საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "თეთრი ჯგუფი". V ტური
ვაკეში გამართული მატჩი, სანახაობრივად თუ დაძაბულობით, დიდი ვერაფერი გამოდგა. კი ბატონო, ორთაბრძოლებიც მრავლად იყო 90 წუთის განმავლობაში და ცალკეული ფეხბურთელების გარჯაც არ უნდა გამოგვრჩეს, მაგრამ, მთლიანობაში, კიდევ ვიმეორებთ, უფერული შეხვედრა იყო.

არადა, ინტერესით ველოდით ამ დაპირისპირებას: წინა ტურში ხომ ორივე გუნდმა გაიმარჯვა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა; ახლა კი, ამ მატჩის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ "ლოკომოტივს" რეალურად შეუძლია "თეთრ ჯგუფში" მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლოს, აი, მარადიული პრობლემების მქონე "ცხინვალს" კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება "გადამრჩენელი", IV ადგილის დასაკავებლად...

"ცხინვალში" რომ არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობაა, არახალი ამბავია. გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობასაც განიცდის და ვერც გრძელი სათადარიგოთა სკამით დაიკვეხნის.

სამაგიეროდ, კაჭარავას კოლეგას და მასზე არანაკლებ ემოციურ ჟერარდ სარაგოსას ამ მხრივ საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეს: გადახედეთ "ლოკომოტივის" სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელების გვარებს (ნიკა ჭანტურია, ბორის მახარაძე, ბაჩანა ცხადაძე, ლუკა ზარანდია) და ადვილად მიხვდებით, თუ როგორი კონკურენციაა ესპანელი სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდში (ამათ გარდა, გიორგი ფოფხაძე, დავით უბილავა და მამია გავაშელიშვილიც არ უნდა დაგვავიწყდეს, სხვადასხვა მიზეზით რომ არ იყვნენ განაცხადში)...

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, რომლის საბოლოო შედეგიც აბსოლუტურად ლოგიკურად მიგვაჩნია; თავად განსაჯეთ: მეორე ტაიმში გატანილ ერთადერთ გოლს (ისიც - "სტანდარტულიდან") თუ არ ჩავთვლით, "ცხინვალს" მეტოქის კარში საერთოდ არ დაურტყამს! რევაზ თევდორაძე მეორე ტაიმში მხოლოდ ერთხელ შეეხო ბურთს, როცა ბიძინა მახარობლიძის გამჭოლ გადაცემაზე დროული რეაგირება მოახდინა.

სამაგიეროდ, "ლოკომოტივის" მეკარემ პირველ ტაიმში იყოჩაღა და თავისი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა, როცა ლაშა ქოჩლაძის ჩინებული პასის შემდეგ გიორგი კახელიშვილი მასთან პირისპირ დარჩა. "ცხინვალის" ახალწვეული გიორგი კახელიშვილი პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ დაემუქრა სტუმართა კარს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მცირედით ააცილა.

ერთადერთი გოლი კი მასპინძელთა კიდევ ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა ჯაბა დვალმა "სტანდარტულიდან" შეაგდო: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ბომბარდირმა ბოლო სამ მატჩში უკვე ოთხი გოლი გაიტანა.

თუმცა, ამ დროისათვის ანგარიში უკვე 0:2 იყო და მატჩის დასრულებამდე დარჩენილი საკმარისი დროის მიუხედავად, "ცხინვალს" მეტი შანსი არც მისცემია; ეგ კი არა, სტუმრებს უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, როცა არბიტრის კომპენსირებულ დროში ორი უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელეს: ჯერ იყო და, ლუკა ზარანდია ... ცენტრიდან ცდილობდა დაუცველ კარში ბურთის გაგზავნას (ახალგაზრდა გარემარბს სულ ცოტა დააკლდა მართლაც სუპერგოლამდე!), მერე კი გიორგი ნადირაძემ ურთულესი ბურთი აუღო მოუღლელ ირაკლი კლიმიაშვილს.

თუმცა, ამით საერთო "სურათი" არ შეიცვლებოდა: "ლოკომოტივი" პირველი წუთებიდანვე სჯობდა მეტოქეს და სწრაფი გოლის გატანაც შეეძლო, როცა ირაკლი კლიმიაშვილის პასის მერე გიორგი გაბაძე მარჯვნიდან სახიფათოდ უტევდა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა, მერე კი გეგა დიასამიძის ჯერიც დადგა: სტუმართა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტი დარტყმით ანგარიშიც გახსნა.

დიასამიძესთან ერთად "ლოკომოტივში" აქტიურობით გამოირჩეოდა დავით ჩაგელიშვილიც: გამოცდილი ცენტრფორვარდი ერთ ეპიზოდში "მოჭრილი" დარტყმით ცდილობდა ანგარიშის გაზრდას, მერე "შემობრუნებით" ურტყამდა, მაგრამ გიორგი ნადირაძემ უშეცდომოდ ითამაშა.

თუმცა, მეორე ტაიმში ჩაგელიშვილს მაინც დაუფასდა აქტიურობა: შეტევის მარცხენა ფლანგზე ჩინებულად იმოქმედა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ დიასამიძეს საგოლე პასი გადააწოდა, ამ უკანასკნელს კი ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმა არ გასჭირვებია და, როგორც მერე აღმოჩნდა, მისი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ამ მოგებით "ლოკომოტივი" მესამე ადგილზე დამკვიდრდა და მომავალი უქმეებისთვის დიდი ინტრიგაც დაგვიტოვა: დედაქალაქურ დერბიში თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!..

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "თეთრი ჯგუფი". V ტური

10.09. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)

ცხინვალი-ლოკომოტივი 1:2

გოლები: 0:1 გ. დიასამიძე (10), 0:2 გ. დიასამიძე (60), 1:2 დვალი (78)

ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, თომაშვილი (76. კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, სულთანიშვილი - კახელიშვილი (46. შინდაგორიძე), ქოჩლაძე (58. მაქაცარია), მახარობლიძე - დვალი.

სათადარიგოები: გაბრიჩიძე, კასრელიშვილი, მ. გელაშვილი, კერესელიძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ლოკომოტივი (4-4-1-1): რ. თევდორაძე - გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი - კიკაბიძე (46. ზარანდია), კუხიანიძე, კლიმიაშვილი, არდაზიშვილი (46. ქიქავა) - ჩაგელიშვილი (82. ცხადაძე).

სათადარიგოები: მახარაძე, ჭანტურია, სამურკასოვი, კუპატაძე

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

გაფრთხილება: ხიდეშელი (45), სულთანიშვილი (52), გაბაძე (67), ნადირაძე (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო ტური. 17 სექტემბერი

"წითელი ჯგუფი"

დილა-სამტრედია

დინამო (ბთ)-სიონი

ზუგდიდი-საბურთალო.

"თეთრი ჯგუფი"

ჩიხურა-გურია

ლოკომოტივი-დინამო (თბ)

ტორპედო-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]