუოლომ" ერთი ბურთი გაქვითა და საპატიო ანგარიშით დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ "ნერივერდეს" ორი წამყვანი ფორვარდი: ბერარდი და დეფრელი აკლდა.

გონსალო იგუაინი (იუვენტუსი): "ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც მიმდინარე სეზონში ბევრ გუნდს გაამწარებს. საბედნიეროდ, მოვიგეთ და მნიშვნელოვანი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. პაულო დიბალასთან უკვე კარგად ვარ შეთამაშებული, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ბედნიერი ვარ, რომ "იუვენტუსში" მოვხვდი და ჩემი წვლილი შემაქვს გუნდის წარმატებებში. მართლაც კარგი გოლები გამოვიდა და შედეგად, მეტოქე საწყის წუთებშივე გატყდა. წინ ჩემპიონთა ლიგა და "სევილიასთან" მატჩია".

იხილეთ ვიდეო

"ნაპოლიმ" "პალერმო" დაცხრილა

სიცილიურ-ნეაპოლურ გარჩევაში გამარჯვებული სტუმართა გუნდი გამოვიდა. "ნაპოლიმ" "პალერმოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან ორი ხოსე კალეხონის ანგარიშზეა, ხოლო ერთი მარეკ ჰამშიკმა მიითვალა აქტივში. ამჯერად, არკადიუშს მილიკს არ გაუტანია - არადა, მეორე ტურში სწორედ მისმა გოლებმა მოუტანა ნეაპოლურ გუნდს სამი ქულა. მოკლედ, იგუაინის როლი ამჯერად კალეხონმა შეასრულა და არა მილიკმა.

"ნაპოლი" თავიდანვე დიდ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გატეხა მეტოქე, როდესაც მარეკ ჰამშიკმა მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა შეირგო და ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა სიცილიელთა კარის ბადეში. ჰამშიკის არ იყოს, არც კალეხონის გოლები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ მთავარი გამარჯვება გახლდათ და "ნაპოლიმ" მიზანს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიაღწია.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, მეორეში კი მკვეთრად მოვუმატეთ და გოლებიც გავიდა. შეგირდებს თავი არ დაუზოგავთ, რისთვისაც მადლობას იმსახურებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ გონსალო იგუაინი დიდი დანაკლისია, ამ ვაკუუმის აღმოფხვრას კი მთელი გუნდი ცდილობს. ჩვენი მიზანი უცვლელია: მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

იხილეთ ვიდეო

ტოტის გამარჯვების პენალტი

"სამპდორიას" სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ მარადიული ქალაქიდან გენუაში ერთი ქულა წაეღო. მატჩის 93-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "რომას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ბურთთან ფრანჩესკო ტოტი მივიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მოკლედ, 39 წლის ტოტი კვლავაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა გუნდში და ეჭვი გვაქვს, რომ ამ სეზონში კიდევ არაერთ გადამწყვეტ გოლს გაიტანს.

"რომამ" პირველი ტაიმი 2:1 წააგო, შესვენებაზე კი ლუჩანო სპალეტიმ ცვლილებები განახორციელა და გარდატეხა შეიტანა თამაშში - სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა: ედინ ჯეკომ და ფრანჩესკო ტოტიმ შეაგდეს გოლები, რითაც "რომამ" უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

თუმცა, ქულები ერთია და "რომას" თამაშს დამაჯერებლობა აკლია - რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ გუნდზე მძიმედ იმოქმედა და ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ ვერ მოინელეს "პორტუსთან" განცდილი მწარე მარცხი. თუ "ჯალოროსიმ" ასე გააგრძელა, დიდია შანსი, რომ "იუვენტუსს" მალევე ჩამოშორდეს ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი...

იხილეთ ვიდეო

მოგებული მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის სიხარული არ გამოუხატავს, რადგან წინა დღეს მის ოჯახში ტრაგიკული და მეტად უცნაური ამბავი დატრიალდა - ერთი დღის განმავლობაში, სპალეტის სიმამრი და სიდედრი გარდაეცვალა. ლუჩანოს ცოლის მშობლები 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ორივე ერთ დღეს აღესრულა - მიუხედავად ამისა, სპალეტი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და შემდეგი განაცხადა:

"რთული თამაში იყო, რომელშიც შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. გუნდის თამაშში ბევრი ხარვეზია, რომლებიც უნდა აღმოვფხვრათ. მთავარია, რომ საკუთარი თავის ვირწმუნოთ და დავიჯეროთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია. ფრანჩესკო ტოტი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო ბოლომდე სასურველი მიზნის მისაღწევად".

სერია A. III ტური

10 სექტემბერი

იუვენტუსი-სასუოლო 3:1

გოლები: 1:0 იგუაინი (4), 2:0 იგუაინი (10), 3:0 პიანიჩი (27), 3:1 ანტეი (33)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბენატია, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ხედირა (72. ერნანესი), ლემინა, პიანიჩი, სანდრო - დიბალა (87. პიაცა), იგუაინი (79. მანჯუკიჩი)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, ანტეი, პელუზო - პელეგრინი (57. იემელო), მანიანელი, დანკანი - პოლიტანო, რაგუზა (80. რიჩი), მატრი (57. მისიროლი)

გაფრთხილება: ბენატია - გაცოლა, რიჩი

კუთხური: 14-5; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-7 (9-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 40 000

პალერმო-ნაპოლი 0:3

გოლები: 0:1 ჰამშიკი (47), 0:2 კალეხონი (51), 0:3 კალეხონი (65)

პალერმო (3-4-3): პოსავეცი - რისპოლი, გოლდანიგა, რაიკოვიჩი, ალესაამი - ჰილემარკი, გაცი, მატო (57. ენრიკე) - შალაი (84. ბენტივენია), ემბალო (46. ნესტოროვსკი), დიამანტი

ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი (73. ალანი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე, კალეხონი (70. მერტენსი), მილიკი (67. გაბიადინი)

კუთხური: 2-4; ჯარიმა: 14-6; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 2-15 (1-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 18 000

11 სექტემბერი

ბოლონია-კალიარი 2:1

გოლები: 1:0 ვერდი (23), 2:0 დი ფრანჩესკო (74), 2:1 ალვეში (83)

ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, გასტალდელო, ოიკონომუ, მაზინა (76. ტოროსიდისი) - ტაიდერი, ჯემაილი, ნაგი (86. ვივიანი) - კრეიჩი, ვერდი, დესტრო (69. დი ფრანჩესკო)

კალიარი (4-3-1-2): სტორარი - ისლა, ალვეში, სალამონი, მურუ (67. პანაიოტისი) - პადოინი, დი ჯენარო, იონიცა - ბარელა (55. რაფაელი) - საუ (73. ფარიასი), ბორიელო

გაფრთხილება: ჯემაილი - ალვეში, იონიცა, ბარელა

გაძევება: სტორარი (54. კალიარი)

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-9 (13-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 20 000

მილანი-უდინეზე 0:1

გოლი: 0:1 პერიცა (88)

მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი (53. დე შილიო) - სოსა (79. ჰონდა), მონტოლივო, პოლი (86. ლაპადულა) - ბონავენტურა, სუსო, ბაკა

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, არმერო -კუმსი, ბადუ, ალფრედსონი - დე პაული (89. ანჯელა) - ტერო (61. პერიცა), საპატა (86. მატოსი)

გაფრთხილება: ბაკა - ფელიპე, არმერო, ბადუ, დე პაული, პერიცა

კუთხური: 8-8; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-7 (2-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო

ატალანტა-ტორინო 2:1

გოლები: 0:1 იაგო (54), 1:1 მაზიელო (56), 2:1 კესიე (82-პენ.)

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, ტოლოი, ზუკანოვიჩი, კონკო - კესიე, კურტიჩი (65. გრასი), ფრეულერი (62. რაიმონდი) - დალესანდრო, გომესი, პინილია (51. პალოსკი)

ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი, ბოვო, კასტანი, მოლინარო - ბენასი (78. ასკუა), ვალდიფიორი (60. ბოიე), ბაზელი (60. ობი) - იაგო, მარტინესი, ლოპესი

გაფრთხილება: ტოლოი, პინილია - ბოვო, ასკუა

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-10 (4-7); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 20 000

კიევო-ლაციო 1:1

გოლები: 1:0 გამბერინი (51), 1:1 დე ვრი (54)

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, გამბერინი (80. ცეზარი), დაინელი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (77. დე გუზმანი) - მეჯორინი, პელისიერი (70. ინგლეზე)

ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ბასტოსი, რადუ - პაროლე (88. ჯორჯევიჩი), ბილია, ლულიჩი (66. სავიჩი) - ანდერსონი, კიშნა (52. კეიტა), იმობილე

გაფრთხილება: ჰეტემაი, ცეზარი - ბასტა, რადუ, პაროლე, ანდერსონი, სავიჩი

კუთხური: 2-1; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-8 (4-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 10 000

რომა-სამპდორია 3:2

გოლები: 1:0 სალაჰი (8), 1:1 მურიელი (18), 1:2 კვალიარელა (41), 2:2 ჯეკო (61), 3:2 ტოტი (93-პენ)

რომა (4-3-3): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ჟუანი, პერესი - ნაინგოლანი (85. იტურბე), დე როსი, სტროტმანი - სალაჰი, ელ შაარავი (46. ჯეკო), პეროტი (46. ტოტი)

სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - სალა, სილვესტრი, რეჯინი, პავლოვიჩი (46. დოდო - 81. შკრინიარი) - ტორეირა, ლინეტი, ბარეტო - ალვარესი - მურიელი (62. ბუდიმირი), კვალიარელა

გაფრთხილება: ჟუანი, დე როსი - სალა, შკრინიარი

კუთხური: 11-7; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 19-10 (8-7); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 35 000

პესკარა-ინტერი 1:2

გოლები: 1:0 ბაჰაბეკი (63), 1:1 იკარდი (77), 1:2 იკარდი (90)

პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, გომბერი, კამპანიარო, ბირაგი - კრისტანტე, ბრუგმანი, მემუშა - ბენალი (57. ბაჰაბეკი), ვერე (68. აკვილანი) - კაპრარი (81. პეპე)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, სანტონი - ჟოაო მარიო, მედელი (75. პალასიო) - კანდრევა (75. ედერი), ბანეგა, პერიშიჩი (75. იოვეტიჩი) - იკარდი

გაფრთხილება: გომბერი - ჟოაო მარიო

კუთხური: 3-13; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-17 (6-7); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 20 000

იხილეთ ვიდეო

ჯენოა-ფიორენტინა გადაიდო

12 სექტემბერი

ემპოლი-კროტონე 22:45

ბომბარდირები: 4 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 3 - კარლოს ბაკა (მილანი), დიეგო პეროტი (რომა), ფრანც კესიე (ატალანტა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური

16 სექტემბერი:

სამპდორია-მილანი

17 სექტემბერი:

ლაციო-პესკარა, ნაპოლი-ბოლონია

18 სექტემბერი:

უდინეზე-კიევო, კალიარი-ატალანტა, კროტონე-პალერმო, სასუოლო-ჯენოა, ტორინო-ემპოლი, ინტერი-იუვენტუსი, ფიორენტინა-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
კიდევ ერთი სეზონი - დიბალა სავარაუდოდ, "რომასთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი